Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მაჟორიტარის გარეშე დარჩენილ ვანსა და ხონს ახალი მაჟორიტარი 2018 წლის აპრილში ეყოლება

თარიღი : 19-12-2017, 17:47 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად შუალედური არჩევნები 2018 წლის აპრილში გაიმართება. ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ.

ვანისა და ხონის გაერთიანებულ სამაჟორიტარო ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ყოფილი მაჟორიტარი, გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

საარჩევნო კოდექსის, 129-ე მუხლის თანახმად, მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეული პარლამენტის წევრის გამოკლების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები აპრილში ან ოქტომბერში იმართება.

გრიგოლ ლილუაშვილი მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი 2016 წლიდან მიმდინარე წლის 11 დეკემბრამდე იყო. საკანონმდებლო ორგანოში ის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს თავმჯდომარეობდა.


ნანახია: 2250-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ვანსა და ხონში მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად დღეს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს.
ვანსა და ხოში 60-ვე საარჩევნო უბანი 20:00 საათზე დაიხურა. საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის სულ რეგისტრირებული იყო
პარლამენტის წევრი და ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი გრიგოლ ლილუაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ
მან საარჩევნო პროცესი შეაფასა და განაცხადა, რომ არჩევნებმა მშვიდად ჩაიარა.
ვანისა და ხონის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები 28 აპრილს გაიმართება.
ვანსა და ხონში მაჟორიტარი დეპუტატის არჩევის მიზნით, შუალედური არჩევნები მიმდინარეობს.
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშში გალაკტიონობა აღინიშნება.
იმერეთში მცხოვრები 59 932 ადამიანი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს.

ამინდი