Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვინ რამდენი შესწირა საკუთარ პარტიას და ვინ არიან ბიზნესკომპანიების მფლობელი კანდიდატები იმერეთში?

თარიღი : 12-10-2017, 13:12 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები, მთავარი თემა   
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“-მ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე მერობის და საკრებულოს წევრობის კანდდიატების ქონებრივი დეკლარაციებისა და კანდიდატების მიერ საკუთარი პარტიისათვის გაღებული შემოწირულობების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა.

კვლევაში 5 პარტია-„ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო“ და „პატრიოტთა ალიანსი“ მოხვდა. როგორც ორგანიზაციის ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი ლელა მოწონელიძე ამბობს, პარტიები კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტობისა და აქტივობების ნიშნით შეირჩნენ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“-ს მიერ შესწავლილ კანდიდატებს შორის 11 კანდიდატი გამოიკვეთა, რომლებმაც გაიღეს შემოწირულობა საკუთარი პარტიებისათვის. „ქართული ოცნების“ ზესტაფონის მერობის კანდიდატმა კახაბერ მახათაძემ 2016-2017 წლებში დანარჩენ შესწავლილ კანდიდატებს შორის ყველაზე მეტი თანხა გაიღო პარტიისათვის. მან პარტიას ჯამში 90 000 ლარი გადაურიცხა. 89 234 ლარი შესწირა საკუთარ პარტიას „პატრიოტთა ალიანსის“ თერჯოლის მერობის კანდიდატმა და პარტიული სიის პირველმა ნომერმა ხვიჩა წკეპლაძემ.

„ქართული ოცნების“ მერობის 12 კანდიდატიდან ბიზნესკომპანიების მეწილე ან ხელმძღვანელია. ესენი არიან: გიორგი ჭიღვარია-ქუთაისი, კახაბერ მახათაძე-ზესტაფონი, ბონდო სოფრომაძე-თერჯოლა, არჩილ გოგსაძე-ბაღდათი, ლადო ჯურხაძე-ხონი, ვალერიან ფოცხვერია-სამტრედია. „ევროპული საქართველოს მერობის ერთი (კობა მოდებაძე-საჩხერე) და „პატრიოტთა ალიანსის“ სამი კანდიდატი არის ბიზნესკომპანიების მეწილე ან ხელმძღვანელი (გრიგოლ ბახტაძე-ქუთაისი, ხვიჩა წკეპლაძე -თერჯოლა, პაატა კიკნაძე-ხარაგაული).

შესწავლილი პარტიების პარტიული სიების პირველ ნომრებად წარდგენილი კანდიდატებიდან „ქართული ოცნების“ ორი კანდიდატი (ნიკოლზ ლატარია-ქუთაისი, მანანა ბარბაქაძე-ხარაგაული), ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ სამი კანდიდატი-(ბესიკ ბრეგაძე-ქუთაისი,პაატა ლეჟავა-ვანი, მამუკა საღარეიშვილი-წყალტუბო) არის ბიზნესკომპანიების მეწილე ან ხელმძღვანელი,“ - ამბობს ლელა მოწონელიძე.


ნანახია: 335-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გენდერული დისბალანსი ქართული ოცნების მერობის კანიდატებში
იმერეთის რეგიონის 12 მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები იქნებიან:
სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მიერ დასახელებული ქუთაისის მერობის კანდიდატებიდან ყველა მამაკაცია და არცერთი ქალი.
'პატრიოტთა ალიანსის' ლიდერებმა ქუთაისის ოპერის თეატრში იმერეთის რეგიონის მერობის კანდიდატები დაასახელეს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქუთაისის მერის სტატუსის მოსაპოვებლად სულ ათი კანდიდატი იბრძოლებს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე სუბიექტების საარჩევნო ნომრები ცნობილია.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებული კვლევის ამსახველი ფოტომასალა.
მიზეზი, რის გამოც 21 ოქტომბერს ჩანიშნულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა და გამარჯვებისთვის ბრძოლა გადაწყვიტა, ქუთაისს და მის მომავალს
კონცერტში მონაწილეობას ქართული ესტრადის ვარსკვლავები მიიღებენ.

ამინდი