Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერი: ოპოზიცია ტყუის, ისინი არ იცნობენ არც ქალაქის პროექტებს და არც ბიუჯეტს

თარიღი : 13-10-2017, 12:02 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერი შოთა მურღულია ბოლო პერიოდში ოპოზიციის მიერ გამოთქმულ იმ ბრალდებებზე საუბრობს, რომელიც წყლის სისტემის რეაბილიტაციას და დაზიანებულ გზებს ეხება.

"წყალი არის უდიდესი პროექტი, რომელიც ჩვენს ქალაქში ხორციელდება, მას მოსდევს რა თქმა უნდა გზის გადაჭრა, ისე ეს მილები ვერ გამოიცვლება. ეს დისკომფორტია, მგრამ დისკომფორტს მოსდევს ის, რომ მალე მოსახლეობას 24 საათიანი წყალი ექნება და ასევე მოწესრიგებული საკანალიზაციო სისტემა, რომლის სამუშაოები მომავალ წელს დაიწყება, ესეც დისკომფორტის გარეშე არ მოხდება, რადგან გზის გადაჭრას საჭიროებს მიწისქვეშა კომუნიკაციები,"- აღნიშნა მერმა.

შოთა მურღულიამ ბოლო დროს ოპოზიციური პარტიების ბრალდებებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ისინი წინასაარჩევნოდ ტყუიან, რადგან არ იცნობენ არც ქალაქის ბიუჯეტს და არც სხვა პროექტებს. ასევე მტკნარი სიცრუე უწოდა პრემიების თემას და აღნიშნა, რომ 2017 წელს პრემია არ გაუცია თანამშრომლებზე და ეს თანხა სოციალური მიმართულებით გამოიყენა.

"ბოლო 3 წელია პრემიების სისტემა შეიცვალა და ეს თანხები სოციალურად დაუცველებისთვის გადანაწილდა იმისთვის, რომ მათთვის საახალწლო და სააღდგომო ნობათები შეგვეძინა. ასევე, შეგვექმნა ახალი სოციალური პროგრამები,"- აღნიშნა მურღულიამ.


ნანახია: 1241-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქალაქის საახალწლო მორთულობისთვის 78 000 ლარი დაიხარჯა.
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად ნინოშვილის მე-14 და მე-16 შესახვევები დაათვალიერა, სადაც
ქუთაისში, ერთ-ერთ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტად მიჩნეული გელათის ქუჩის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება.
ქუთაისის მერმა ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, ბაგა-ბაღებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
ქუთაისის მერიაში პრემიების გაცემის ახალი მოდელის პრეზენტაცია ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მის მიერ ჩადენილი დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ტყიბულის შახტში 16 ივლისს მეთანის აალებისას 4 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა.
პარტია 'ევროპული საქართველო' დღეს პრეზიდენტობის კანდიდატს წარადგენს. ღონისძიება 18:00 საათზე, ქუთაისში, სპორტის სასახლეში გაიმართება.

ამინდი