Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გენადი მარგველაშვილი:ჩემი სურვილია ქუთაისში ამოქმედდეს პროფესიული სასწავლებლები, რათა გადამზადდეს ყველა შრომისუნარიანი მოქალაქე

თარიღი : 19-12-2017, 12:10 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
ახალი პარლამენტის ამოქმედებიდან წელიწადზე მეტი გავიდა. საინტერესოა, რა გააკეთეს მაჟორიტარმა დეპუტატებმა 2016 წლის 8 ოქტომბრიდან დღემდე, რას ასახელებენ რაიონის მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად. ასევე, რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა რაიონის მოსახლეობისთვის და როგორ აპირებენ მის მოგვარებას? ცნობისთვის, 2016 წელს „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო სლოგანი ასე ჟღერდა - „კეთილდღეობა და სწრაფი განვითარება“.

გთავაზობთ №47-ე ქუთაისში მაჟორიტარულ ოლქში განხორციელებული სამუშაოების მიმდინარეობას. მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებას ასახელებს.

მისი განცხადებით, მის მაჟორიტარული ოლქი თერჯოლის რაიონის სოფლებსაც მოიცავს. მარგველაშვილის განცხადებით, თერჯოლის რაიონის 8 სოფლიდან 4 -ში გაზის და გზის პრობლემა მოგვარდა. „ინფრასტრუქტურის სამინისტროს, „სოკარ ჯორჯია გაზის“ და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის დახმარებით ეს ყველაფერი გაკეთდა“-განაცხადა მარგველაშვილმა.

ასევე სამუშაოები განხორციელდა განათლების მიმართულებითაც. როგორც მარგველაშვილი აცხადებს, უკვე დაგეგმილია ქუთაისის რამდენიმე სკოლის რეაბილიტაცია. „ეს ხორციელდება მილენიუმის პროექტით, რომლის ფარგლებში ქუთაისის 9 სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება“-აცხადებს მარგველაშვილი.

რაც შეეხება საკანონმდებლო მიმართულებით მუშაობას, მაჟორიტარი დეპუტატი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში განათლების და კულტურის კომიტეტი დაიწყებს მუშაობას კანონპროექტზე, რომელიც ასაკოვანი ხელოვნების მოღვაწეებისთვის პენსიის დანიშვნას გულისხმობს.

მარგველაშვილი მის მაჟორიტარულ ოლქში ყველაზე დიდ გამოწვევას დასაქმებას ასახელებს. მისი განცხადებით, რეგიონში საკმაოდ ბევრი სამუშაო ადგილია. ამიტომ მისი სურვილია ამოქმედდეს პროფესიული სასწავლებლები და გადამზადების ცენტრები, რათა გადამზადდეს ყველა ის შრომისუნარიანი მოქალაქე, რომელიც შრომის ბაზარზე პროდუქტის შემქმნელია.

commersant.ge


ნანახია: 807-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის ერთ-ერთი მაჟორიტარის, გენადი მარგველაშვილის პოზიცია პარლამენტის გადატანასთან დაკავშირებით.
პრეზიდენტმა არჩევნების მნიშვნელობაზე, ქუთაისში პარლამენტის არსებობასა და განათლების სისტემაზე, ქუთაისის სავარაუდო ფუნქციების
'რესპუბლიკურმა პარტიამ' სიის პირველი 20 წევრიც დაასახელა.
მძაფრი სუნი სკოლაში მშენებარე კორპუსიდან იგრძნეს
, ქუთაისის ნაგავსაყრელი ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ნაგავსაყრელია საქართველოში. მისი მოწესრიგება წლების განმავლობაში ვერ
აღნიშნული კანდიდატურა მოსახლეობას პოლიტიკური გაერთიანება ქართული ოცნების თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა
იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებიდან რომლის მუშაობას აფასებთ დადებითად?
ქუთაისი - გ. ჭიღვარია
თერჯოლა - ბ. სოფრომაძე
ბაღდათი - ა. გოგსაძე
ვანი - ა. გოგორიშვილი
წყალტუბო - გ. იოსელიანი
ზესტაფონი - კახაბერ მახსათაძე
ხარაგაული - ნ. თოფურიძე
სამტრედია - ვ. ფოცხვერია
ხონი - ლ. ჯურხაძე
ჭიათურა - პ. ნადირაძე
საჩხერე - ბ. ფალავანდიშვილი
ტყიბული - თ. ჩუბინიძე

ხმის მიცემა შედეგები
RICDOG-მა აქციის 'გაუკეთე სიკეთე პლანეტას' ფარგლებში პოლიტიკოსებს, საზოგადო მოღვაწეებსა და ცნობილ ადამიანებს წერილები ფოსტით გაუგზავნა.
ქალაქის მერის, ალექსანდრე გოგორიშვილის თქმით, პროექტი ქალაქის იერსახის მოწესრიგებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
გზაზე, სადაც მეწყრის შედეგად დატოვებული ქვებია, კვლავ ცვივა ქვები.

ამინდი