Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გოგი წულაია: დღეს ჩვენ გვყავს ჩმორი პროკურატურა

თარიღი : 11-09-2017, 11:50 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
"თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი გოგი წულაია ქუთაისის ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის ხარჯებს აპროტესტებს. წულაიას თქმით, თავშესაფარში თანამშრომლების ანაზღაურებაზე მეტი იხარჯება, ვიდრე ძაღლების გამოკვებაზე.

"114 405 ლარია გამოყოფილი ძაღლების კვებისა და სამედიცინო მომსახურებისათვის. 151 506 ლარია გათვალისწინებული თანამშრომლების ანაზღაურებისათვის. ძაღლებს თავშესაფარში არ აჭმევენ, გარეთ უშვებენ და ვიცით ქალაქში რა მდგომარეობაა. თავშესაფარი აქცის ბიზნესად. იქ გამოყავთ ძაღლის ჯიშები. გააკეთეს ძაღლების სასტუმრო, სადაც ძაღლების მდიდარ მეპატრონეებს ასვენებენ. ძაღლების სასტუმრო ევროპულ ქვეყნებში აპრობირებული და მიღებულია, თუმცა ის ბიუჯეტის ფულით არ უნდა მოეწყოს. ნორმალურ ქვეყანაში ეს პროკურატურის დაინტერესების საგანი გახდებოდა, თუმცა ჩვენ გვყავს ჩმორი პროკურატურა. ასეთი პროკურატურა საბჭოთა კავშირშიც არ გვყოლია. ამიტომ აზრი არ აქვს პროკურატურისათვის მიმართვას, რადგან მაინც არაფერს გამოიძიებენ,"-ამბობს გოგი წულაია.

ოპოზოიციური პარტიის კანდიდატის ბრალდებებთან დაკავშირებით "სპეციალურ სერვისებში", რომელიც მუნიციპალური თავშესაფრის ფუნქციონირებას კურირებს, ამ დროისათვის კომენტარს არ აკეთებენ.


ნანახია: 929-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის გოგი წულაიას განცხადებას 'სპეციალურ სერვისებში' ეხმიანებიან. 'თავისუფალი საქართველოს'
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ადგილობრივ ხელისუფლებას მაწანწალა ძაღლების ცხოველთა თავშესაფარში გადაყვანისა და გამოკვებისაკენ
ცხოველთა თავშესაფარში არსებულ ვითარებას ქუთაისის მერი შოთა მურღულია გაეცნო.
ქუთაისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის გოგი წულაიას განცხადებას 'სპეციალურ სერვისებში' ეხმიანებიან.
აღნიშნულ ბრალდებას გამგებელ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის წარმომადგენელი უყენებს.
ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, ქუთაისში 1 500-მდე მაწანწალა ძაღლია.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებული კვლევის ამსახველი ფოტომასალა.
მიზეზი, რის გამოც 21 ოქტომბერს ჩანიშნულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა და გამარჯვებისთვის ბრძოლა გადაწყვიტა, ქუთაისს და მის მომავალს
კონცერტში მონაწილეობას ქართული ესტრადის ვარსკვლავები მიიღებენ.

ამინდი