სახელმწიფო დაფინანსებას 18 პარტია მიიღებს, რაც ჯამურად, თითქმის 9 მილიონ ლარს შეადგენს
Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სახელმწიფო დაფინანსებას 18 პარტია მიიღებს, რაც ჯამურად, თითქმის 9 მილიონ ლარს შეადგენს

თარიღი : 27-11-2017, 16:38 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების შედეგების შესაბამისად, სახელმწიფოსგან დაფინანსებას 18 პოლიტიკური პარტია მიიღებს. შესაბამისი განკარგულება დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ გამოსცა.

ჟვანიას განკარგულების მიხედვით, სახელმწიფო დაფინანსება პარტიებზე შემდეგნაირად ნაწილდება:

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წლიურად 2,081,038 ლარს მიიღებს (ყოველთვიური დაფინანსება - 173,420 ლარი). „თავისუფალ დემოკრატებს“ - 512,196 ლარი გამოეყოფათ, „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ დაფინანსება 472,812 ლარი იქნება, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კი - 991,726 ლარი. „საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“ - 378,849 ლარი, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია - 378,849 ლარი, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ -1,036,126 ლარი, „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ – 507,174 ლარი, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ – 241,625 ლარი, „თავისუფალი საქართველო“ – 87,024 ლარი, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ – 241,625 ლარი, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 1,270,995 ლარი, „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშრი“ – 87,024 ლარი, „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“ – 87,024 ლარი, „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“ – 87,024 ლარი, „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ – 87,024 ლარი, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ – 195,511 ლარი, „სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო“ – 195,511 ლარი.

18 პოლიტიკური პარტია წლის განმავლობაში ჯამურად 8,939,157 ლარს მიიღებს.

ipn.ge


ნანახია: 1926-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პარტიების დაფინანსების შესახებ განკარგულება ცესკოს თავმჯდომარემ დღეს გამოსცა.
20 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე პერიოდში გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახური მოგვიანებით გაასაჯაროებს.
აუდიტის სამსახური საარჩევნო პერიოდში პარტიების და დამოუკიდებელი დეპუტატების ხარჯის სტატისტიკას ავრცელებს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური, 2017 წლის 1-ელი ივლისიდან 12 სექტემბრის ჩათვლით, პარტიების მიერ მიღებული შემოწირულობების შესახებ
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე სუბიექტების საარჩევნო ნომრები ცნობილია.
პოლიტიკური ძალების მიერ საარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან პირველი თვენახევრის განმავლობაში გაღებული ხარჯების ჯამური ოდენობა 4
პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, ორშაბათს, იმერეთის რეგიონის გუბერნატორად შავლეგ ტაბატაძეს დაასახელებს.
თემობის ტრადიცია მე-19 საუკუნიდან იღებს სათავეს და 2013 წელს აღდგა.
მათივე ცნობით, საქართველში ამ დროისთვის 12 ინსპექტირების ცენტრია, სადაც აირბალონიანი ავტომობილების ტექინსპექტირება ხორციელდება. აქედან 4 თბილისში, 2 რუსთავში,

ამინდი