Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი:კვლავ ვისურვებდი საკრებულოს წევრობას, რადგან ბევრი სოციალური პროგრამაა განსახორციელებელი

თარიღი : 15-09-2017, 17:02 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, ინტერვიუ   
topnews.com.ge
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ქუთაისის საკრებულოს არსებულ შემადგენლობას ახალი შემადგენლობა ჩაანაცვლებს. ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge დაინტერესდა, როგორ აფასებენ დეპუტატები გაწეულ სამუშაოს, რას თვლიან მათი საქმიანობის მიღწევად, რაზე წყდებათ გული და რას უსურვებენ ახალი მოწვევის საკრებულოს დეპუტატებს? ამ და სხვა კითხვებს ქალაქის საკრებულოს წევრი მმართველი გუნდიდან თემურ ნადირაძე პასუხობს.

1. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჩემი საქმიანობის წარმატებად მივიჩნევ:

ეპილეფსიით დაავადებულთათვის ეპილეფსიის საწინააღმდეგო მედიკემენტების დახმარების პროგრამის ჩამოყალიბებას და წარმატებით განხორციელებას. სკოლებში სხვადასხვა კლასებში ორთოპედიულ-ტრამატოლოგიური, ქირურგიული, ოფთალმოლოგიური, ენდოკრინოლოგიურ დაავადებათა ადრეულ პერიოდში გამოვლენაზე მონიტორინგს,
აუტიზმით დაავადებულ ბავშვთათვის სპეციალური მკურნალობის პროგრამის მიღებას და დაფინანსების პროგრამას, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამის გაზრდას,
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილ მეომართა ოჯახების დახმარების პროგრამას, კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე ბენეფიციალთა დახმარების პროგრამას, ლეიკოზით და სოლიდური სიმსივნის ფორმით დაავადებულ პირთა თანადგომის პოგრამის ჩამოყალიბებას.

2. რაზე გწყდებათ გული? რა არის ის საკითხები, რომელთა მოგვარება საკრებულოში საქმიანობის დროს ვერ მოასწარით?
არის რამდენიმე პრიორიტეტული სოციალური და ჯანდაცვის საკითხები რომელთა მიღება და დაფინანსება ვერ მოვასწარით, ბიუჯეტის სიმცირის გამო.

3. ჩამოთვალეთ ის პრობლემები, რომელთა მოგვარების თხოვნით მოქალაქეები ყველაზე ხშირად მოგმართავდნენ.
მოქალაქეები ყველაზე ხშირად მომმართავენ სტაციონალური მკურნალობის თანადაფინანსების, მედიკამენტებით დახმარების და დასაქმებასთან დაკავშირებით.

4. რას ურჩევდით ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულოს დეპუტატებს?

ქუთაისის ახალი მოწვევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვურჩევდი სწორად გამოყონ პრიორიტეტული საკითხები და მოახდინონ ამ პროგრამების დაფინანსება.

5. ისურვებდით თუ არა კვლავ ქალაქის საკრებულოს წევრობას და რატომ?
კვლავ ვისურვებდი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობას, რადგან ვფიქრობ, რომ კიდევ მეტი ჯანდაცვის და სოციალური საკიხების პროგრამის განხორციელებაა საჭირო, რაც კიდევ უფრო შეუმსუბუქებს ცხოვრებას ჩვენს თანამოქალაქეებს.

6 ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ სხდომებზე გაკეთებულ რომელ ხმაურიან განცხადებას გაიხსენებდით?

ხმაურიანს ვერ დავარქმევ, იყო ემოციური გამოსვლები სწორი პოზიციით, რომელთა გაოყოფა შორს წაგვიყვანს.



ნანახია: 1077-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge დაინტერესდა, როგორ აფასებენ დეპუტატები გაწეულ სამუშაოს, რას თვლიან მათი საქმიანობის
ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge დაინტერესდა, როგორ აფასებენ ქუთაისის საკრებულოს დეპუტატები გაწეულ სამუშაოს, რას თვლიან მათი
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დვალის ანგარიში.
ქუთაისის მეხუთე მოწვევის საკრებულომ დღეს ბოლო სხდომა გამართა.
ახალი ამბებისა სააგენტო Topnews.com.ge დაინტერესდა, აპირებენ თუ არა დეპუტატები საკუთარი ამომრჩევლებისათვის 3 წლის განმავლობაში
საკრებულომ ჯამში 767 ათასი ლარის საბიუჯეტო ცვლილება დაამტკიცა