Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურის სოფელში კლდის სიღრმეში აქამდე უცნობი მღვიმე აღმოაჩინეს

თარიღი : 7-11-2017, 12:03 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, ჩემი იმერეთი   
topnews.com.ge
ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ პერევისის აღმოსავლეთ საზღვარზე, პროექტ "აღმოაჩინე ჭიათურას" საექსპედიციო ჯგუფმა ახალ კარსტულ მღვიმეს მიაკვლია.

"ჯგუფის წევრებმა დეტალურად გამოიკითხეს ადგილობრივი მოსახლეობა, დაამუშავეს აქამდე არსებული ლიტერატურული და სამეცნიერო წყაროები, არსად ამ მღვიმის შესახებ ინფორმაცია არ არის დაფიქსირებული. მღვიმე დაახლოებით 100 მეტრამდე სიგრძისაა და ძნელად მისასვლელ კლდის ფერდობზე მდებარეობს. ობიექტი მდიდარია ნაღვენთი ფორმებით. მიმდინარე კვირის ბოლოს იგეგმება ადგილზე სპეციალისტების ჩასვლა და მღვიმის საფუძვლიანი შესწავლა," - ამბობს თსუ-ს ასისტენტ-პროფესორი, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი გიორგი დვალაშვილი.

მისივე თქმით, ახალაღმოჩენილი მღვიმისათვის სახელის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდება.

ცნობისთვის, პროექტი "აღმოაჩინე ჭიათურა" ადგილობრივი ბიზნესმენის, თეიმურაზ გაფრინდაშვილის დაფინანსებით ხორციელდება.


ნანახია: 3801-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მანდაეთის მღვიმეს აქამდე მეცნიერულად შესწავლილი მხოლოდ 1 ჩასასვლელი ჰქონდა, რომელსაც „ზაქარიას კლდის მღვიმე“ ეწოდებოდა.
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) თსუ-ს ასისტენტ პროფესორ გიორგი დვალაშვილთან ერთად,
აღნიშნული ჭიათურის სოფლებში ტურისტებისათვის საინტერესო ადგილებში საინფორმაციო ბანერების დაზიანების მეორე ფაქტია.
კარსტული მღვიმეების მანიშნებლები და ბანერები პოპულარიზაციას უწევდა სპელეოტურიზმს, როგორც საინტერესო და საჭირო მიმართულებას.
კოტისკლდის კარსტული მღვიმე, სადაც საინტერესო წარდგინებები შედგა, ჭიათურის სოფელ სვერის მახლობლად მდებარეობს. ობიექტი იმით არის
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდი მღვიმიეს, მღვიმეს ექსპედიციის წევრების გადაწყვეტილებით ეწოდა კაკასხიდის მღვიმე.