Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ქუთაისის მერია მომავალშიც 'ქართული ოცნების' შტაბი იქნება'

თარიღი : 21-09-2017, 12:16 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" ქუთაისის მერობის კანდიდატის გიორგი ჭიღვარიას მიერ 2017 წლის 12 სექტემბერს, ტელეკომპანია "იმედი"-ს ეთერში, გადაცემაში "ამომრჩევლის პირისპირ" გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება. ორგანიზაციის წარმომადგენლის გია გოქაძის განცხადებით, გიორგი ჭიღვარიამ აღიარა მერიაში პარტიული აქტივის მუშაობა და მათი რაოდენობა 200-დან 300-მდე განსაზღვრა.

"პარტიული აქტივის დასაქმებით გარდა იმისა, რომ ირღვევა არაერთი ნორმა, რაც პოლიტიკური ნეტრალიტეტის პრინციპს და მოხელეების შესარჩევად კონკურსანტებისთვის თანაბარი პირობების განსაზღვრას გულისხმობს, მთლიანად დგება კითხვის ნიშნის ქვეშ 2014 წელს მერიის სტრუქტურებში თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგები. მოგვიანებით დადასტურდა, რომ მერიაში მომუშავე ადამიანების დიდი ნაწილი უსამართლოდაა დანიშნული და ამ დანაშაულზე თანაბარ პასუხისმგელობას ინაწილებენ ქუთაისის მერი შოთა მურღულია და საკრებულოს თავმჯდომარე დვალი.

რაც შეეხება ბატონ ჭიღვარიას, მისი გაცხადებული პოზიციიდან გამომდინარე, რაიმე სიახლეს და განსაკუთრებულ სამართლიანობას ამ და სხვა მიმართულებებით მისი არჩევის შემთხვევაშიც არ უნდა ველოდოთ.

ქუთაისის მერია მომავალშიც "ქართული ოცნების" შტაბი იქნება," - აცხადებენ ორგანიზაციაში.


ნანახია: 672-ჯერ

მსგავსი სიახლეები
„ევროპა ჩვენი სახლია“ ქუთაისის მერიის მიერ ქალაქში პარკირების ადგილების მოსაწყობად აუქციონის მესამედ გამოცხადებას ეხმიანება.
ქუთაისის მერიაში ჩატარებული კონკურსის შედეგად ახლიდან დაკომპლექტდა მერიის სამსახურები.
ქუთაისის მერიის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ყოფილი თანამშრომელი ირაკლი კიკვაძე გაერთიანების მმართველს კობა ფხაკაძესა და
პარტია 'თავისუფალი საქართველოს' ქუთაისის მერობის კანდიდატი გოგი წულაია 'ქართული ოცნების' საარჩევნო შტაბის მიერ ადმინისტრაციული
გია გოქაძის თქმით, მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ მას კონკურსისა და ატესტაციის შედეგები არ მიაწოდა.
ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, ქალაქის მერიაში რეორგანიზაცია იგეგმება, თუმცა მერი ირწმუნება, რომ რეორგანიზაციის
მეშახტე იხსენებს, რომ მუშაობის პროცესში აფეთქების შესახებ გააფრთხილეს, თუმცა მან ტერიტორია არ დატოვა და სწორედ ამან გადაარჩინა.
საგამოძიებო ორგანოში ჭიათურის მერის, პაატა ნადირაძის წინააღმდეგ აღძრულ სისსხლის სამართლის საქმეზე მოკვლევა მიმდინარეობს. მერს მოქალაქის ცემას ედავებიან.
საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი ჩავარდა.

ამინდი