Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ეს ნამდვილი სამოთხეა'-ტყიბულის რაიონში ულამაზესი კანიონი აღმოაჩინეს

თარიღი : 21-10-2017, 20:40 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, ჩემი იმერეთი   
topnews.com.ge
ტყიბულის რაიონის სოფელ ძმუისში, მდინარე ლეხიდარზე კანიონი აღმოაჩინეს, რომელსაც უცხოეთიდან უკვე მოჰყვა დაინტერესება. კანიონის შესახებ კლუბ "თეთნულდის" წევრი, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბიოლოგი ირაკლი ჯულაყიძე გვესაუბრა.

- ხუთი წელიწადია უკვე მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბი "თეთნულდი" ოფიციალურად არსებობს, თუმცა მანამდეც დავდიოდით ექსპედიციებში... სწორედ ჩვენ ვნახეთ რაჭაში უნიკალური მღვიმე, რომელმაც ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია და მედიამ ფართოდ გააშუქა. საქმეში მსოფლიო მასშტაბით სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტებიც ჩაერთვნენ.
National Geographyc-ის ფოტოგრაფი იყო ჩამოსული, ასევე იყვნენ ჩეხი სპეციალისტები... ნიუ-იორკის ინსტიტუტის სპეციალისტის თქმით, ასეთი მღვიმე მსოფლიოში მეორე არ არის ჯერჯერობით აღმოჩენილი...
http://www.picz.ge/img/s4/1710/21/7/78b0df53a949.jpg
იტალიელებთან ერთად, თავიდან ბოლომდე გავიარეთ ტყიბულის რაიონში მდინარე ლეხიდარის ხეობაში არსებული ულამაზესი კანიონი, რომლის თაობაზეც ადგილობრივების გარდა არავისთვის არაფერი იყო ცნობილი. ძმუისის კანიონი, ასე ეძახიან ძმუისელები, ულამაზესია და ტურისტული თვალსაზრით დიდი პერსპეტივა აქვს. გადავიღეთ კანიონის ვიდეო და ფოტომასალა. ჩვენთან ერთად იმყოფებოდა National Geographyc-ის ფოტოგრაფი... ეს ძალიან საინტერესო კანიონი გახლავთ.

"ეს უცნაურობა საქართველოს ეკუთვნის..." - რაჭაში კიდევ ერთი ულამაზესი მღვიმე აღმოაჩინეს


ექსტრემალებისთვის იქ ნამდვილი სამოთხეა, რეგიონისთვის განვითარების არაჩვეულებრივი შანსი, რომელზეც მედიაში ჯერჯერობით არაფერი თქმულა... იმდენად მიმზიდველია, დარწმუნებული ვარ, ეს კანიონი ახლო მომავლში ძალიან ცნობილი გახდება.

- თქვენ არაერთხელ ყოფილხართ ხვამლის მთაზე... ახალი ხომ არაფერი გაქვთ სათქმელი?

- ხვამლის მთა პირველ რიგში საინტერესოა, როგორც გეოლოგიური წარმონაქმნი, გიგანტური კირქვული მასივი, რომელიც ბევრს მოგვითხრობს დედამიწის და კერძოდ რეგიონის გეოლოგიურ წარსულზე, ხვამლის მთა საინტერესოა პალეოზოოლოგებისთვის, ბოტანიკოსებისთვის (ხვამლზე გვხვდება ენდემური სახეობის მცენარეები), ხვამლის მთა დიდ ინტერეს იწვევს თავისი ლეგენდებით და თქმულებებით... გასაგებია, რომ ძალიან საინტერესო ობიექტია, მაგრამ შესწავლა ასე ადვილი არ არის. ხანგძლივი ექსპედიციაა მოსაწყობი და დიდი თანხებიც ჭირდება.

kvirispalitra.ge


ნანახია: 6339-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ობიექტი დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაიბარა. ღარიბაშვილმა შესრულებული სამუშაოები დაათვალიერა და აღნიშნა,
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) თსუ-ს ასისტენტ პროფესორ გიორგი დვალაშვილთან ერთად,
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ მომხდარს ვანდალიზმი უწოდა.
როგორც ახალი ამბების სააგენტო TOPNEWS.COM.GE-ს ერთ-ერთი ახალგაზრდის დედამ მადონა ორმოცაძემ განუცხადა, ოთხი ახალგაზრდა ხვამლის
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებული კვლევის ამსახველი ფოტომასალა.
კლუბის წევრები მღვიმის ზუსტ მდებარეობას ამ დროისათვის ვერ ასახელებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ახალი მღვიმე მასშტაბურია და მის
ეროვნული მოძრაობის წევრები სამხედროს გადატრიალებისას დაღუპული ადამიანების მკვლელობების გამოძიებას და მათთვის, ისევე როგორ მათი ოჯახის წევრებისასთვის, სტატუსის
'ქუთაისის ა(ა)იპ მადლიერების სახლში ბენეფიციართა მომსახურება ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება,' - ინფორმაციას ამის შესახებ მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მირზა გამეზარდაშვილი ამბობს, რომ შახტში აფეთქების შესახებ ინფორმაცია სიცრუეა. ოჯახი გამოძიებას ენდობა და მის შედეგებს ელოდება.

ამინდი