Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პრემიერა მესხიშვილის თეატრში და ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის შეცდომა

თარიღი : 28-09-2017, 10:27 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა, მთავარი თემა   
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში ახალი, 133-ე სეზონი პრემიერით გაიხსნა. სეზონი რეჟისორ გიორგი სიხარულიძის "უბედურებამ" გახსნა. პრემიერის ბოლოს თეატრის ახალმა სამხატვრო ხელმძღვანელმა კოტე აბაშიძემ და ყოფილმა სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი სიხარულიძემ მაყურებელს და დასს მიმართეს.

კოტე აბაშიძემ თავისი სიტყვა მისალმებით დაიწყო, თუმცა ქუთაისის ნაცვლად, დედაქალაქს მიესალმა.

"მოგესალმებით თეატრის და დედაქალაქის, უკაცრავად, ჩვენი ქალაქის სტუმრებს. უცნაური დღეა. ზეიმის და სევდის. ზეიმის იმიტომ, რომ 133-ე სეზონი გახსნა თეატრმა. ეს უზარმაზარი მოვლენაა ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში. სეზონი გაიხსნა პრემიერით და ეს აორმაგებს სიხარულს. არის სევდა, რადგან 11-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, გიორგი სიხარულიძე ტოვებს ამ თეატრს.რეჟისორებს სხვა ენა გვაქვს ურთიერთობის. უახლოეს მომავალში, როდესაც ბატონი გიორგი თუმანიშვილის თეატრში მივა და დაბინავდება, ამ თეატრის სცენაზე გაიმართება უდიდესი შემოქმედებითი საღამო, სადაც ასახული იქნება გიორგი სიხარულიძის უდიდესი ღვაწლი და ჩვენ ჩვენს მადლიერებას დიდი გუნდის დიდი კაპიტნის მიმართ ამგვარად გამოვატავთ," - განაცხადა კოტე აბაშიძემ.

გიორგი სიხარულიძის თქმით, 27 სექტემბერს, რომელიც სოხუმის დაცემის დღეა, თეატრი წლების განმავლობაში "ბამბახიის სამოთხით" ეხმიანებოდა. მიმდინარე წელს კი "ბამბაზიის სამოთხე" "უბედურებამ" ჩაანაცვლა.


ნანახია: 1075-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე განაცხადი ექვსმა კანდიდატმა შეიტანა.
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა დღეს, სპექტაკლით ბამბაზიის სამოთხე სეზონი გახსნა .
გიორგი სიხარულიძეს ქუთაისში 11 წლიანი, ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის საპატიო ქუთაისელის წოდება მიანიჭა. თერჯოლის მუნიციპალიტეტის
თეატრის კრიტიკოსებისაგან შემდგარმა სარეკომენდაციო ჯგუფმა, 26 თეატრის 28 განაცხადიდან, მხოლოდ 6 თეატრის 6 სპექტაკლი შეარჩია.
ქეთი დოლიძე ამ პოსტზე გიორგი სიხარულიძემ ჩაანაცვლა.
აღნიშნული დაავადებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია.

ამინდი