Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პოლონეთში მუშაობის მსურველი ქუთაისელი მამაკაცი დასაქმების ფირმამ მოატყუა

თარიღი : 27-09-2017, 15:53 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
საზღვარგარეთ დასაქმების დაპირება და მოტყუებული დასაქმების მსურველი. ქუთაისში მცხოვრები ლუსიანე თორიას ოჯახი დახმარებას ითხოვს. ქალაქში არსებულმა საზღვარგარეთ დასაქმების ერთ-ერთმა ფირმამ მამაკაცს პოლონეთის ქალაქ პოზნანში, ევროპულ რესტორანში მზარეულის მოადგილედ დასაქმება და მაღალი ხელფასი შესთავაზა. მამაკაცსა და დასაქმების კომპანიას შორის შესაბამისი ხელშეკრულებაც გაფორმდა, თუმცა საზღვარგარეთ ჩასულ თორიას რესტორნის ნაცვლად მუშაობა ხორცის გადამამუშავებელ კომბინატში მონურ პირობებში და თვეში 250 დოლარის ანაზღაურების სანაცვლოდ მოუხდა. მამაკაცის მეუღლე ლამარა კვერნაძე ყვება, რომ დასაქმების კომპანიამ მისი მეუღლე მოატყუა. მისივე თქმით, მამაკაცს საკვებად მხოლოდ ერთ ნაჭერ პურს და პატარა თეფშით ბრინჯს აძლევდნენ. თორიამ სამუშაო ადგილი დატოვა, თუმცა იმის გამო, რომ თანხა არ აქვს, სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებს.

"ხელშეკრულება კი გავაფორმეთ, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ ხელშეკრულებაში რიგი პუნქტები არ იყო მითითებული. ხელფასსა და სამუშაო ადგილზე შეთანხმება ზეპირი იყო. ჩემი მეუღლე მზარეულია და ამიტომ გვაწყობდა ეს სამსახური. იქ კი ხორცის გადამამუშავებელ კომბინატში მიიყვანეს, სადაც ხელზე რკინის ხელთათმანები უნდა ჩაეცვა. იქედან წამოვიდა. უკან დასაბრუნებელი ბილეთი არ ჰქონდა ფირმას ნაყიდი, კვლავ მოგვატყუეს. ახლა კი ვერ ბრუნდება საქართველოში, ფული არ აქვს. მოვითხოვ, ფირმამ უკან დააბრუნოს ჩემი 800 ლარი. ვაპირებ, რომ საგამოძიებო ორგანოებს მივმართო და მათი საქმიანობით დაინტერესდნენ," - ამბობს ლამარა კვერნაძე.

დაზარალებულის ოჯახმა დახმარებისათვის „ემიგრაციის საერთაშორისო ცენტრს“ მიმართა. ცენტრის იურისტის მარიამ ლევიძის თქმით, საზღვარგარეთ დასაქმების ფირმების მიერ დასაქმების მსურველთა მოტყუების ფაქტები ხშირია. თავად ფირმაში კი ბრალდებებს არ იზიარებენ და თვლიან, რომ მათ თავიანთი სამუშაო კანონის დაცვით შეასრულეს.


ნანახია: 3319-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გასაუბრება 25, 26 და 27 აგვისტოს 10:00-19:00 საათამდე გაიმართება.
აქციას ის ადამიანები მართავენ, რომლებიც მოქალაქე დიანა მუსელიანმა დუბაიში დასაქმების პირობით წაიყვანა, თუმცა შემდეგ პირობის
23 სექტემბერს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს
ფორუმს ორგანიზებას სოციალური მომსახურების სააგენტო- ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან ერთად უწევს.
სააგენტიო 'გადია' არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით, დაინტერესებულ პირებს ძიძების კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგზე
მიმდინარე წლის 10 ივლისს, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოში რიგით მეორე დასაქმების ფორუმი გაიმართება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებული კვლევის ამსახველი ფოტომასალა.
მიზეზი, რის გამოც 21 ოქტომბერს ჩანიშნულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა და გამარჯვებისთვის ბრძოლა გადაწყვიტა, ქუთაისს და მის მომავალს
კონცერტში მონაწილეობას ქართული ესტრადის ვარსკვლავები მიიღებენ.

ამინდი