Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია 'კრისტალი' გეგუთის სამეფო სასახლეში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების დაფინანსებას განაგრძობს

თარიღი : 22-09-2017, 19:09 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, რეკლამა   
topnews.com.ge
გეგუთის სასახლის რეაბილიტაციის მიზნით, ქუთაისის ეროვნულმა მუზეუმმა გეგუთში არქეოლოგიური სამუშაოები განაახლა. „კრისტალი“ კი აგრძელებს ეროვნული მემკვიდრეობის საკონსერვაციო სამუშაოებს და მხარს უჭერს გეგუთის სასახლეში მიმდინარე არქეოლოგიურ ექსპედიციებს.

17 სექტემბერს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორცილებული ახალი საზოგადოებრივი პროექტის - "ემეგობრე მემკვიდრეობას’’ ფარგლებში, გეგუთის არქეოლოგიურ სამუშაოებში ექსპედიციის წევრებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს სს მისო „კრისტალის’’ წარმომადგენლებმა. „კრისტალი“ მუზეუმის გენერალური სპონსორი, მეგობართა ფონდის დამფუძნებელი და არაერთი მნიშვნელოვანი გამოფენის მხარდამჭერია.

გეგუთის სასახლე ფეოდალური ხანის საქართველოს საერო არქიტექტურის ძეგლია, რომლის რეაბილიტაციაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წლიდან დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებულია კომპლექსის არქეოლოგიური კვლევა.

ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად გამოვლინდა IV –V და VI საუკუნეების ციხე-სიმაგრეთა ნაშთები, დაზუსტდა VIII-X საუკუნეებისა და თამარ მეფის ეპოქის აგურის სასახლეთა გეგმის დეტალები, გაითხარა გვიანი შუა საუკუნეების მარნები და სხვა სამეურნეო ნაგებობები.

გეგუთის სასახლეში მიმდინარე ექსპედიციები მხოლოდ დასაწყისია და სს მისო „კრისტალს“ უკვე დაგეგმილი აქვს ქუთაისის ისტორიულ მუზეუმთან ერთად, მომავალ ექსპედიციებში აქტიური მონაწილეობის მიღება.



ნანახია: 1749-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მიმდინარე წელს გეგუთის სასახლის გადაუდებელ სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს.
ამ ეტაპზე გეგუთის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს.
ამის შესახებ ინფორმაცია წყალტუბოს გამგეობას კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილემ პაატა გაფრინდაშვილმა
აღსანიშნავია, რომ გეგუთის ციხე მალე შეუერთდება დასავლეთ საქართველოს ტურისტული ობიექტების რიცხვს.
მიმდინარე სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა მოინახულა.
ინფორმაციას ამის შესახებ ისტორიკოსი, საქართველოს პარლამენტის წევრი ომარ ნიშნიანიძე ავრცელებს.
მმართველ გუნდში უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საკანონმდებლო ორგანო სრულად თბილისში დაბრუნდეს.
რაც მთავარია, მაღაზიაში კოლექცია მუდმივად განახლებადია, ხოლო ბრენდული ტანისამოსის შეძენა ყველასთვის ხელსაყრელ ფასად არის შესაძლებელი.
პარტია თავისუფალი საქართველოს საარჩევნო შტაბის უფროსმა, გოგი წულაიამ ბიძინა ივანიშვილს სოლოლაკის რეზიდენციასთან საჩუქარი მიუტანა.

ამინდი