Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"რაც შეიძლება მეტი დამთვალიერებელი უნდა სტუმრობდეს მუზეუმს, მოვუწოდებ წყალტუბოელებს მოვიდნენ და ნახონ ეს უძველესი ნივთები"

თარიღი : 14-09-2017, 12:41 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა   
topnews.com.ge
წყალტუბოს გიორგი ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში უძველესი საეკლესიო ხატების და ხელნაწერთა გამოფენა მიმდინარეობს.

„მარიამობიდან ჯვართამაღლებმდე,"-ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებში დამთვალიერებელს შეუძლია ნახოს 1646 წელს მამუკა თავაქარაშვილის ხელით გადაწერილი „ვეფხისტყაოსანი", 1882 წლით დათარიღებული „პარაკლიტონი“, 1805 წლის „თვენი“, 1818 წლის „ახალი აღთქმა“, საეკლესიო „ტიბიკონი, ღვთისმშობლის, წმინდა სამების და მაცხოვრის უძველესი ხატები.

გამოფენა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ რევაზ მესხმა დაათვალიერა და აღნიშნა, რომ წყალტუბოს ტერიტორიაზე უძველეს ტაძრებს რესტავრაცია უკეთდება, აღდგენილია წმინდა ალერტის სახელობის ტაძარი, მიმდინარეობს სხვა ძეგლების რესტავრაციაც.

"ჩვენ გვაქვს შემონახული ძველი წელთაღრიცხვის ქვევრსამარხის ნივთები, უძველესი ხატები და ძალიან საინტერესო ექსპონატები. რაც შეიძლება მეტი დამთვალიერებელი უნდა სტუმრობდეს მუზეუმს, მოვუწოდებ წყალტუბოელებს მოვიდნენ და ნახონ ეს უძველესი ნივთები,“ - აღნიშნა რევაზ მესხმა.

მუზეუმის დირექტორის ია კუხალაშვილის ინფორმაციით, კულტურის მეცნიერების და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების მიერ ამჟამად მიმდინარეობს ცხუნკურის უძველესი ტაძრის ფრესკების რესტავრირების პროცესი, ამ სიწმინდეებისგან საბჭოთა ეპოქაში კარადები შეუჭედავთ და მოგვიანებით სოფლის თავკაცს მუზეუმისთვის საჩუქრად გადაუცია.

საეკლესიო სიწმინდეების და ხელნაწერთა გამოფენა წყალტუბოს მხარეთმცდონეობის მუზეუმში ჯვართამაღლებამდე -27 სექტემბრამდე გაგრძელდება.


ნანახია: 956-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ტაძრის გახსნას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ტაძარი
აღნიშნული სოფელი იმით არის ცნობილი, რომ აქ წყალტუბოში ერთ-ერთი უძველესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი-მე-12 საუკუნეში აგებული
ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილი საერთაშორისო
ქუთაისი რიგით მეოთხე ქალაქია, სადაც ახალგაზრდები "წიგნის მოვლის კულტურას" გაეცნენ
მირზაანის კოლექციის გამოფენა ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმში დღეს სრულდება.
უძველეს ქალაქებს შორის ქუთაისიცაა, რომელიც ქრისტეს შობამდე 1400 წლით ადრე შეიქმნა. ამის შესახებ ერთერთი უცხოური გამომცემლობა წერს:
საგამოძიებო ორგანოში ჭიათურის მერის, პაატა ნადირაძის წინააღმდეგ აღძრულ სისსხლის სამართლის საქმეზე მოკვლევა მიმდინარეობს. მერს მოქალაქის ცემას ედავებიან.
საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი ჩავარდა.
სოციალურ დახმარებებთან დაკავშირებით მთავრობა ახალ ინიციატივაზე მუშაობს.

ამინდი