Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ასეთ ქვაბში გამოხდილი არაყი მავნებელია'- როგორ ხდიან არაყს საქართველოს კუთხეებში და რა ერქვა სასმელს ძველად

თარიღი : 4-10-2017, 14:41 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა   
საქართველოში ძველ დროში არყით დათრობა მიღებული არ იყო. მაგალითად, ფშავში, რომელიც არყის გამოხდის არაერთი ტრადიციითაა გამორჩეული, მე-19 საუკუნემდე არაყს ძირითადად დილით, სამწყემსურში წასვლის წინ, სვამდნენ, ასევე მას ხშირად სამკურნალოდაც იყენებდნენ. ცდება ის, ვინც ამბობოს, რომ საქართველოში ჭაჭის არაყი, ვთქვათ, ანწლის ან/და სხვა სახის არაყზე უფრო პოპულარული იყო.

საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში არყის დაყენების განსაკუთრებული მეთოდები არსებობდა. არყის გამოხდის ძველქართული ტექნოლოგიების დიდი ნაწილი დღეს დაკარგულია, ან თითო-ოროლა ადამინმა თუ იცის. გამოსახდელად ყველაზე ხშირად ანწლს, პანტასა და ასკილს იყენებდნენ. დასაველთ საქართველოში, განსაკუთრებით კი გურიაში, არყს სხვადასხვა ხილისაგან ამზადებნდნენ. დღეს, გურიაში თითქმის ყველა ოჯახი ტყემლის არაყს იყენებს, რომელიც ექიმების თქმით, ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

ჭურჭელს, რომელშიც არაყი იხდება ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამას ნებისმიერი ადამიანი გეტყვით, რომელიც არყის გამოხდის ტექნოლოგიებში არის გათვითცნობიერებული. იშვიათად შეხვდებით ადამიანს, რომელიც საარყე ქვაბად, კომუნისტურ ეპოქაში ქუთაისის ქარხანაში დამზადებულ ნახევრად თითბერის ქვაბების ნაცვლად, სხვას იყენებდეს. არადა, ცნობილია, რომ თითბერი, თავისი დანამატი შენარევებით, გახურების დროს განსაკუთრებულად მავნე ნივთიერებებს გამოყოფს. ასეთ ქვაბში გამოხდილი არყის დამლევი ადამიანი ალკოჰოლურ ზემოქმედებას განსაკუთრებილად აღგზნებულად განიცდის.

საქართველოში საარყე ქვაბების დამზადების ოსტატები ახლო წარსულშიც გვყოლია. თურმე, ერთ-ერთი გვარის მამაკაცები, რომლებიც ცნობილი მექვაბეები იყვნენ, საარყე ქვაბების დიდოსტატებად მიიჩნეოდნენ. ეთნოგრაფების აზრით, საქართველოში არაყის გამოხდა ძირითადად მე-17-მე-18 საუკუნეებიდან დაიწყეს. მათ ამის მტკიცების საფუძველს აძლევს ის ფაქტი, რომ სულხან-საბას "სიტყვის კონამდე" ძველ საისტორიო წყაროებში და დოკუმენტებში ღვინისგან განსხვავებით, არაყი, ფაქტობრივად, არსადაა ნახსნები. სულხან-საბა არაყთან დაკავშირებით ასეთ განმარტებას იძლევა: "რახი ბერძნულია, არაყი არაბულია და იყი ქართულად ქვიან... რახი ერთჯერ გამოხდილსა ეწოდების, ხოლო ორჯელ და სამჯერ გამოხდილსა - აბეკამქი".

ambebi.ge


ნანახია: 3767-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რატომ არ უნდა მიაყოლოთ ალკოჰოლს ტკბილი გაზიანი სასმელები?
საქართველოში მექვევრეები ტრადიციულად ოთხ რეგიონში იყვნენ: კახეთში, სამეგრელოში, გურიასა და იმერეთში. ამ ოთხიდან, სამწუხაროდ,
უწმინდესის თქმით, სიმდიდრე თავისთავად არ არის ცოდვა, მაგრამ ის გამოყენებული უნდა იყოს ადამიანის ცხოვრებისთვის.
შეეცადეთ მეტი იმოძრაოთ, იცეკვეთ, ხშირად გადით სუფთა ჰაერზე. ჟანგბადი ხელს უწყობს სპირტის სწრაფ დაშლასა და ტოქსინების გამოყოფას.
ამ ეტაპზე საქართველოში 50 000-ზე მეტი სწრაფი კვების ობიექტია და მათ ასი ათასობით მომხმარებელი ჰყავს.
შეძლებული ხალხი ახალშობილს ღვინოში განბანდა. ბავშვის გასაბანი წყლის წითელი ღვინით შეფერვის ტრადიცია დღემდეა შემორჩენილი.
აღნიშნული დაავადებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია.

ამინდი