Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვის ამზადებს 'ქართული ოცნება' ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარედ?

თარიღი : 11-09-2017, 14:54 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე და ქუთაისის საკრებულოს ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე ერთ თვეზე მეტია დარჩენილი, თუმცა პოლიტიკურ წრეებში უკვე დაიწყო იმაზე საუბარი, ვინ იქნება ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე.

არსებული ინფორმაციით, "ოცნება" საკრებულოს თავმჯდომარეობისათვის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს და "ქართული ოცნების" ქუთაისის საარჩევნო შტაბის უფროსს ნიკა ლატარიას ამზადებს.

"მაგათი პირველი დამფინანსებელი ნიკა ლატარია არის და არ გამოვრიცხავ, თუ ის იქნება თავმჯდომარე. როგორც ჩანს, ვერც ვალებში იხედებიან და არც ყურში ესმით, მაგრამ როცა დაინახავენ და გაიგონებენ, გვიან იქნება," - ამბობს ქალაქის საკრებულოს წევრი ნატო ქათამაძე.

ახალი ამბების სააგენტო topnews.com.ge-მ ინფორმაციის გადამოწმება თავად ნიკა ლატარიასთან სცადა. ლატარია ამბობს, რომ ორ-სამ დღეში დაიდება მმართველი გუნდის სრული სია, რის შედეგადაც კითხვებს პასუხი გაეცემა.

"მიმდინარეობს კონსულტაციები სიებთან დაკავშირებით. იცით რა დონეზე და ვისთანაც. ყველაფერი გახდება ცნობილი ორ-სამ დღეში, როდესაც მთელი საქართველოს მასშტაბით დაიდება სიები,"- ამბობს ნიკა ლატარია.


ნანახია: 1688-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი მისი მოადგილის, ნიკოლოზ ლატარიას შემოსავლებთან და ლატარიას მევახშეობასთან
'ქართული ოცნების' ქუთაისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ვინაობა ცნობილია.
ქათამაძე პრემიერს მოუწოდებს, რომ ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში არსებული მდგომარეობით დაინტერესდეს, აღმოფხვრას
ლატარიას მიერ ჯგუფის დატოვება საკრებულოს დამოუკიდებელი წევრის ნატო ქათამაძის შენიშვნების საფუძველზე მოხდა.
'ოცნების' მიერ ქუთაისში დღეს დაგეგმილი ღონისძიების გაუქმებას საარჩევნო სიაზე შეუთანხმებლობით ხსნიან.
სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარეს, მის მოადგილეს და კომისიების თავმჯდომარეებს აირჩევენ
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებული კვლევის ამსახველი ფოტომასალა.
მიზეზი, რის გამოც 21 ოქტომბერს ჩანიშნულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა და გამარჯვებისთვის ბრძოლა გადაწყვიტა, ქუთაისს და მის მომავალს
კონცერტში მონაწილეობას ქართული ესტრადის ვარსკვლავები მიიღებენ.

ამინდი