Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის საკრებულოში ‘ნაციონალური მოძრაობის’ ფრაქცია სამუშაო ოთახის გარეშე დატოვეს

თარიღი : 9-12-2017, 15:03 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციას სამუშაო ოთახი არ აქვს. საკრებულოში „ნაციონალების“ ფრაქცია ერთადერთი ოპოზიციური ფრაქციაა. ფრაქციის ხელმძღვანელი გიგა შუშანია ამბობს, რომ სამუშაო ოთახის გარეშე დარჩენის მიზეზად საკრებულოში მათ ის მიზეზი დაუსახელეს, რომ ოთახების საკმარისი რაოდენობა არ აქვთ.

„ჩვენ სამუშაო ოთახის გარეშეც მოვახერხებთ მუშაობას და მოსახლეობის პრობლემებზე რეაგირებას. არ მახსოვს, რომ ოპოზიცია ქუთაისის საკრებულოში სამუშაო ოთახის გარეშე დარჩენილიყოს,“ - ამბობს გიგა შუშანია.

ოპოზიციური ფრაქციის სამუშაო ოთახის გარეშე დარჩენას მიმდინარე რეორგანიზაციით ხსნიან საკრებულოს პრესსამსახურში. პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ოთახი არც იმ ახალ განყოფილებებს აქვთ, რომელიც რეროგანიზაციის შედეგად შეიქმნა.

„მიმდინარეობს გადანაწილება. დასრულდება რეორგანიზაცია და „ნაციონალებსაც“ ექნებათ ოთახი,“ - ამბობს თეონა მელქაძე.


ნანახია: 1197-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'ნაციონალები' საკრებულოში თითქმის იგივე შემადგენლობით ბრუნდებიან
ფრაქციის დაშლის საბოლოო გადაწყვეტილება დეპუტატებმა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. მიზეზი ფრაქციიდან ორი წევრის - ბესიკ
გუშინ ქუთაისის საკრებულოში მმართველი გუნდის წარმომადგენლებს და 'ნაციონალური მოძრაობის' დეპუტატს გიორგი უკლებას შორის ფიზიკური
ქუთაისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატები საკრებულოში ახალ ფრაქციებს ქმნიან. ყოფილი „პატრიოტები“, „ქრისტიან-დემოკრატები“ და
აღნიშნული რეგულაცია ნოემბრიდან მხოლოდ კომერციულ ბანკებს, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან კი ყველა სესხის გამცემ სუბიექტს შეეხება.
იმერეთის გუბერნატორს სამი მოადგილე ეყოლება.
მხატვარი ლევან გოგიტაძე სოციალური ქსელის საშუალებით სპეციალურ მიმართვას ავრცელებს.

ამინდი