Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'სპექტაკლის დროს გაუსაძლისი პირობებია. კოშმარულ გარემოში გვიწევს მუშაობა,'- რა პრობლემების წინაშე დგას მესხიშვილის თეატრი?

თარიღი : 14-12-2017, 12:34 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, ინტერვიუ   
topnews.com.ge
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრი ქალაქის უდიდესი და უმთავრესი სახელოვნებო წერტილია.1861 წლის 3 მარტს პირველად გაიმართა ისტორიული წარმოდგენა გიორგი ერისთავის კომედია „გაყრა“, რომლითაც აღინიშნა ახალი მოძრაობის დასაწყისი ქართული თეატრის ისტორიაში. 1940 წელს თეატრს ლადო მესხიშვილის სახელი მიენიჭა.

მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. თეატრმა ბევრ პრემიერასა და საიუბილეო საღამოს უმასპინძლა, თუმცა პრობლემები, რომელიც ამ დროის განმავლობაში არსებობდა, არც ერთხელ გამოჩენილა თეატრის გარეთ. კონკრეტულად რა პრობლემებზეა საუბარი, რა აწუხებს და აფერხებს მესხიშვილის თეატრს, რაა საჭირო მსახიობებისა და იქ მომუშავე პერსონალისთვის, აღნიშნულზე ახალი ამბების სააგენტო TOPNEWS.COM.GE-ს თეატრის ერთ-ერთი გამორჩეული და წარმატებული მსახიობი მარიკა სამანიშვილი ესაუბრება.

„39-ე სეზონია ამ თეატრში ვმუშაობ. მთელი ბავშვობა აქ მაქვს გატარებული, ამიტომ ყოველთვის კარგად ვიცოდი, რა იყო პრობლემა,“-ასე იწყებს საუბარს მარიკა სამანიშვილი.
მსახიობი ფიქრობს, რომ თეატრი ცოცხალი ორგანიზმია და მას თანამედროვე ტექნოლოგიები ვერ ჩაანაცვლებს.

„ასე მგონია,რომ სხვა სამყაროში ვცხოვრობთ, მაგრამ თეატრი ყოველთვის იქნება ცოცხალი ორგანიზმი, რაც არ უნდა განვითარდეს თანამედროვე ტექნოლოგია. თეატრს ვერ ჩაწერ მეხსიერების ბარათზე და ვერ ატარებ. მაყურებელთან უშუალო შეხება გაქვს, ცოცხალ ემოციას გრძნობ, ამიტომ მისი კულტურა უნდა უნდა დავნერგოთ საზოგადოებაში და გავზარდოთ ჩართულობა,“-ამბობს სამანიშვილი.

პრობლემებზე საუბარს მსახიობი ასე იწყებს:
„პრობლემა ყველაფრის თანმხლები რამაა, მით უფრო დღევანდელ საქართველოში. პირობითად რომ ავიღოთ, თბილისისა და ქუთაისის თეატრების სახელფასო ფონდს შორის დიდი განსხვავებაა, მაგრამ მე ხელფასი არ მაქვს იმდენი, რამდენიც მათ აქვთ და ცუდად ვიმუშავებ, ეს გამორიცხულია. მე ჩემს საქმეს ყოველთვის ვასრულებ. ამასთან, ყოველთვის ვიბრძვი ქუთაისის თეატრი წინ წავიდეს და გამოჩნდეს სარბიელზე იმიტომ, რომ სამსახიობო რესურსით ,არც ერთ თეატრს არ ჩამოუვარდება საქართველოში.“

მარიკა სამანიშვილი ყურადღებას ამახვილებს შენობის კულტურულ მნიშვნელობასა და მისი მოვლის ფაქტორზე.

„შენობით დავიწყოთ. ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული შენობას. ეს ხომ უბრალო, შემთხვევითი სტატუსი არაა. თავისი მასშტაბითა და მნიშვნელობით ყურადღება მისაქცევია, მოვლა სჭირდება. რემონტი გაუკეთეს დაახლოებით 2011 წელს. მე ვიტყოდი, რომ „მოგვიგდეს“. ისეთი სკამებია, რომელიც ასეთ თეატრსა და ზოგადად თეატრს რომ არ ეკადრება. მაყურებელი ზედ ვერ ჯდება, სრიალებს. მორყეული და იაფფასიანია. მას შემდეგ დარჩა. არავის უფიქრია განახლებაზე. მაყურებელი ფულს იხდის. ეს ყველაფერი კი საბავშვო ბაღის კინოთეატრს უფრო შეეფერება,“ -აცხადებს მსახიობი.

მისივე თქმით, თეატრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ზამთარში გათბობა, ხოლო ზაფხულში-კონდინცირებაა.

„შარშან გამყინვარებაში თამაში გვიწევდა. სპექტაკლიც მოიხსნა. ადამიანები, რომლებსაც ბილეთები ჰქონდათ, ტოვებდნენ დარბაზს. აუტანელი პირობები იყო. მაყურებელთა დარბაზი არ თბება. წელს იმას მაინც მივაღწიეთ, რომ ცალკეული ოთახები თბება. გაკეთების ნაცვლად, ყველაფერი გააფუჭეს, რაც არსებობდა. შეგვეძლო ნაკლები დანახარჯით გაცილებით კომფორტული გარემო შეგვექმნა ამ თვალსაზრისით. ზაფხულშიც იგივე ვითარებაა. 14 აგვისტომდე ვიმუშავეთ. სპექტაკლის დროს გაუსაძლისი პირობებია. კოშმარულ გარემოში გვიწევს მუშაობა. მსახიობები გულის წასვლამდე იყვნენ. სასწრაფო სასწრაფოზე მოდიოდა. ასეთ უმძიმეს პირობებში, ტანჯვაში ჩავატარეთ სპექტაკლი. ზაფხულში სიგრილე, ზამთარში კი სითბო უნდა გვქონდეს, ესაა ნორმა,“-ამბობს სამანიშვილი.

ინფრასტრუქტურული პრობლემების გარდა, რომელიც წვიმიან ამინდებში შესამჩნევი ხდება, მსახიობები უსახსრობასა და ფინანსების შემცირებასაც უჩივიან, რადგან ფინანსების დანაკლისი პირდაპირ აისახება სპექტაკლის ხარისხზე.

„მნიშვნელოვანი პრობლემაა წვიმაც. როგორც გარეთ წვიმს, ისეა სცენაზეც. იმიტაცია საჭირო აღარ ხდება. არის ადგილები, სადაც კარგად ჩამოდის და კარგადაც დასველდები. ველოდებით გამოხმაურებას ამ ყველაფრის ფონზე. თეატრი გადავიდა კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში. მათი განკარგულებით დაფინანსების რაღაც ნაწილი ჩამოგვეჭრა. დაფინანსების მნიშვნელოვან ნაწილს კი კომუნალურებში ვიხდით. სადადგმო თანხა არ გვაქვს. წელიწადში ერთხელ, კულტურის სამინისტრო გვაძლევს 10 ათასს. ეს არის ძალიან მინიმალური თანხა. კარგი სპექტაკლი რომ დადგა, რასაც სრულყოფილი ჰქვია, მინიმუმ 35 ათასია საჭირო. არის მომენტები, როცა 10 ათასადაც ვდგამთ, კოსტუმებისა და დეკორაციების გადაკეთება-გადმოკეთების ხარჯზე, ოღონდ დაიდგას,“-აცხადებს მარიკა სამანიშვილი.

მისივე თქმით, ქუთაისში დაგეგმილი მასშტაბური ღონისძიებები მესხიშვილის თეატრში ტარდება, თუმცა ამისათვის თეატრს მიზერულ თანხას უხდიან.

„მერიას როცა სჭირდება, იხდიან არენდას, მაგრამ ის ისევე,როგორც ყველაფერი ჩვენს ქალაქში, მინიმალურია, რაც ძალიან მაღიზიანებს,“ -განმარტავს სამანიშვილი.
მსახიობი გულისწყევეტით აღნისნავს, რომ ტრადიცია, როდესაც საახალწლოდ ქალაქის მერია მსახიობებს საჩუქარს უკეთებდა, მიმდინარე წელს დაირღვევა.

„ერთი პრემიაც არ ეკუთვნის მსახიობს საახალწლოდ იმ პირობებში, რაც ჩვენს თეატრშია?! გამცეს ამ კითხვაზე ვინმემ პასუხი. მინიმალური რამ მაინც არ უნდა კეთდებოდეს? ეს შეურაცხმყოფელია. ისე ჩაიარა 8 მარტმა, არავის მოულოცავს. მათი პასუხია: არ გვაქვს. ჩვენ კი ვამბობთ, რომ ყველაფერზე არ გვაქვს დამღლელია. ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ, რომ პატივს გვცემენ, გვაფასებენ. ქალაქი იცლება, როგორც მაყურებლისგან, ისე მსახიობებისგან. დედაქალაქში წავიდა ბევრი. იქ მეტი შესაძლებლობებია. მე არასოდეს მდომებია დედაქალაქში ცხოვრება, მინდა ჩემი ქალაქი იყოს საუეთესო. როცა ამბობენ, რომ ქუთაისი მეორე ქალაქია, რაღაცით ხომ უნდა ვიგრძნოთ, რომ მეორე ქალაქში ვცხოვრობთ?“

მარიკა სამანიშვილი ამბობს, რომ თეატრმა მნიშვნელოვნად მოახდინა გავლენა მაყურებელთა სწორ განვითარებაზე თეატრალური კუთხით. მისივე თქმით, მესხიშვილის თეატრის მსახიობების თავდაუზოგავი შრომით მაყურებელში გადავიდა სწორი აქცენტები ყველა დეტალზე. უფრო ზუსტად კი ასე განმარტავს:

„მაყურებელთა გონებრივ განვითარებასა და გაზრდას ვემსახურებით. ვზრდით თაობებს, ვაყალიბებთ მაყურებელს, ვუსვამთ სწორ აქცენტებს. როდესაც ჩემი მეგობრები ჩამოდიან თბილისიდან სპექტაკლისთვის, ყოველთვის ამბობენ, რომ ქუთაისში თამაში უფრო „ეშინიათ“, ვიდრე სხვა ნებისმიერ ადგილას იმიტომ, რომ აქ განსხვავებული მაყურებელია. ვინ ახვედრებს მათ ამ აუდიტორიას? ჩვენ ჩრდილში არ უნდა ვიყოთ.“

მსახიობი სპექტაკლებზე დასწრებისა და მაყურებელთა მხრიდან აქტივობის ნაკლებობას ერთ-ერთ პრობლემად ასახელებს. მისი თქმით, როდესაც სპექტაკლი საღამო 7 საათზე იწყება და გვიან მთავრდება, ქალაქში ტრანსპორტი არ არის და მაყურებელსაც შესაძლოა სახლში წასვლის პრობლემა შეექმნას.

„არ მინდა ამას შევეგუო. კითხვა მიჩნდება:ახალს რას გვთავაზობენ?!“-რიტორიკული კითხვით ამთავრებს ჩვენთან საუბარს მარიკა სამანიშვილი.

შეგახსენებთ, რომ მსახიობი ცნობილი სატელევიზიო სახე სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გახდა. აღნიშნული სერიალის გარდა, მსახიობი კიდევ მონაწილეობს სერიალ „დიდ შესვენებაში“.

იზაბელ მოდებაძე


ნანახია: 921-ჯერ

მსგავსი სიახლეები
1940 წელს ქუთაისის თეატრს ლადო მესხიშვილის სახელი მიენიჭა.
გიორგი თავაძის რეჟისორობით დადგმული სპექტაკლის პრემიერა 11-12 ოქტომბერს შედგება.
გამოფენა ქართული თეატრის დღეს მიეძღვნა.
ფესტივალში იმერეთის 12-ე მუნიციპალიტეტის პროფესიული და სახალხო თეატრის დასები იღებდნენ მონაწილეობას
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრმა 130-ე თეატრალური სეზონი გახსნა.
ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში, რუსთაველის თეატრის მსახიობები სპექტაკლს "მოხუც ჯამბაზებს" ითამაშებენ.
ეროვნული მოძრაობის წევრები სამხედროს გადატრიალებისას დაღუპული ადამიანების მკვლელობების გამოძიებას და მათთვის, ისევე როგორ მათი ოჯახის წევრებისასთვის, სტატუსის
'ქუთაისის ა(ა)იპ მადლიერების სახლში ბენეფიციართა მომსახურება ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება,' - ინფორმაციას ამის შესახებ მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მირზა გამეზარდაშვილი ამბობს, რომ შახტში აფეთქების შესახებ ინფორმაცია სიცრუეა. ოჯახი გამოძიებას ენდობა და მის შედეგებს ელოდება.

ამინდი