Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ნიკოლოზ თოფურიძე: ხელისუფლება ხალხისთვის სარგებელს მუდმივად ეძებს

თარიღი : 11-10-2017, 09:54 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები   
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხარაგაულის მერობის კანდიდატი ნიკოლოზ თოფურიძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. მორიგი შეხვედრა კანდიდატმა ვარძიის ამომრჩეველთან გამართა.

ნიკოლოზ თოფურიძემ და ბაღდათი-ხარაგალის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ლურსმანაშვილმა ვარძიის თემიდან მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გივი ხიჯიკაძე წარუდგინეს.

„ჩვენ შემუშავებული გვაქვს ოთხწლიანი გეგმა. პირველ რიგში, ვიცით, რას აპირებს სახელმწიფო რეგიონებისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებისთვის. გზების მშენებლობა დაწყებულია და გაგრძელდება. აქტიურად ვმუშაობთ სასმელი წყლის პრობლემის მოწესრიგებაზე, როგორც დაბაში, ასევე სოფლებში. მიმდინარეობს გაზიფიცირების პროექტი და გაგრძელდება საბავშვო ბაღების მშენებლობა. სახელმწიფოს მიერ შემუშავდება არაერთი პროგრამა მცირე ბიზნესის ხელშეწყობისა და სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით“, - აღნიშნა შეხვედრაზე ნიკოლოზ თოფურიძემ.

მერობის კანდიდატის თქმით, „ქართული ოცნების“ სახით, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც რეგიონებზე ზრუნავს ხალხისთვის სარგებელს მუდმივად ეძებს.

„ჩვენ ერთად უნდა ვიპოვოთ გამოსავალი, როგორ ვიგრძნოთ უმოკლეს დროში ის სიკეთეეები, რაც მმართველი გუნდის პრიორიტეტია. ჩვენი თხოვნაა, მხარი დაუჭიროთ გუნდს, რომელიც დღეს, საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში უალტერნატივოა“, - განაცხადა მერობის კანდიდატმა.

R



ნანახია: 86-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პარტია 'ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს' ხარაგაულის მერობის კანდიდატი ნიკოლოზ თოფურიძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში,
მერობის კანდიდატი და საკრებულოში მაჟორიტარობის კანდიდატი ნონა ზურაბიანი, ხიდრის მოსახლეობას ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარმა
მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს მუნიციპალიტეტის განვითარების ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა გააცნო.
მერობის კანდიდატმა მორიგი შეხვედრა ამომრჩეველთან სოფელ მოლითსა და ქვების ზედა უბანში გამართა.
ვახანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში ძირითადი გამოწვევა სოციალური დახმარების შეჩერება, ბუნებრივ რესურსებზე ხელმიუწვდომლობა
ნიკოლოზ თოფურიძემ სოფლის ცენტრალური გზის კეთილმოწყობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ მისი გამგებლობის პერიოდში ათეულობით სოფელში
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებული კვლევის ამსახველი ფოტომასალა.
მიზეზი, რის გამოც 21 ოქტომბერს ჩანიშნულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა და გამარჯვებისთვის ბრძოლა გადაწყვიტა, ქუთაისს და მის მომავალს
კონცერტში მონაწილეობას ქართული ესტრადის ვარსკვლავები მიიღებენ.

ამინდი