Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

' ყველა დეტალის მოგვარებას Event House-ს გუნდი საკუთარ თავზე იღებს,'- ვის უნდა მივმართოთ კორპორატიული საღამოების მოსაწყობად?

თარიღი : 7-11-2017, 20:27 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, რეკლამა   
ორი წელია, რაც სადღესასწაულო კომპანია Event House ადამიანების ბედნიერი დღეებისა და ცხოვრების სასიხარულო მოვლენების კიდევ უფრო გალამაზებას ემსახურება. ქორწილი, დაბადების დღე, ნათლობა, ახალი ობიექტის გახსნა, დაჯილოდოებების, კორპორატიული საღამოების ორგანიზება და საახალწლოდ ობიექტების მორთვა,-ეს იმ საქმიანობის ჩამონათვალია, რომელსაც კომპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. ამ ეტაპზე კომპანიას მომხმარებლები ქორწილებისა და კორპორატიული საღამოების მოწყობით თხოვნით აკითხავენ. რას ითვალისწინებს Event House-ს მიერ შემუშავებული პაკეტები და კონკრეტულად რას სთავაზობს კომპანია საზოგადოებას, აღნიშნულთან დაკავშირებით ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge-ს კომპანიის დამფუძნებელი სოფიო რაჭველი-ბასილაშვილი ესაუბრა.

„როდესაც კომპანია დავაარსე, დავაარსე იმიტომ, რომ ქუთაისსა და იმერეთში არ არსებობდა კომპანია, რომელიც სადღესასწაულო დღეების ორგანიზების სრულ სერვისს შესთვაზებდა მომხმარებელს. ჩვენთან შესაძლებელია ნებისმიერი დღესასწაულის სრული ორგანიზება. მაგალითად, ავიღოთ ერთი სერვისი-კორპორატიული დღეების ორგანიზება. კომპანია უბრალოდ მოდის ჩვენთან და გვეუბნება, რომ სურს კორპორატიული საღამოს მოწყობა. ჩვენი გუნდი ამის შემდეგ იწყებს მუშაობას და ასრულებს მთელ სამუშაოს, რაც ღონისძიებასთან არის დაკავშირებული. ჩვენ ვამზადებთ სცენარს, ვუზრუნველყოფთ ფოტო-ვიდეო მომსახურებას, რესტორნის დაჯავშნას, ღონისძიების ვიზუალური მხარის შერჩევას და მოწყობას. დამკვეთის სურვილის მიხედვით, ღონისძიებაში ქართველი მომღერლების ჩართვას. ჩვენი სერვისის უპირატესობა ის არის, რომ კომპანიას ღონისძიების გასამართად არ უწევს სხვადსხვა ადგილას მისვლა და სირბილი უამრავი საკითხის გადასაწყვეტად. ყველა დეტალის მოგვარებას Event House-ს გუნდი იღებს საკუთარ თავზე,“ - ამბობს სოფიო რაჭველი-ბასილაშვილი.
http://www.picz.ge/img/s1/1711/7/7/7e32ff8b1d7e.jpg
კორპორატიული და საქორწილო საღამოებისათვის კომპანია დაინტერესებულ მხარეებს სამ პაკეტს სთავაზობს. პირველი-ეს არის საბაზისო პაკეტი, მეორე საშუალო და მესამე სრული პაკეტი. სოფიო რაჭველის თქმით, გამომდინარე იქედან, რომ ახალი წელი ახლოვდება და კომპანიები ცდილობენ საკუთარი თანამშრომლებისათვის საზეიმო განწყობის შექმნას, Event House კომპანიებს საშუალებას აძლევს, რომ კორპორატიული საღამოს მოწყობა მათთვის ხელმისაწვდომი გახდეს.
http://www.picz.ge/img/s3/1711/7/e/e7275f3bcebc.jpg
„გასაგებია, რომ ღონისძიებების ორგანიზება თანხებთან არის დაკაშირებული. ამასთანავე, დიდია ჩვენი გუნდის როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური შრომა, თუმცა ვცდილობთ, რომ კომპანიებისა თუ წყვილებისათვის სადღესასწაულო დღეების ორგანიზება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ. აქვე ისიც მინდა აღვნიშნო, რომ სრული პაკეტის აღების შემთხვევაში, მომხმარებელი გაცილებით მოგებული რჩება. ჩვენთვის კი მომხმარებლების კმაყოფილება მნიშვნელოვანია, რადგან საქმეში ყოველთვის მთელ ენერგიას ვდებთ და ბოლომდე ვიხარჯებით. კიდევ ერთი დეტალია, რაზეც მინდა ყურადღების გამახვილება: იმ შემთხვევაში თუ კომპანია ქუთაისში არ ფუნქციონირებს და აქ გადაწყვეტს კორპორატიული საღამოს მოწყობას, მაღალი დონის სასტუმრო „ბაგრატი 1003“ შეღავათიან ფასში სთავაზობს როგორც სასტუმროს, ისე რესტორნის მომსახურებას,“ -ამბობს სოფიო რაჭველი-ბასილაშვილი.

სასურველი სადღსასწაულო ღონისძიების მოწყობის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას შემდეგ ტელეფონზე: 557 528 777. ელ.ფოსტა: sofiarachveli@gmail.com.


ნანახია: 2027-ჯერ

მსგავსი სიახლეები
არცთუ დიდი ხნის ისტორიის მქონე კომპანიამ უკვე შეძლო წარმატების მოპოვება.
კომპანიის სერვისებსა და გეგმებზე Topnews.com.ge-ს 'Effect Studio'-ს დაფუძნებელი სოფიო რაჭველი-ბასილაშვილი ესაუბრა.
ყვავილები დღემდე ერთ-ერთ ყველაზე სასურველ საჩუქრად რჩება. უმრავლესობის აზრით, ყვავილების ჩუქებას მიზეზი არ ჭირდება. იმის
სოფიო რაჭველი-ბასილაშვილი იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც მანანა გოგლიჩიძის ქველმოქმედების აფიშირების სურვილი გაუჩნდა. მისი
'პაპილონი' დაინტერესებულ მანდილოსნებს მომსახურების სხვადასხვა პაკეტს სთავაზობს.
სოფო რაჭველის თქმით, შენობაში საქმიანობის გაგრძელება შეუძლებელია.
აღნიშნული დაავადებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია.

ამინდი