Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მსოფლიოში ყოველი მე-8 ქალი მკერდის კიბოთი ავადდება,'- რა უნდა ვიცოდეთ ძუძუს კიბოს თავიდან ასაშორებლად?

თარიღი : 16-12-2017, 21:40 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
მსოფლიოში ყოველი მე-8 ქალი მკერდის კიბოთი ავადდება და აღნიშნული დაავადებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია. სარძევე ჯირკვლის ადრეული დიაგნოსტირება კი საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ შემდგომი გართულებები და ჩატარდეს ორგანოს შემანარჩუნებელი ოპერაციები.

„კლინიკა ბომონდი“ აგრძელებს სარძევე ჯირკვლის უფასო ექოსკოპიის აქციებს. აქციის ფარგლებში პაციენტებს საშუალება აქვთ ასევე უფასოდ მიიღონ მეან გინეკოლოგის კონსულტაცია.

უფასო გამოკვლევებს თბილისიდან მოწვეული სპეციალისტი, რადილოგი და მედიცინის აკადემიური დოქტორი ეკატერინე შველიძე ატარებს.

ეკატერინე შველიძე ასევე არის ტრომსოს (ნორვეგია) უნივერსიტეტის დოქტორანტი, ეროვნული სკრინინგ ცენტრის და კორპორაცია „ევექსი“-ს სარძევე ჯირკვლის რადიოლოგიური კვლევის წამყვანი სპეციალისტი, საქართველოს ძუძუს კიბოს რადიოლოგთა ასოციაციის (Breast Cancer Radiology Association) დამფუძნებელი, საერთაშორისო სამედიცინო ასოციაციების ნამდვილი წევრი, მრავალი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე-მომხსენებელი და სტატიის ავტორი.

„ძუძუს კიბო საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა მთელ მსოფლიოში. ქალთა ონკოლოგიურ დაავადებებს შორის ძუძუს კიბოს პირველი ადგილი უჭირავს. მისი თავიდან აცილების საუკეთესო საშუალება ადრეული დიაგნოსტირებაა. ყველა ქალმა, განსაკუთრებით 40 წლის ზემოთ, უნდა ჩაიტაროს მკერდის გამოკვლევები. ადრეული დიაგნოსტირება საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ შემდგომი გართულებები და ჩატარდეს ორგანოს შემანარჩუნებელი ოპერაციები,“ - ამბობს ეკატერინე შველიძე.

სარძევე ჯირკვლის ექოსკოპიის მორიგი უფასო აქცია „კლინიკა ბომონდში“ 16 დეკემბერს შედგა.


ნანახია: 1877-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს
ცნობისთვის, საქართველოში ქალთა სიკვდილიანობის ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენს მკერდის კიბო, რომელიც განკურნებადია მისი დროული
აქციის ორგანიზატორის, კლინიკის ლაბორატორიული განყოფილების ხელმძღვანელის ციცინო ქარსელაძის თქმით, ონკოლოგიურ დაავადებებს
ჯანდაცვის სამინისტრო, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ,,ჰერცეპტინის" ღირებულების 80 % აფინანსებს.
კლინიკის მედიკოსები სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში ადგილზე მოახდენენ მოქალაქეთა გასინჯვას და მათთვის კონსულტაციის გაწევას.
მოგვწერეთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები და მედიას ჩვენ შევატყობინებთ.
თითოეულ საცხობს გაკრული უნდა ჰქონდეს სერტიფიკატი, რომ ახალი შემოწმებულია და ნამდვილად იცავს ჰიგიენურ წესებს.

ამინდი