Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის და მისი მოადგილის წინააღმდეგ გამოძიება განახლდა

თარიღი : 2-10-2017, 16:13 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დვალსა და მის მოადგილეს ბექა ყანჩელს გამოძიება მოქალაქე სულხან ქობულაძის ცემას ედავება. ორი წლის წინ მომხდარ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოძიება განახლდა. როგორც ცნობილია, საქმემ სასამართლოში გადაინაცვლა, სადაც წინასასამართლო სხდომა უკვე ჩატარდა.

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, რომელსაც მოქალაქე სულხან ქობულაძე ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებდა, უფლებამოსილება ორი თვით შეიჩერა. სამუშაო პროცესის განახლების შემდეგ კი დვალმა topnews.com.ge-სთან საუბრისას შემდეგი განცხადება გააკეთა:

"მინდა კვლავ მკაფიოდ გავუსვა ხაზი ჩემს სრულ მზაობას, მაქსიმალურად ვითანამშრომლო გამოძიებასთან და მათი მხრიდან კიდევ რაიმე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების საჭიროების და ამ პროცესთან თანამდევი გარემოებების მიზანშეწონილად მიჩნევის შემთხვევაში, გონივრულობიდან გამომდინარე, კვლავ გავემიჯნო სტატუსს, მტკიცებულებათა მოპოვების ვადით, თუ ამის აუცილებლობა იქნება," - აცხადებდა დავით დვალი.

არსებული ინფორმაციით, ფიზიკური ანგარიშსწორება სულხან ქობულაძის მიერ დვალის მისამართით გამოთქმულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს მოჰყვა.


ნანახია: 751-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რატომ განაახლა დავით დვალმა სამუშაო პროცესი, რა ეტაპზეა გამოძიება და რა გარემოებები დადგინდა გამოძიების შედეგად?,- აღნიშნულთან
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა მის მიმართ არსებულ ბრალდებებს დღეს გაამრთულ ბრიფინგზე უპასუხა.
ჭიჭინაძის თქმით, იმის გამო, რომ ის ქვეყანაში არ იმყოფებოდა, აღნიშნულზე დეტალური ინფორმაცია არ აქვს.
ევროპა ჩვენი სახლია"-ს დორექტორი გია გოქაძე ქუთაისში მოქმედი კიდევ ერთი არასამთავრობოს თავმჯდომარის, სულხან ქობულაძის ცემის ფაქტს
დავით დვალმა არსებულ ბრალდებებს ბრიფინგზე უპასუხა.
"ევროპა ჩვენი სახლია"-ს თავმჯდომარეს კითხვებს ქუთაისის საკრებულოს აპარატში პასუხობენ.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებული კვლევის ამსახველი ფოტომასალა.
მიზეზი, რის გამოც 21 ოქტომბერს ჩანიშნულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა და გამარჯვებისთვის ბრძოლა გადაწყვიტა, ქუთაისს და მის მომავალს
კონცერტში მონაწილეობას ქართული ესტრადის ვარსკვლავები მიიღებენ.

ამინდი