Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვინ არიან ქუთაისის მერის მოადგილეები და რას ჰპირდებიან ქუთაისელებს?

თარიღი : 1-12-2017, 12:09 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მოადგილეები წარადგინა. როგორც ჭიღვარია განმარტავს, კადრები პროფესიონალიზმით შეირჩა.

„პროფესიონალიზმის მიხედვით მოხდა კადრების გადარჩევა. რა თქმა უნდა, სუფთა წარსულით. ისინი მოტივირებულები არიან იმისათვის, რომ ემსახურონ ჩვენს ქალაქს. იზრუნონ მის წინსვლასა და განვითარებაზე,"-ამბობს მერი.

ქუთაისის მერის სამ მოადგილეს შორის ერთი ქალია. ნინო თვალთვაძე წლების განმავლობაში არასამთავრობო სექტორში საქმიანობდა. ის სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალს. 2014 წელიდან დაიკავა "ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო"-ს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა.

როგორც ცნობილია, თვალთვაძე ქუთაისის მერიაში საერთაშორისო ურთიერთობის მიმართულებით იმუშავებს, თუმცა როგორც თვითონ განმარტავს, ხელს შეუწყობს სხვა სფეროს გაუმჯობესებასაც.

„ვეცდები, ჩემი რესურსი და გამოცდილება მოვახმარო ქალაქს იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს საერთაშორისო ურთიერთობები, რომელიც იქნება ჩემი კურატორობის ქვეშ. ასევე, გაუმჯობესდეს მდგომარეობა ტურიზმისა და სოციალური მიმართულებებით. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ჩავდგე ჩემი ქალაქის სამსახურში და ამისთვის ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი ბატონ გიორგის, რადგან მომცა ასეთი შესაძლებლობა," - აცხადებს თვალთვაძე.

ვიცე-მერის პოზიცია დაიკავა პროფესიით იურისტმა გიორგი იობაშვილმა. იობაშვილი ადგილობრივ თვითმმართველობაში იყო დასაქმებული. ის ვაკისუბნის ტერიტორიულ ორგანოში მუშაობდა. გარდა ამისა, იობაშვილი პარტია „ქართული ოცნებება-დემოკრატიული საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანია.

„აქტიურად გავაგრძელებ იმ საქმიანობას, რაც ქალაქსა და ჩვენს ქალაქელებს სასიკეთოდ წაადგება," -აცხადებს გიორგი იობაშვილი.

ქუთაისი მერის ერთ-ერთი მოადგილე იუზა უგულავა ბოლო პერიოდში ხონის გამგებლის მოადგილე იყო.

მისი მუშაობის სფერო ინფრასტრუქტურა და ფინანსები იქნება. როგორც თავად განმარტავს, მას ამის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და მზად არის მუშაობისთვის.

„ინფრასტრუქტურას და ფინანსების სფეროს ჩავიბარებ. დიდი ხნის გამოცდილება მაქვს. ამ სფეროს ვკურირებდი როგორც სამხარეო ადმინისტრაციაში, ისე ხონში. ქუთაისს შევთავაზებთ გლობალურ პროექტებს. იქნება ძველი პროექტების დასრულების ეტაპი და ახალი, უფრო თვალსაჩინო პროექტები, რომელსაც ცალკე პრეზენტაციას გავუკეთებთ. დასამთავრებელია წყალმომარაგების პროექტი. დაიწყება კანალიზაციის მოწესრიგებაც,"-განაცხადა იუზა უგულავამ.

იზაბელ მოდებაძე


ნანახია: 906-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ახალი მოადგილეები წარადგინა.
ქუთაისის მერმა მოადგილეების დანიშვნა დაიწყო.
აღნიშნული თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გრიგოლ დალაქიშვილი იმერეთის გუბერნატორის პირველ მოადგილედ გადავიდა.
"ვიცე-მერის მოვალეობაა, როცა მერი არ არის, მან შეასრულოს ეს თანამდებობა, თუმცა ჩემი ასაკის და გამოცდილების მიუხედავად, არ ვარ
აღნიშნული თანამდებობა არასამთავრობო ორგანიზაცია არგუსის თავმჯდომარემ მანანა მანაგაძემ დაიკავა.
'ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს' ქუთაისის მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია კულტურულ-საგანმანათლებლო და
იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებიდან რომლის მუშაობას აფასებთ დადებითად?
ქუთაისი - გ. ჭიღვარია
თერჯოლა - ბ. სოფრომაძე
ბაღდათი - ა. გოგსაძე
ვანი - ა. გოგორიშვილი
წყალტუბო - გ. იოსელიანი
ზესტაფონი - კახაბერ მახსათაძე
ხარაგაული - ნ. თოფურიძე
სამტრედია - ვ. ფოცხვერია
ხონი - ლ. ჯურხაძე
ჭიათურა - პ. ნადირაძე
საჩხერე - ბ. ფალავანდიშვილი
ტყიბული - თ. ჩუბინიძე

ხმის მიცემა შედეგები
RICDOG-მა აქციის 'გაუკეთე სიკეთე პლანეტას' ფარგლებში პოლიტიკოსებს, საზოგადო მოღვაწეებსა და ცნობილ ადამიანებს წერილები ფოსტით გაუგზავნა.
ქალაქის მერის, ალექსანდრე გოგორიშვილის თქმით, პროექტი ქალაქის იერსახის მოწესრიგებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
გზაზე, სადაც მეწყრის შედეგად დატოვებული ქვებია, კვლავ ცვივა ქვები.

ამინდი