Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხელისუფლება ხე-ტყის უკანონო ჭრის პროცესს ვერ აჩერებს

თარიღი : 2-10-2017, 14:47 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხე-ტყის უკანონო ჭრა ქვეყანაში კვლავ პრობლემად რჩება. ამაზე შესაბამისი სტატისტიკაც მეტყველებს - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის სექტემბრის ჩათვლით, მათ მიერ უკანონოდ ტყითსარგებლობის 1100-ზე მეტი ფაქტი გამოვლინდა. უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის მოცულობამ კი 9780,97 მეტრკუბი შეადგინა.

პრობლემაზე პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძეც საუბრობდა, რომელმაც „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ტყეში რეინჯერების რაოდენობა არასაკმარისია, რაც პრობლემის ერთ-ერთი სათავეა.

როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მთავარმა სახელმწიფო ინსპექტორმა ნელი კორკოტაძემ განაცხადა, ტყეს ეროვნული სატყეო სააგენტოსთან ერთად აკონტროლებენ, თუმცა რეინჯერების რაოდენობა არასაკმარისია.

„არის ადგილები, სადაც რეინჯერების საკმარისი რესურსი არ არის. შესაძლებელია რეინჯერს ჰქონდა გარკვეული ფართობი გასაკონტროლებელი, რომლის ფიზიკურ დაცვას მხოლოდ ერთი ადამიანი ვერ უზრუნველყოფს. ამასთან, გეოგრაფიული მდებარეობის კუთხით, ტყეს შეიძლება რამდენიმე გამოსასვლელი ჰქონდეს და ყველა გასასვლელი ვერ გაკონტროლდეს. დიახ, რეინჯერების რაოდენობა საკმარისი უნდა იყოს“, - აღნიშნა კორკოტაძემ.

მისი თქმით, წლიდან წლამდე არაერთი არარეგისტრირებული სახერხი საამქროს გამოვლენა და მათთვის წარმოების უფლების შეჩერება ხდება. განსაკუთრებით ხშირი შემთხვევები სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ფიქსირდება.

„სამცხე-ჯავახეთში არალეგალური სახერხი საამქროების არსებობის განსაკუთრებით ბევრი ფაქტი ფიქსირდება. ასეთ საამქროებს რომ გამოვავლენთ, შემდეგ უკვე მათი დემონტაჟი ხდება და სახელმწიფო საკუთრებაში გადადის. არის შემთხვევები, როდესაც უკანონო საამქროები ჩვენი რეაგირების შემდეგ, რეგისტრირდებიან და კანონის ფარგლებში მუშაობას განაგრძობენ. ჩვენ ასევე მკაცრად ვაკონტროლებთ რეგისტრირებულ საამქროებს“, - განაცხადა კორკოტაძემ.

რაც შეეხება პრობლემის გადაჭრის გზებს, ნელი კორკოტაძე განმარტავს, რომ სახელმწიფო თვითდამზადების მეთოდზე უნდა გადავიდეს: “ტყის ჭრა და შემდგომ მისი განკარგვა თავად სახელმწიფომ უნდა განახორციელოს. ამით ტყეს დავიცავთ და ბუნებრივი რესურსებისთ სარგებლობა უფრო კვალიფიციურად მოხდება. შემთხვევითი პირები ტყეში ვერ მოხვდებიან. ამჟამად ადამიანები სოციალური ჭრის ფარგლებში შედიან ტყეში. ყველა ადამიანთან მაკონტროლებელი ორგანო ვერ დადგება. როცა სახელმწიფო განკარგავს, იქ მხოლოდ უფლებამოსილი პირები შევლენ.“

პრობლემის ეროვმული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ირაკლი გოდუაძე აღნიშნავს, ხე-ტყის უკანონო ჭრის პრობლემის გადაჭრის მიზნით, მათ ხე-ტყის თვითდამზადება უკვე დაწყებული აქვთ. ასევე, მომავალი წლიდან ტყის მცველების რაოდენობის გაზრდას აპირებენ.

„ჩვენ ეტაპობრივად ჭრებს უკვე ვახორციელებთ. ზოგან საგანმანათლებლო დაწესებულებების შეშით მომარაგება. შემდეგ წლებში დანარჩენ საბიუჯეტო ორგანიზაციებს მოვამარაგებთ, შემდეგ ეტაპზე კი მთლიან მოსახლეობაზე გადავალთ. ტყის მცველების რაოდენობას ყოველ წელს ვზრდით და მომავალ წელს 120-ს დავამატებთ, რომ უკანონო ტყითსარგებლობა მაქსიმალურად შევამციროთ“, - აღნიშნა გოდუაძემ.

რაც შეეხება კანონმდებლობის მეტად გამკაცრების საკითხს, ირაკლი გოდუაძის თქმით, ეს მსჯელობის საგანია, თუმცა უკანონო ჭრის ფაქტების შესამცირებლად უფრო მკაცრი სამართლებრივი რეაგირება შესაძლებელია.

commersant.ge


ნანახია: 1577-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის წევრი გიორგი გაჩეჩილაძე აღნიშნავს, რომ ზამთრის მოახლოებასთან
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მონიტორინგს განაგრძობს.
უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები გამოავლინეს ასევე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმაც.
ივლისის თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 265 ფაქტი გამოვლინდა.

ამინდი