Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ჩაბნელებულ ზამთარს გვპირდება 'ენერგო პრო ჯორჯია'?-ხარაგაულის სოფელ ბაზალეთში შუქს ითხოვენ

თარიღი : 9-12-2017, 13:01 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთის მოსახლეობა შუქის ხშირ გათიშვას უჩივის.

როგორც სოფლის დეპუტატი ვალერი ჭიპაშვილი ამბობს, მცირე ნალექი ქარი საკმარისია იმისათვის, რომ ელექტროგადამცემი ბოძები წაიქცეს, ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდეს და მოსახლეობა შუქის გარეშე დარჩეს.

„თოვლის ფიფქი გამოჩნდება თუ არა, ელექტროენერგიის მიწოდება გვიწყდება.რა პასუხი გავცე მოსახლეობას?! ჩაბნელებულ ზამთარს გვპირდება "ენერგო პრო ჯორჯია"?! ასე უნდა გაგრძელდეს?! პასუხი არ ისმის..სამწუხაროდ, ვითარება არ იცვლება."სუპერ" მომსახურება გვაქვს აბონენტებს.პრობლემაზე ხმამაღლა თუ აღნიშნე, წყინთ. ძალიან კარგი ადამიანები მუშაობენ კომპანიის ადგილობრივ ფილიალშივ.მე ადამიანებს კი არ ვებრძვი,ვარამედ ვებრძვი პრობლემას,“ - ამბობს ვალერი ჭიპაშვილი.

სოფელ ბაზალეთში 350 ოჯახი ცხოვრობს.

„ენერგო პრო ჯორჯია“-ს დასავლეთ საქართველოს ფილიალის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დაზიანებული ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

"სოფელი ბაზალეთი ელექტროენერგია ფიდერ „ბაზალეთი“-დან იღებს. მიმდინარე წელს 31 საყრდენი წერტილი შეიცვალა. ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ეტაპობრივად და მანამ გაგრძელდება, სანამ სრულად არ შეიცვლება,“ - აცხადებენ კომპანიის პრესსამსახურში.


ნანახია: 1199-ჯერ

მსგავსი სიახლეები
უამინდობის შედეგად, სოფელში ელექტროგადამცემი ხაზები და ფიდერი დაზიანდა.
როგორც სოფლის მაჟორიტარი ვალერი ჭიპაშვილი ამბობს, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობისას ამოღებული ქვა-ღორღი სამშენებლო ორგანიზაციას
ძლიერი წვიმის შედეგად ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, 'ენერგო პრო ჯორჯია"-ში საგანგებო
როგორც კომპანიის ხელმძვანელი ამბერკი დვალიშვილი Topnews.com.ge-სთან საუბარში აცხადებს, მესამე დღეა კომპანიას ელექტროენერგია არ
დევდარიანების უბანში, სადაც 12 ოჯახი ცხოვრობს, გაზის გაყვანისას მრიცხველი გამოელიათ. მომხდარის შესახებ სოფლის ერთ-ერთი მკვიდრი
"ენერგო–პრო ჯორჯია"-ს ყველა ფილიალსა და მომსახურების ცენტრში კომპანიის აბონენტებს საშუალება ექნებათ ელექტრენერგიის დავალიანება
მმართველ გუნდში უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საკანონმდებლო ორგანო სრულად თბილისში დაბრუნდეს.
რაც მთავარია, მაღაზიაში კოლექცია მუდმივად განახლებადია, ხოლო ბრენდული ტანისამოსის შეძენა ყველასთვის ხელსაყრელ ფასად არის შესაძლებელი.
პარტია თავისუფალი საქართველოს საარჩევნო შტაბის უფროსმა, გოგი წულაიამ ბიძინა ივანიშვილს სოლოლაკის რეზიდენციასთან საჩუქარი მიუტანა.

ამინდი