Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'აღმოაჩინე თერჯოლა,'- მომავალი წლიდან თერჯოლის გამგეობა მუნიციპალიტეტის პოპულარიზაციისათვის პროექტს იწყებს

თარიღი : 4-11-2017, 13:15 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, ჩემი იმერეთი   
topnews.com.ge
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით, არასამთავრობო ოგანიზაცია "ხვალინდელი დღის" მიერ ხორციელდება პროექტი- "სპელეოტურიზმის განვითარება ზემო იმერეთში".

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით, მოხდა კარსტული მღვიმეების მიმართულებით საფეხმავლო მარშრუტების მანიშნებლების დამონტაჟება. მანიშნებლები დაიდგა 5 სხვადასხვა ადგილას, ჯამში 6 მიმართულება: კაცხი-ქვაციხე-საზანო-რუფოთის საავტომობილო გზაზე, სოფელ ვარდიგორაში, ჯგილათის გადასახვევთან, სამჭინკას მღვიმის მიმართულებით. აგრეთვე, კარსტული მღვიმის ჩასასვლელთან. სოფელ მუჯირეთის გადასახვევთან, სოფელ ზედა საზანოში დაიდგა ორმხრივი მანიშნებელი მუჯირეთისა და სამჭინკას მღვიმეების მიმართულებით. მანიშნებელი დაიდგა თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილას - მდინარე ძუსას ხეობაში, ე.წ. ,,ქადაგიძის რაფთან“. საფეხმავლო მარშრუტის მანიშნებელი დაიდგა სოფელ მუჯირეთშიც, კარსტული მღვიმის გადასახვევთან.

პროექტის ხელმძღვანელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი გიორგი დვალაშვილი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და პროექტის ფარგლებში, ჭიათურისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტში შესრულებული სამუშაოები გააცნო. მისი თქმით, მდინარე ძუსის ხეობის კარსტული რელიეფი პერსპექტიულია სპელეოტურიზმის განვითარებისათვის, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ფინანსური შემოსავლებისა და ამ დასახლებული პუნქტების პოპულარიზაციისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს. 2018 წლიდან თერჯოლის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით იგეგმება კამპანია "აღმოაჩინე თერჯოლა", რომლის დროსაც შეფასდება თერჯოლის მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებულ პუნქტში არსებული ტურისტული რესურსი.


ნანახია: 2994-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კარსტული მღვიმეები უნდა გახდეს შემოსავლის წყარო ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
კარსტული მღვიმეების მანიშნებლები და ბანერები პოპულარიზაციას უწევდა სპელეოტურიზმს, როგორც საინტერესო და საჭირო მიმართულებას.
პირველად მოხდა კარსტული რელიეფის მიწისქვეშა წარმონაქმნის ფოტო და ვიდეო ფიქსაცია, მარკირება.
2016 წლის 11 ნოემბერს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით, მდინარე ხევისწყლის ხეობაში, ტელეფისის ციხის 3,5 კმ-იანი
პროექტის ფარგლებში თსუ-ს სტუდენტების მიერ შესწავლილი იქნება მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი და ჭიათურაში არსებული თითოეული ტურისტული
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდი მღვიმიეს, მღვიმეს ექსპედიციის წევრების გადაწყვეტილებით ეწოდა კაკასხიდის მღვიმე.
მმართველ გუნდში უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საკანონმდებლო ორგანო სრულად თბილისში დაბრუნდეს.
რაც მთავარია, მაღაზიაში კოლექცია მუდმივად განახლებადია, ხოლო ბრენდული ტანისამოსის შეძენა ყველასთვის ხელსაყრელ ფასად არის შესაძლებელი.
პარტია თავისუფალი საქართველოს საარჩევნო შტაბის უფროსმა, გოგი წულაიამ ბიძინა ივანიშვილს სოლოლაკის რეზიდენციასთან საჩუქარი მიუტანა.

ამინდი