Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გოგი წულაიამ პოლიტიკიდან წასვლა გადაიფიქრა

თარიღი : 23-10-2017, 14:06 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
"დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართელოს" ქუთაისის მერობის უკვე ყოფილმა კანდიდატმა გოგი წულაიამ პოლიტიკური ტაიმ-აუტის აღება გადაიფიქრა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების შეფასებისას, 22 ოქტომბერს წულაიამ განაცხადა, რომ ის პოლიტიკიდან დროებით მიდიოდა. მერობის კანდიდატმა ქუთაისში 7% აიღო, ხოლო პარტიამ -2 %.

"არ ვიცი, რა უნდა დავარქვა ამ არჩევნებს. არც ერთ არჩევნებში მსგავსი შედეგი არ ყოფილა. როგორც მერობის კანდიდატმა მივიღე 7 პროცენტი, პროპორციულით მხოლოდ 2, რაც მიზანმიმართული შედეგია, რადგან არ უნდათ ჩემი საკრებულოში შესვლა. მივიღე გადაწყვეტილება დროებით, პოლიტიკური ტაიმ-აუტი ავიღო",- აცხადებდა გუშინ წულაია.

დღეს კი პოლიტიკოსმა სხვა განცხადება გაავრცელა.

"დღეს უკვე გამოვედი სტრესული მდგომარეობიდან, გულგატეხილობიდან და უკან მიმაქვს ჩემი განცხადება ტაიმ-აუტის აღების შესახებ (რაც ნიშნავდა ჩემს დამარცხებასთან შეგუებას). ხვალიდან ვაგრძელებ აქტიურ ბრძოლას. ადგილობრივ ხელისუფლებას კვლავ "გავაბედნიერებ","- აცხადებს წულაია.


ნანახია: 2564-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წულაიას თქმით, მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ დროებით პოლიტიკური შესვენება აიღოს.
გოგი წულაიამ საკუთარი არჩევანი 76-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
როგორც წულაიამ განაცხადა, ნიკეას რეაბილიტირებულ ქუჩაზე უსაფრთხოების კუნძული არასწორად არის გაკეთებული, რაც ავარიების მიზეზი ხდება.
აღნიშნული განცხადება 'თავისუფალი საქართველოს' ქუთაისის მერობის კანდიდატმა გოგი წულაიამ გააკეთა.
წულაიამ აქცია ქუთაისის საოლქო კომისიასთან გამართა
იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებიდან რომლის მუშაობას აფასებთ დადებითად?
ქუთაისი - გ. ჭიღვარია
თერჯოლა - ბ. სოფრომაძე
ბაღდათი - ა. გოგსაძე
ვანი - ა. გოგორიშვილი
წყალტუბო - გ. იოსელიანი
ზესტაფონი - კახაბერ მახსათაძე
ხარაგაული - ნ. თოფურიძე
სამტრედია - ვ. ფოცხვერია
ხონი - ლ. ჯურხაძე
ჭიათურა - პ. ნადირაძე
საჩხერე - ბ. ფალავანდიშვილი
ტყიბული - თ. ჩუბინიძე

ხმის მიცემა შედეგები
RICDOG-მა აქციის 'გაუკეთე სიკეთე პლანეტას' ფარგლებში პოლიტიკოსებს, საზოგადო მოღვაწეებსა და ცნობილ ადამიანებს წერილები ფოსტით გაუგზავნა.
ქალაქის მერის, ალექსანდრე გოგორიშვილის თქმით, პროექტი ქალაქის იერსახის მოწესრიგებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
გზაზე, სადაც მეწყრის შედეგად დატოვებული ქვებია, კვლავ ცვივა ქვები.

ამინდი