Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მშობლებს აფრთხილებს

თარიღი : 20-09-2017, 18:01 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, რჩევები   
topnews.com.ge
ბავშვი სკოლაში, ბაღში შეყვანის წინ, ყველა ინფექციაზე უნდა იყოს აცრილი, რომელიც ასაკობრივად ეკუთვნის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამინდიდან გამომდინარე, ზაფხულის ინფექციები ჯერ კიდევ არის და აუცილებელია ჰიგიენური ნორმების დაცვა.

"პრაქტიკულად ზაფხული გრძელდება. აქედან გამომდინარე, ზაფხულის ინფექციები ჯერჯერობით არსებობს. ბავშვები ბრუნდებიან ბაღში, სკოლაში, იქმნება ახალი კოლექტივები. ასეთ ახალ კოლექტივებში ვიღაცამ ერთი ინფექცია რომ შეიტანოს ძალიან ადვილია, რომ სწრაფი გადადება და ბავშვების დაავადება მოხდეს. პირველი რჩევაა - მშობლებმა კარგად ნახონ, რომ სკოლაში, ბაღში შეყვანის წინ, ბავშვი ყველა ინფექციაზე უნდა იყოს აცრილი, რომელიც ასაკობრივად ეკუთვნის. ასევე აუცილებელია ჰიგიენური ნორმების ძალიან მკაცრად დაცვა. აქ ორი მომენტია: ერთი, რომ სათანადო პირობები იყოს შექმნილი ბაღებში, სკოლებში, რათა ბავშვებს შეეძლოთ ჰიგიენის წესების დაცვა, ასევე ბავშვებს ეს ჩვევა უნდა განუვითარდეთ პირველ რიგში ოჯახში და ასევე, მასწავლებლებმა უნდა ასწავლონ ეს ბავშვებს", - განაცხადა იმნაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ბავშვების გაფრთხილება ქუჩაში მოძრაობის წესებთან დაკავშირებითაც.

"არის კიდევ ერთი დეტალი, რომელიც ინფექციებს არ ეხება. ბავშვები გადაჩვეულები არიან ქუჩაში მოძრაობას. ამიტომ ძალიან საფრთხილოა. ბავშვებს მაქსიმალურად კარგად შევახსენოთ ქუჩაში მოძრაობის წესები“, - განაცხადა იმნაძემ.

იგი ასევე ბოლნისისა და ახალციხის საბავშვო ბაღებში ნაწლავური ინფექციების ფაქტებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კვლევა მიმდინარეობს.

"კვლევა მიმდინარეობს რა შეიძლება ყოფილიყო ჯგუფური დაავადების მიზეზი ამ საბავშვო ბაღებში,"- განაცხადა იმნაძემ.

მისივე განმარტებით, საზოგადოებრივი ჯანრთელობის მუნიციპალურმა სამსახურებმა მიიღეს რეკომენდაცია, რომ ყურადღება მიაქციონ სასწავლო დაწესებულებებში ჰიგიენურ პირობებს.





ნანახია: 7290-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პაატა იმნაძის განცხადებით, შემოდგომის სეზონზე თავს იჩენს წითელა და წითურა, რისთვისაც აუცილებელია, რომ მშობელმა მოზარდი
საუბარი იქნება აცრებზე, რომლებიც იმუნიზაციის ეროვნული კალენდრით არის გათვალისწინებული და რომელსაც დღემდე მთლიანად სახელმწიფო
საერთო ჯამში, მოწამვლის დიაგნოზით სხვადასხვა ჰოსპიტალში 26 ბავშვი გადაიყვანეს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე ზაფხულის მოახლოებიდან გამომდინარე მოსახლეობას
ბავშვები კლინიკაში იგივე სიმპტომებით მოხვდნენ, რაც წინა შემთხვევებში.

ამინდი