Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში სახალხო დღესასწაული-'ზასტაველობა' გაიმართება

თარიღი : 11-10-2017, 09:26 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
ქუთაისში ქალაქის ერთ-ერთი უბნის, "ზასტავის" დღესასწაული-"ზასტაველობა-კარიბჭობა" გაიმართება. დღესასწაულის აღნიშვნის ინიციატორი ქუთაისის საკრებულოს წევრი და უბნის მაჟორიტარი ნატო ქათამაძეა.

"11 ოქტომბერს, საღამოს 5 საათზე, ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, "ზასტაველობა-კარიბჭობის" სახალხო დღესასწაულზე გეპატიჟებით ყველას, განურჩევლად პარტიულობისა, ვისაც გიყვართ ჩვენი ქალაქი, ჩვენი უბანი "ზასტავა". გავიხსენებთ ჩვენი უბნის დიდ ტრადიციას და როგორც 2015 წელს, დასახელდებიან საპატიო ზასტაველებიც, რომლებმაც თავიანთი განვლილი ცხოვრებით ნამდვილად ასახელეს ჩვენი ქალაქი, ჩვენი უბანი.

ღონისძიების ფარგლებში მოხდება ჩემი, როგორც საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის ჩაბარება საზოგადოებასთან.

ღონისძიებაზე მოწვეული არიან "გამარჯვების" ოლქში ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ დასახელებული საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები. აქვე განვმარტავ, მე ამჟამად კენჭს არ ვიყრი და ეს არ იქნება პოლიტიკურად ანგაჟირებული ღონისძიება," - ამბობს ნატო ქათამაძე.


ნანახია: 14205-ჯერ

მსგავსი სიახლეები
"ზასტავა 2015"-ის აღნიშვნასთან დაკავშირებულ კრიტიკას გამარჯვების ოლქის მაჟორიტარი ნატო ქათამაძე პასუხობს.
"ზასტაველობი"-ს აღდგენას სოციალურ ქსელში აფასებენ.
ქუთაისის ერთ-ერთი კონკრეტული უბნის დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიიციის 10 წლის შემდეგ აღდგენის იდეა გამარჯვების ოლქის მაჟორიტარს
გამარჯვების მაჟორიტარი დეპუტატის ნატო ქათამაძის ინიციატივით აღდგენილი დღესასწაული, დღეს 17:00 საათიდან დაიწყო. ღონისძიება
2016 წელს ჩანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის ერთ-ერთი კანდიდატი რესპუბლიკური პარტიის წევრი ნატო
აღნიშნული დაავადებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია.

ამინდი