Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

100-ლარიანი კომუნალური ვაუჩერი გაჭირვებულებს, ანაზღაურებადი სტაჟირება წარმატებულ სტუდენტებს,-'ნაციონალების' ინიციატივები ქუთაისის ახალ მერს

თარიღი : 29-11-2017, 12:25 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ქუთაისის ახალ მერს გიორგი ჭიღვარიას რამდენიმე ინიციატივას სთავაზობს. აღნიშნულთან დაკავშირებით ფრაქციის თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ ბრიფინგი გამართა.

როგორც შუშანია განმარტავს, ქალაქში სოციალურ-ეკონომიკური კუთხით უმძიმესი მდგომარეობაა და ყოველი ეკონომიკური უკუსვლა მოსახლეობას უმძიმებს სოციალურ ფონს. შუშანიას თქმით, მათი ინიციატივები განხორციელების შემთხვევაში, მნიშვნელოვნად შეამცირებს აღნიშნულ ფონს.

„ჩვენთვის პრიორიტეტს წარმოადგენს მოსახლეობის ყველა ის ფენა, რომელსაც უჭირს. ამიტომ, პირველი ინიციატივა უკავშირდება პენსიონერთათვის დამატებით 50 ლარიანი ვაუჩერის გაცემას მედიკამენტების შესაძენად. ასევე, მნიშვნელოვანია ერთჯერადი 100 ლარიანი კომუნალური ვაუჩერის გაცემა საშუალო და დაბალშემოსავლიანი აბონენტებისთვის. მნიშვნელოვანია სტუდენტების საჭიროება წინ წამოვწიოთ, რათა შევაჩეროთ ქალაქიდან ახალგაზრდების გადინება. ამისთვის ჩვენს ინიციატივაში არის ასეთი პუნქტი: სტუდენტური ტარიფის შემოღება ადგილობრივ ტრანსპორტზე, რაც განახევრებას გულისხმობს. ასევე, წარმატებული სტუდენტებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირება. გარდა ამისა, 400 ლარიანი ვაუჩერი ყველა ახალშობილს, რათა შევაჩეროთ დემოგრაფიული პრობლემა,“-აცხადებს შუშანია.

შუშანია საუბრობს სკოლების საჭიროებებზეც და ყველა სკოლისათვის 50 000 ლარიანი დახმარების გაწევაზე.

„ამ თანხას სკოლები გამოიყენებენ საკუთარი შეხედულებისამებრ, პედაგოგიური და მშობელთა საბჭოების გადაწყვეტილების მიხედვით,“-განმარტავს გიგა შუშანია.

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გათვლით, აღნიშნული ინიციატივების განხორციელებას ბიუჯეტიდან დაახლოებით 6.5-7 მლნ ლარის მობილიზება სჭირდება.

იზაბელ მოდებაძე


ნანახია: 483-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'ნაციონალური მოძრაობა' მმართველი პარტიის 100 დღის საქმიანობას აჯამებს.
ფრაქციის ხელმძღვანელი გიგა შუშანია ამბობს, რომ სამუშაო ოთახის გარეშე დარჩენის მიზეზად საკრებულოში მათ ის მიზეზი დაუსახელეს, რომ
'ნაციონალური მოძრაობა' ქუთაისში პარკირების გადასახადის განახევრების ინიციატივით გამოდის.
ქუთაისის საკრებულო რიგგარეშე სხდომაზე ბიუჯეტის პროექტს განიხილავს. სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს ფრაქცია "ნაციონალური
'ნაციონალების' ქუთაისის ოფისის წარმომადგენელი გიგა შუშანია ამბობს, რომ მერიამ მძღოლებს მოსაკრებელი უნდა შეუმციროს და უფასო
ფრაქციის დაშლის საბოლოო გადაწყვეტილება დეპუტატებმა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. მიზეზი ფრაქციიდან ორი წევრის - ბესიკ
იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებიდან რომლის მუშაობას აფასებთ დადებითად?
ქუთაისი - გ. ჭიღვარია
თერჯოლა - ბ. სოფრომაძე
ბაღდათი - ა. გოგსაძე
ვანი - ა. გოგორიშვილი
წყალტუბო - გ. იოსელიანი
ზესტაფონი - კახაბერ მახსათაძე
ხარაგაული - ნ. თოფურიძე
სამტრედია - ვ. ფოცხვერია
ხონი - ლ. ჯურხაძე
ჭიათურა - პ. ნადირაძე
საჩხერე - ბ. ფალავანდიშვილი
ტყიბული - თ. ჩუბინიძე

ხმის მიცემა შედეგები
RICDOG-მა აქციის 'გაუკეთე სიკეთე პლანეტას' ფარგლებში პოლიტიკოსებს, საზოგადო მოღვაწეებსა და ცნობილ ადამიანებს წერილები ფოსტით გაუგზავნა.
ქალაქის მერის, ალექსანდრე გოგორიშვილის თქმით, პროექტი ქალაქის იერსახის მოწესრიგებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
გზაზე, სადაც მეწყრის შედეგად დატოვებული ქვებია, კვლავ ცვივა ქვები.

ამინდი