Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მარკეტში ხორცის ყიდვა მინდოდა, თუმცა ხორცი გაფუჭებული, გახრწნილ მდგომარეობაში აღმოჩნდა,'-ქუთაისში უხარისხო პროდუქტის კონტროლს ითხოვენ

თარიღი : 21-09-2017, 20:08 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სურსათის ეროვნულ სააგენტოს ქუთაისში არსებულ მარკეტებსა და ბაზრობებზე კონტროლის გამკაცრებისკენ მოუწოდებენ. მომხმარებლები, რომლებიც დახლზე გასაყიდად გამოტანილი პროდუქტის უხარისხობაზე საუბრობენ, კონტროლის გამკაცრების საჭიროებას ხედავენ.

„ერთ-ერთ მარკეტში შევედი, ხორცის ყიდვა მინდოდა, თუმცა ხორცი გაფუჭებული, ფაქტობრივად გახრწნილ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ხშირად მიწევს პროდუქტების შეძენა და მარკეტებში ასევე ხშირად მომხდარა, როდესაც გაფუჭებული ხორცი ან კიდევ რძის პროდუქტები შემხვედრია. ისედაც არ ვართ განებივრებული ჯანსაღი პროდუქტებით და სიცოცხლისათვის საშიში პროდუქტების დახლზე გამოტანა უკვე მეტისმეტია. მოვუწოდებ სურსათის ეროვნულ სააგენტოს, რომ უფრო მეტად დაინტერესდეს მდგომარეობით,“ - ამბობს მომხმარებელი ბაჩო ნადირაძე.

ბაზრობებისა და მარკეტების კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეტარტამენტის წარმომადგენლები ახორციელებენ. სააგენტოში ამბობენ, რომ არსებობს მაღალი და დაბალი რისკის ობიექტები. პირველის კონტროლი ყოველდღიურად ხდება, ხოლო შედარებით დაბალი რისკის ობიექტებს წელიწადში რამდენჯერმე ამოწმებენ. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, მცირე ობიექტი 200, ხოლო დიდი ობიექტი 500 ლარით ჯარიმდება. სურსათის უვნებლობის სააგენტოში მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ორგანიზაციის ცხელ ხაზზე დარეკონ, რის შემდეგაც კონკრეტულ ობიექტზე სურსათის უვნებლობის სააგენტოს წარმომადგენლები შევლენ.


ნანახია: 2843-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს.
სააგენტო ხორცის სახეობრივ კვლევას 2017 წლის მარტიდან ატარებს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის სპეციალისტებმა აგრარული ბაზრები და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ხორცის
კონტროლს აღნიშნული რეგლამენტის შესრულებაზე სურსათის უვნებლობის ეროვნული სამსახური განახორციელებს.
ქუთაისში მომხმარებლები სუპერმარკეტებში ვადაგასული საკვები პროდუქტების რეალიზაციის ფაქტებზე საუბრობენ და სურსათის ეროვნული

ამინდი