Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ნაჯახს ავიღებთ ხელში და დავჩეხავთ ვინც აქ მოვა,'- წყალტუბოს სოფელში მიწების გასხვისებას აპროტესტებენ

თარიღი : 3-10-2017, 09:46 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაჩირის მოსახლეობა ხელისუფლებას მიმართავს. სოფელი, სადაც 450 ოჯახი ცხოვრობს, მიწების გარეშეა დარჩენილი. მიწების გარეშე დარჩენილ სოფელს კი ეკონომიკის სამინისტრო იმ საძოვარსაც უყიდის, რომელსაც მოსახლეობა სოფლის პირუტყვის გამოსაკვებად იყენებს.

"სოფელში რა უნდა აკეთოს კაცმა? სათბურებით და მესაქონლეობით ვირჩენთ თავს, მაგრამ პირუტყვმა სად უნდა იბალახოს, როდესაც საძოვრებსაც გვართმევენ? სოფელში მიწა აღარ დარჩა. შიმშილით მოვკვდებით ალბათ. ჯერ იყო და "ნაციონალური მოძრაობის" დროს, 200 მილიონამდე ღირებულების ქონება, ჩვენი სოფლის მიწები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცა აგრარულ უნივერსიტეტს და კახა ბენდუქიძეს, რომელმაც სახელმწიფოსთან გარკვეული ვალდებულებები აიღო, თუმცა არაფერი შეუსრულებია. ახლა ეკონომიკის სამინისტრო გვიყიდის საძოვარს და მშიერს გვტოვებენ. ჩვენ ვითხოვთ, რომ გამოიძიონ მიწების გასხვისების თემა და მიწები უკან დაგვიბრუნონ, არ მოხდეს საძოვრების გასხვისება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაჯახს ავიღებთ ხელში და დავჩეხავთ ვინც აქ მოვა. ჩვენს მიწას არავის დავუთმობთ," - ამბობს სოფელ ტყაჩირის მკვიდრი მანუჩარ ცაგარეიშვილი.

სოფელ ტყაჩირში ამბობენ, რომ თუ ხელისუფლება მათ პრობლემას ყურადღებას არ მიაქცევს, სოფელს ორი არჩევანი აქვს: ტყაჩირი ან უნდა დაიცალოს ან კიდევ მოსახლეობა ადგილზე დარჩეს და შიმშილით სიკვდილს დაელოდოს. მოსახლეობის პრობლემაზე ამ დროისათვის არ საუბრობენ ეკონომიკის სამინისტროში. ამ ეტაპზე ისიც უცნობია, რაც ბედი ეწევა სოფელ ტყაჩირში დარჩნილ მცირე ფართობის საძოვარს და გადახედავს თუ არა ხელისუფლება თავის გადაწყვეტილებას.


ნანახია: 2935-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მიწების გასხვისებას ეწინააღმდეგება მოსახლეობა. ადგილობრივების თქმით, ამ შემთხვევაში მათ საძოვარი აღარ ექნებათ და საარსებო წყაროს
აღნიშნულთან დაკავშირებით მოსახლეობამ დღეს საპროტესტო აქცია გამართა.
იმერეთის რეგიონის სხვადასხვა სოფელში მაცხოვრებლები საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთან საუბრისას აცხადებენ, რომ კუთვნილი
ხონის რაიონის მოსახლეობა დახმარებას იმერეთის გუბერნატორს სთხოვს.
პრობლემა ვაკისუბნის დასახლებაში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე მაცხოვრებლებს აქვთ.
მოსახლეობა ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს.

ამინდი