Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ელგუჯა გოცირიძე: ერთმანეთის გვერდში დგომით უკეთესი უნდა გავხადოთ ტყიბული და თერჯოლა

თარიღი : 14-09-2017, 15:48 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
ტყიბულისა და თერჯოლის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე ერთი წლის განმავლობაში გაწეულ საქმიანობას აჯამებს და ამომრჩევლებს მიმართავს. ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ტყიბულსა და თერჯოლაზე ზრუნვა ყოველთვის ჩემს მორალურ ვალდებულებად მიმაჩნდა. მრავალი წლის განმავლობაში, ყოველგვარი თანამდებობისა და სტატუსის გარეშე, როგორც უბრალოდ ამ კუთხის შვილი, შეძლებისდაგვარად ვეხმარებოდი და გვერდში ვედექი ჩემს ხალხს.

თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თქვენ ნდობა გამოუცხადეთ "ქართულ ოცნებას" და მე, როგორც ამ გუნდის წარმომადგენელს ტყიბულსა და თერჯოლაში. ამ დროიდან ჩემს მორალურ ვალდებულებას გაასმაგებული პასუხისმგებლობა შეემატა- ერთის მხრივ თითოეული თქვენთაგანის, მეორეს მხრივ კი იმ დიდი გუნდის მიმართ, რომელსაც წარმოვადგენ.

ჩვენ ერთად უკვე გავიარეთ ქვეყნის და მათ შორის ჩვენი რეგიონის განვითარების ერთი მნიშვნელოვანი წელი. ამ ხნის განმავლობაში მართლაც ბევრი რამ გაკეთდა-სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვისა თუ განათლების მიმართულებით, თუმცა ეს ჩვენი დიდი მიზნების მხოლოდ მცირე ნაწილია, ჩვენ ერთად კიდევ ბევრი რამ უნდა შევცვალოთ, ბევრი ვიშრომოთ და გავაკეთოთ. პირველ რიგში, რაც ძალას მმატებს ეს თქვენი მხარდაჭერაა. ეს მაძლევს სტიმულს, თქვენთან ერთად, თქვენი თანადგომით დავძლიო ყველა პრობლემა, გავუმკლავდე ყველა გამოწვევას, რათა ეს ორი რაიონი განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ.

ამისთვის კი ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური ადგილობრივი ხელისუფლება, ადამიანები, რომლებიც რაიონის განვითარებისთვის, ძალისხმევას და ენერგიას არ დაიშურებენ. რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მე და გუნდი რომელსაც წარმოვადგენ, ვიყოთ პირნათელი თითოეული თქვენგანის წინაშე.

მოახლოვებულ თვითმმართველობის არჩევნებზე, მინდა გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო აქტივობა და ერთსულოვნება. კიდევ ერთხელ უნდა გავერთიანდეთ იმისთვის, რომ გავაკეთოთ სწორი არჩევანი, ერთმანეთის გვერდში დგომით უკეთესი გავხადოთ ტყიბული და თერჯოლა,"- აცხადებს მაჟორიტარი.

NS


ნანახია: 449-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს' 'კახიანოურის' ოლქის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელეონორა არჩაია
გიორგი კვირიკაშვილმა ტყიბულში, რაიონულ ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას ტყიბულისა და თერჯოლის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის
ეს განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა თერჯოლაში გააკეთა, სადაც რაიონულ ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას ტყიბულისა და თერჯოლის
მაჟორიტარობის კანდიდატი ამომრჩევლებს მიმართავს და აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ის ჭიათურისათვის
გუბერნატორი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge უცვლელად გთავაზობთ.
ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ხურციძე მოსახლეობას 2017 წელს ულოცავს.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებული კვლევის ამსახველი ფოტომასალა.
მიზეზი, რის გამოც 21 ოქტომბერს ჩანიშნულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა და გამარჯვებისთვის ბრძოლა გადაწყვიტა, ქუთაისს და მის მომავალს
კონცერტში მონაწილეობას ქართული ესტრადის ვარსკვლავები მიიღებენ.

ამინდი