Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

კახაბერ მახათაძე: სოფლის მეურნეობის განვითარება ჩემი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

თარიღი : 12-10-2017, 19:03 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მერობის კანდიდატი კახაბერ მახათაძე, დაბა შორაპნის ამომრჩეველს შეხვდა და ის პრობლემები განიხილა, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს.

„ყურადღება დაეთმობა დაბაში ტურიზმის განვითარებას. სამომავლოდ, ისტორიულ ციხე-სიმაგრესთან მუზეუმის აშენება იგეგმება, სადაც ტურისტები ყვირილისა და ძირულის შესართავში არსებული, ანტიკური/შუა საუკუნეების ისტორიული ძეგლის შესახებ გარკვეული ინფორმაციის მიღებას შეძლებენ“, - განაცხადა კახაბერ მახათაძემ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მოსახლეობის მთავარი პრობლემა ინფრასტრუქტურული საკითხებია. ადგილობრივების თქმით, ფარნავაზის, ვაჩნაძისა და ჭიათურის ქუჩები რეაბილიტაციას საჭიროებს.

„მომდევნო წლებში, შორაპანში დაგეგმილია ან უკვე განხორციელების ფაზაშია მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტი. მათ შორის, შიდა საუბნო გზების, სკოლებისა და ბაღების რეაბილიტაცია, საბავშვო სკვერებისა და სპორტული მოედნების აშენება“, - აღნიშნა ზესტაფონის მერობის კანდიდატმა.

კახაბერ მახათაძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ასევე სოფელ დილიკაურის ამომრჩეველს შეხვდა და საარჩევნო პროგრამა გააცნო.

„ზესტაფონში სოფლის მეურნეობის განსავითარებლად, სხვადასხვა მხარდამჭერი პროგრამები გაგრძელდება. სოფლის მეურნეობის განვითარება, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაზრდა და სოფლად ადამიანების დასაქმება, ჩემი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“, -განაცხადა კახაბერ მახათაძემ.

R


ნანახია: 248-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ზესტაფონის მერობის კანდიდატი კახაბერ მახათაძე სოფელ ზედა საქარის, ცხრაწყაროსა და კვალითის დასახლების მოსახლებას შეხვდა.
კახაბერ მახათაძემ შეხვედრაზე იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელებასაც გამარჯვების შემთხვევაში გეგმავს.
მერობის კანდიდატმა სოფელ ტაბაკინში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზეც ისაუბრა.
შეხვედრაზე ტრანსპორტის, სწყლისა და გაზის პრობლემები განიხილეს. საუბარი ასევე, შეეხო სკოლისა და საბავშვო ბაღის რესტავრაციის
ზესტაფონის მერობის კანდიდატს კახაბერ მახათაძეს ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებენ.
მერობის კანდიდატმა მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო და ადგილობრივი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
აღნიშნული დაავადებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია.

ამინდი