Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქართული სამზარეულო რუსი ტურისტების ფავორიტების სამეულში შევიდა

თარიღი : 8-10-2017, 13:39 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა   
რუს მოგზაურებს მსოფლიოში ყველაზე გემრიელ სამზარეულოდ მიაჩნიათ ქართული, იტალიური და ტაილანდური სამზარეულო — კვლევა ჩაატარა ავიაბილეთებისა და სასტუმროების მოძიების ვებ-გვერდმა Skyscanner.

Skyscanner-მა გამოკითხა რუსი მოგზაურები და მსოფლიოს ყველაზე გემრიელი მიმართულებების რეიტინგი შეადგინა. ამის შესახებ საუბარია ტურისტული სერვის Skyscanner-ის პრეს-რელიზში.

პირველ ადგილზე დიდი უპირატესობით იტალია განთავსდა. როგორც პორტალის სტატიაშია ნათქვამი, გამოკითხულთა 38%-მა აღიარა, რომ მათთვის ყველაზე გემრიელი მოგზაურობა იტალიაშია.

პიცა და სპაგეტი ერთადერთი კერძები არ არის, რომლებიც დამსახურებულად უყვართ ჩვენს თანამემამულეებს. დამსვენებელთა იტალიურ მენიუში ასევე შედის ლაზანია, პურის ჩხირები გრისინი, რიზოტო, პარმეზანი და რა თქმა უნდა, საყვარელი დესერტები — ტირამისუ და ჯელატო, — აღნიშნულია რელიზში.

მოგზაურთა 16%-ისთვის ყველაზე გემრიელი ქართული სამზარეულოა.

ასეთი პოპულარობის ახსნა იოლად შეიძლება დემოკრატიული ფასებით, თვითმყოფადობითა და რუსეთში ხინკლის, ხაჭაპურის, საცივისა და შაქარლამის ხელმისაწვდომობით, — წერს Skyscanner.

ფავორიტებს შორის შემდეგ მოდის ეგზოტიკური ტაილანდური სამზარეულო.

ბერძნული სამზარეულო ლიდერთა სამეულს ოდნავ ჩამორჩება. ის გამოკითხულთა 10%-მა აირჩია. ჩინურმა, იაპონურმა და ფრანგულმა საკვებმა დაახლოებით ხუთ-ხუთი პროცენტი მოაგროვა. გასტრონომიული ათეულის ბოლოს ადგილები ესპანურმა (4%), მექსიკურმა (3%) და არაბულმა (2%) სამზარეულოებმა გადაინაწილეს.

გამოკითხვაში მოგზაურებმა ასევე აღნიშნეს უნგრული და ისრაელის სამზარეულოები, ხოლო ზოგიერთის აზრით, რუსულ საკვებს არაფერი სჯობს.

Skyscanner ტურისტულ სფეროში 10 წელია მუშაობს. ის საშუალებას იძლევა, შეადაროთ მილიონობით ავიარეისი, ავტომობილების იჯარისა და სასტუმროების ფასები. ყოველთვიურად ვებ-გვერდს დაახლოებით 60 მილიონი ადამიანი სტუმრობს.

commersant.ge


ნანახია: 569-ჯერ

მსგავსი სიახლეები
„დასავლეთ ევროპის ქვეყნებში დასვენების ფასები საგრძნობლად გაიზარდა, ამიტომ რუსი ტურისტები ალტერნატიულ მიმართულებებს ეძებენ. წელს
საქართველოდან ემიგრაციაში ყველაზე მეტი–35,2 ათასი ადამიანი 2000 წელს წავიდა. 
2016 წელს ავიაკომპანიები ცდილობდნენ რაც შეიძლება მკაცრად დაეცვათ გრაფიკი
გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, საქართველოს პარლამენტი თბილისში უნდა იყოს.
რუსეთში ერთერთი ყველაზე პოპულარული ფესტივალი „კუბანა“ კრასნოდარის ოლქში, შავი ზღვის სანაპიროზე წელს, 14–19 აგვისტოს ბოლოჯერ
რუსეთში მოქმედი ტურისტული სააგენტოების მენეჯერები და დირექტორები ქუთაისისა და იმერეთის ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან.
აღნიშნული დაავადებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია.

ამინდი