Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'დავიჭერთ და ვჭყინტავთ. რომ მოვკლავთ, ისეთი სუნი აქვს, ადგილზე ვერ გაჩერდები,'- წყალტუბოს სოფელში მოსახლეობას აზიური ფაროსანა სახლებში შეესია

თარიღი : 11-10-2017, 22:20 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხიანში მავნე მწერი აზიური ფაროსანა მოსახლეობას სახლებში შეესია. ადგილობრივები ამბობენ, რომ მწერს უკვე ყველგან პოულობენ. მოსახლეობა ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობს. სოფელ მუხიანში მაცხოვრებლები ამბობენ, რომ დახმარების შესახებ დაპირებები მხოლოდ ტელევიზიით ესმით და მათთან მისული არავინ უნახავთ.

"უნდა ნახოთ რამდენი არის. სახლში შუქის ანთება გვეშინია. კარს და ფანჯარას როგორც კი გააღებ, მაშინვე შემოდიან. ფარდებზე, ტანსაცმელზე, ყველაფერზე არიან. დავიჭერთ და ვჭყინტავთ. რომ მოვკლავთ, ისეთი სუნი აქვს, ადგილზე ვერ გაჩერდები. ჯერ მოსავლის გარეშე ხომ დაგვტოვა და ახლა სახლებში შემოგვიცვივდა. არ ვიცით როგორ უნდა ვებრძოლოთ, რა გავაკეთოთ. დავსდევთ, ვიჭერთ და ვკლავთ. მხოლოდ ტელევიზიით იძახიან მოსახლეობას წამალს ვურიგებთო. ჩვენთან არავინ მოსულა," - ამბობს სოფელ მუხიანის მკვიდრი ჯონი ფუთურიძე.

როგორც ირკვევა, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საწამლავი და სპეციალური დამჭერი იმერეთის რეგიონში მხოლოდ ვანის, ხონის და სამტრედიის მოსახლეობას გადაეცემა. იმერეთის ვიცე-გუბერნატორი, რომელიც აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად შექმნილ საგანგებო შტაბს ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ ცენტრალურ ხელისუფლებასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა წამლის დარიგება წყალტუბოს სოფლების მოსახლეობისთვისაც მოხდეს.


ნანახია: 1174-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge-სთან საუბრისას იმერეთის ვიცე-გუბერნატორი ამბობს, რომ მავნე მწერი არეალს აფართოებს, რის
ბაღში სოფლის მეურნეობის სამინისტროს დახმარებით მავნებლის საწინააღმდეგოდ, შესაბამისი ღონისძიებები გატარდა.
მავნებლის საწინააღმდეგო პესტიციდები იმერეთის მხარის სამი მუნიციპალიტეტის- ვანის, ხონისა და სამტრედიის მცხოვრებლებმა მიიღეს.
აზიურ ფაროსანას ებრძვიან ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზვანში.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მესხეთის მოსახლეობა ხელისუფლების უყურადღებობაზე საუბრობს. სოფელში აცხადებენ, რომ დაპირებულ
როგორც სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვალერი ფოცხვერიამ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთან საუბრისას აღნიშნა,
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებული კვლევის ამსახველი ფოტომასალა.
მიზეზი, რის გამოც 21 ოქტომბერს ჩანიშნულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა და გამარჯვებისთვის ბრძოლა გადაწყვიტა, ქუთაისს და მის მომავალს
კონცერტში მონაწილეობას ქართული ესტრადის ვარსკვლავები მიიღებენ.

ამინდი