Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'რეორგანიზაციის მიზანია, ძველი მერის გუნდი გაყარონ და ახალი მოიყვანონ. ადამიანებს, როგორც ნახირს, ისე ექცევიან,-ხმაური ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე

თარიღი : 29-11-2017, 13:27 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე ქალაქის მერიაში დაანონსებულმა რეორგანიზაციამ ხმაური გამოიწვია. ოპოზიციის წარმომადგენელთა თქმით, რეორგანიზაცია აზრს მოკლებული და ყოვლად უსაფუძვლოა.

”რეორგანიზაციის მიზანი არის ერთი-გაყარონ ძველი მერის გუნდი და მოიყვანონ ახალი. როგორც ჩანს, ახალი აქტივისტები უნდა დაასაქმონ. ძველის მუშაობა აღარ მოეწონათ. ეს ძალიან მძიმე შედეგამდე მიიყვანს ქალაქს,"-განაცხადა საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალების" თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ.

ოპოზიციამ ის ფაქტიც გააპროტესტა, რომ ქალაქის ახალი მერი გიორგი ჭიღვარია საკრებულოს სხდომას არ დაესწრო. ოპოზიციამ გიორგი ჭიღვარიას ამგვარ საქციელს უპასუხისმგებლო უწოდა.

”ჩვენ ვსვამდით მარტივ კითხვას: რატომ არ გამოცხადდა ახალი მერი საკრებულოს სხდომაზე და რატომ არ გააცნო თავად რეორგანიზაციის მიზეზისა და აუცილებლობის შესახებ საკრებულოს წევრებსა და საზოგადოებას?! არ გამოცხადდა. მარტივად იპოვა გამოსავალი. არ აქვს უნარი საკრებულოს წინაშე წარსდგეს და თავად გაგვაცნოს ამოცანები და მიზნები. ესაა ქალაქის დიდი რეგრესი. ესენი ადანიანებს ექცევიან ისე, როგორც ნახირს," -განაცხადა ფრაქცია "ნაციონალების" წევრმა გია უკლებამ.

იზაბელ მოდებაძე


ნანახია: 1276-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის ახალი მერი გიორგი ჭიღვარია ქალაქის საკრებულოს სხდომას არ ესწრება. სხდომაზე გამოუცხადებლობისათვის მერი ოპოზიციამ
ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე ხმაური ქალაქის მერიის ააიპ-ებში დაგეგმილმა თანამშრომელთა ატესტაციამ გამოიწვია.
დაპირისპირება მოხდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულს სხდომაზე.
"ქუთაისის მერი ნუგზარ ფალიანია, რადგან მას გადადგომის შესახებ განცხადება ამ დრომდე არ დაუწერია,"- ამის შესახებ ქუთაისის
ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, ქალაქის მერიაში რეორგანიზაცია იგეგმება, თუმცა მერი ირწმუნება, რომ რეორგანიზაციის
იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებიდან რომლის მუშაობას აფასებთ დადებითად?
ქუთაისი - გ. ჭიღვარია
თერჯოლა - ბ. სოფრომაძე
ბაღდათი - ა. გოგსაძე
ვანი - ა. გოგორიშვილი
წყალტუბო - გ. იოსელიანი
ზესტაფონი - კახაბერ მახსათაძე
ხარაგაული - ნ. თოფურიძე
სამტრედია - ვ. ფოცხვერია
ხონი - ლ. ჯურხაძე
ჭიათურა - პ. ნადირაძე
საჩხერე - ბ. ფალავანდიშვილი
ტყიბული - თ. ჩუბინიძე

ხმის მიცემა შედეგები
RICDOG-მა აქციის 'გაუკეთე სიკეთე პლანეტას' ფარგლებში პოლიტიკოსებს, საზოგადო მოღვაწეებსა და ცნობილ ადამიანებს წერილები ფოსტით გაუგზავნა.
ქალაქის მერის, ალექსანდრე გოგორიშვილის თქმით, პროექტი ქალაქის იერსახის მოწესრიგებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
გზაზე, სადაც მეწყრის შედეგად დატოვებული ქვებია, კვლავ ცვივა ქვები.

ამინდი