Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ონლაინ სესხების კომპანიები მოსახლეობის ძარცვას აგრძელებენ

თარიღი : 12-12-2017, 15:15 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ონლაინ სესხები ქართულ ბაზარზე გამოჩენისთანავე უამრავი პრობლემის წარმომშობ ფაქტორად მოგვევლინა.

არაადეკვატურად მაღალი, 500-1000%-იანი წლიური საპროცენტო განაკვეთი, სხვის სახელზე სესხის აღების შესაძლებლობა, სფეროში აკუმულირებული თანხების შესახებ ინფორმაციის არარსებობა, სესხებზე არასრულწლოვანების წვდომა, პრობლემური სესხების ამომღები კომპანიები, ე. წ. კოლექტორების ზღვარსგადასული თავხედობა - მოქალაქეთა მიმართ მუქარის, შანტაჟის, დაშინების სხვადასხვა მეთოდების გამოყენება - ეს და კიდევ სხვა უამრავი პრობლემა არსებობდა, რაზეც საზოგადოება და მედია, მათ შორის "ბანკები და ფინანსები" პრაქტიკულად ყოველდღიურად ამახვილებდა ყურადღებას.

კომპანიები ძირითადად მხოლოდ ზემოგებაზე ფიქრობდნენ და ყურადღებას არ აქცევდნენ მათი საქმიანობის გამო შექმნილ არაერთ პრობლემას. ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციების მიერ კიდევ უფრო დამძიმებული ისედაც მძიმე სოციალური ფონი არაერთხელ გამხდარა საზოგადოებისა და სფეროს სპეციალისტების მსჯელობის საგანი. მძიმე კითხვებზე უწევდათ პასუხის გაცემა ხელისუფლების წარმომადგენლებსაც. ყველა თანხმდებოდა ერთზე – სფეროს რეგულირება აუცილებელი იყო, თუმცა, შედეგამდე საკმაოდ გვიან, მხოლოდ 2017 წელს მივიდნენ და ონლაინ სესხების ორგანიზაციებსაც კონკრეტული რეგულაციები დაუწესდათ, - რეგულაციები, რასაც გარკვეულ ჩარჩოებში, შეზღუდვების ქვეშ უნდა მოექცია ონლაინ სესხები. რეგულაციებმა იმუშავა, წლიური მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი 100%-მდე შეიზღუდა, ონლაინ სასესხო კომპანიები ვალდებულნი გახდნენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციად დარეგისტრირებულიყვნენ და დაინტერესებულ საზოგადოებას საშუალება მიეცა მიეღო თუნდაც მწირი ინფორმაცია სექტორში არსებული ფინანსური რესურსების შესახებ.

ონლაინ სესხის პიონერად საქართველოში ვივუს-ი მიიჩნევა. რეალურად ვივუს-ი შპს "4ფინანსი"-ის ბრენდია, ერთგვარი სამარკო ნიშანი. ვივუს-ი დღემდე ინარჩუნებს ქართულ ბაზარზე წამყვან პოზიციას და ამაში თავის როლი ითამაშა თავის დროზე წარმოებულმა ხანგრძლივმა და აგრესიულმა სარეკლამო კამპანიამ და უკვე რეგულაციების შემოღების შემდგომ არსებულ წესებთან სწრაფად ადაპტირებამ.

თუმცა, როგორც ჩანს, მოკრძალებულ მარჟაზე მუშაობა ვივუს-ის, უფრო სწორად მისი დედა კომპანიის - "4ფინანსი"-ის სტილი არ არის. ახლახანს ბაზარზე გამოჩნდა ონლაინ სესხების გამცემი კომპანია კიმბი.გე, რომელიც 2000 ლარამდე სესხებს 3-დან 24 თვემდე ვადით გასცემს. საქმე ის არის, რომ კიმბი.გე ასევე "4ფინანსი"-ის ბრენდია. უბრალოდ, თუკი ვივუს-ი სახის შენარჩუნებას ცდილობს, კიმბი.გე ამაზე არ დარდობს და მომხმარებლის ძველებურად ძარცვის დახვეწილი და გრძელვადიანი სქემით მოქმედებს.

"ბანკები და ფინანსებმა" მარტივი დაკვირვებისა და გამოკვლევის შედეგად დაადგინა, რომ მიუხედავად კიმბი.გე-ის მიერ გაცხდებული 3 თვიანი პერიოდისა, ის სესხებს, პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში 24 თვით გასცემს.# მაგალითად 500 ლარიანი სესხის მომსახურება 24 თვის განმავლობაში მომხმარებელს 929 ლარი უჯდება.

კიმბი.გე-იმ იგივე 500 ლარი, მაგალითად 3 თვით რომ გასცეს, ამ შემთხვევაში მისი მომსახურება 580 ლარს არ გადააჭარბებს. მაგრამ კიმბი.გე მცირე თანხასაც კი 24 თვეზე, ჟარგონი რომ გამოვიყენოთ, "ატენის" მომხმარებელს. საპროცენტო სარგებელთან მიმართებაში რეგულაცია არ ირღვევა, მაგრამ რამდენად პატიოსნად იქცევა კომპანია მომხმარებელთან მიმართებით, თავად განსაჯეთ.

"4ფინანსი"-ის და მისი კიმბი.გე-ის მაგალითი, სამწუხაროდ გამონაკლისი არ არის. ნებისმიერი ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციის საიტზე შესვლისთანავე ჩანს, რომ ისინი პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში, მაქსიმალური 95-100%-იანი წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთით სთავაზობენ სესხებს მომხმარებელს. პირობები, ფაქტობრივად, მსგავსია. ხშირ შემთხვევაში, სესხის მინიმალურ ვადად მითითებული აქვთ 3 თვე ან მეტი, 200-300 ლარიანი სესხის შემთხვევაშიც კი, რაც მათ საშუალებას აძლევს დამატებითი სარგებელი მიიღონ ყოველთვიურად და მომხმარებელს მაქსიმალური პროცენტი გადაახდევინონ. ასეთებია ამიცა.გე რომელიც 250 ლარიან სესხს მინიმუმ 3 თვიანი ვადით სთავაზობს მომხმარებელს. მინიმუმ 3 თვიანი ვადა აქვთ მონეუმან.გე-ს, გრანდოო.გე-ს, ცრედია.გე-ს და თითქმის ყველა სხვას. აი ლენდო-გე საერთოდაც 100 ლარიან სესხსაც კი მინიმუმ 6 თვიანი ვადით გასცემს.

კიდევ ერთი პრობლემა რასაც ონლაინ სესხების ან უკვე რეგულირებად ბაზარზე ვხვდებით, ეს არის საკომისიოები, რაც მრავლად აქვთ დაწესებული კომპანიებს. მაგალითად, თუკი წლიური ეფექტური 100%-იანი საპროცენტო განაკვეთით ნეტკრედიტ.გე-ზე აიღებთ სესხს, იმავე დღეს სესხის თანხის მისღებად კომპანია 60 ლარიან ერთჯერად საკომისიოს გაკისრებთ, რაც მათ "განსაკუთრებულ" დამოკიდებულებას მომხმარებლებისადმი კარგად ასახავს.

სესხის დამტკიცების 40 ლარიანი საკომისიო აქვს ამიცია.გე-ს და კიდევ სხვა მრავალ კომპანიას აქვს მსგავსი, აბსურდული საკომისიოები დაწესებული. ძარცვის კიდევ ერთი დახვეწილი სქემა ისიც არის, რომ ინფორმაციას საკომისიოს არსებობის შესახებ მხოლოდ სესხის აღების მომენტში იგებ. ბუნებრივია, მომხმარებელთა უმეტესობა თუ არა, სოლიდური ნაწილი უკვე დამტკიცებულ სესხზე აღარ ამბობს უარს და ამ "შეცურებულ" საკომისიოსაც, სავარაუდოდ გამცემი ორგანიზაციის მიმართ "ლოცვა-კურთხევის" თანხლებით, მაგრამ მაინც იხდის.

ფაქტია, რეგულაციების ამოქმედების მიუხედავად, ონლან სესხების გამცემი კომპანიები მომხმარებლის უფლებების ხარჯზე ამ რეგულაციების გვერდის ავლას და საამისოდ სხვადასხვანაირი სქემის დამკვიდრებას ცდილობენ.

ეს არის ის მცირედი, რისი აღმოჩენაც "ბანკები და ფინანსებმა" ამ ეტპზე შეძლო. ბაზარზე დაკვირვებას შემდგომშიც განვაგრძობთ. ასევე, შემოგთავაზებთ აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით როგორც ეროვნული ბანკის თუ საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლების, ასევე თავად ონლაინ სესხების კომპანიების და მათ მიერ შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციის - ონლაინ-არასაბანკო საკრედიტო ასოციაციის პოზიციას.


ნანახია: 758-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სასესხო პროდუქტს, რომელიც ქართულ საფინანსო ბაზარზე ონლაინ–სესხების გამცემმა კომპანიებმა შემოიტანეს და რომელიც წლების განმავლობაში
ონლაინ სესხების მიკროსაფინანსოებად გადაკეთებაზე საუბრობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძეც. მისი განცხადებით, გარკვეული
“ბანკები და ფინანსების” მკითხველთა 69% ონლაინ-კრდიტების გაუქმებას ითხოვს.
გიჩნდებათ კითხვა, სად ჯობია სესხის აღება? ამაში საიტი sesxebi365 დაგეხმარებათ.
კომპანია გასცემს სესხს იმ შემთხვევაშიც კი თუ მომხმარებილისთვის საჭირო თანხა ორჯერ აღემატება ბაზარზე არსებული მიკროსაფინანსო
იმის გამო, რომ კორპუსს სახურავი დამწვარი აქვს, უხვი ნალექის გამო, კორპუსის მაცხოვრებელთა უმრავლესობის სახლებში წყალი ჩავიდა.
ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი კონსტანტინე ქავთარაძე ქალაქში, უსახლკარო ოჯახებისათვის მოწყობილი თავშესაფრის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.
ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სტუდენტებს 2019 წლის სექტემბერში მიიღებს, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ

ამინდი