Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერობისთვის 8, ხოლო საკრებულოს მაჟორიტარობისათვის 81 კანდიდატი იბრძვის

თარიღი : 11-10-2017, 12:48 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები, მთავარი თემა   
ქუთისში, საარჩევნო სიებთან და კანდიდატებთან დაკავშირებით განხორციელებული ცვლილებები იყო ქალაქის N59 საოლქო საარჩევნო კომისიაში გამართული ბრიფინგის თემა.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის ინფორმაციით, 21 ოქტომბერს ჩანიშნულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქუთაისის მერის სტატუსის მოსაპოვებლად 8, ხოლო 10 მაჟორიტარული ოლქიდან ქალაქის საკრებულოში მაჟორიტარის სტატუსით მოსახვედრად 81 კანდიდატი იბრძოლებს.

მისი თქმით, მერობის 10 კანდიდატიდან 2-მა, ხოლო მაჟორიტარობის 86 კანდიდატიდან არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ხუთმა კანდიდატმა განაცხადა.რაც შეეხება საარჩევნო სუბიექტებს, საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისათვის 14 პარტიაა დარეგისტრირებული, ხოლო მაჟორიტარობის 81 კანდიდატიდან 23 ქალია.

გარდა ამისა, ყველაზე მეტი, 9 კანდიდატი ქალაქ-მუზეუმის სამაჟორიტარო ოლქშია დარეგისტრირებული, ხოლო დანარჩენ ოლქებში გამარჯვებისათვის 8-8 კანდიდატი იბრძვის.


ნანახია: 311-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქუთაისში 123 საარჩევნო უბანი და საარჩევნო კომისიის 1 599 წევრი იმუშავებს.
ცნობისთვის, ქუთაისში 152 561 ამომრჩეველია რეგისტრირებული. აქედან, 85 440 ქალია, ხოლო 67 121 -მამაკაცი.
ამ დროისათვის საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესი მიმდინარეობს. კომისიის წევრთა შერჩევის მიზნით, 19 აპრილიდან 24
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქუთაისის მერობის 7 კანდიდატი დარეგისტრირდა.
კომისიაში ამ დროისთვის 9 საჩივარია შესული
კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის არჩევნებში მონაწილეობა 42 423 ამომრჩეველმა მიიღო
აღნიშნული დაავადებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია.

ამინდი