Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სამსონ გუგავა:ჩემი საქმიანობის წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს, ის რომ ქუთაისის საკრებულოს მმართველ უმრავლესობას ჰყავს მკაცრი და სამართლიანი ოპონენტი

თარიღი : 7-09-2017, 12:25 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, ინტერვიუ   
topnews.com.ge
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ქუთაისის საკრებულოს არსებულ შემადგენლობას ახალი შემადგენლობა ჩაანაცვლებს. ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge დაინტერესდა, როგორ აფასებენ დეპუტატები გაწეულ სამუშაოს, რას თვლიან მათი საქმიანობის მიღწევად, რაზე წყდებათ გული და რას უსურვებენ ახალი მოწვევის საკრებულოს დეპუტატებს? ამ და სხვა კითხვებს ქალაქის საკრებულოს წევრი "ლეიბორისტული პარტიიდან" სამსონ გუგავა პასუხობს.

1.რას თვლით ქუთაისის საკრებულოში თქვენი საქმიანობის წარმატებად? ჩამოთვალეთ ის პროექტები, რომელთა განხორციელება თქვენს სახელს უკავშირდება.
ჩემი საქმიანობის წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს, ის რომ ქუთაისის საკრებულოს მმართველ უმრავლესობას ჰყავს მკაცრი და სამართლიანი ოპონენტი, რომელიც საზოგადოებას აწვდის იმ რეალურ იმფორმაციებს, რაც ქუთისის თვითმართველობაში მიმდინარეობს. რაც შეეხება პროექტებს, ჩემს მიერ ინიცირებული არაერთი საკითხიდან სამწუხაროდ უმრავლესობამ მხარი არც ერთს დაუჭირა, რამაც უზრუნველყო ის ცუდი მდგომარეობა ქალაქის დონეზე, რომელსაც დღეს ვხედავთ.

2.რაზე გწყდებათ გული? რა არის ის საკითხები, რომელთა მოგვარება საკრებულოში საქმიანობის დროს ვერ მოასწარით?
პირველ რიგში მთავარი გულსაწყვეტი საკითხი ეს არის,, რომ თვითმმართველობა ვერ შედგა რეალურ თვითმმართველობად, რაშიც ვგულისხმობ, რომ ადგილობრივი საკითხების პრიორიტეტულლობა კი არ ხდება არამედ ცენტრალიზირებულ დირექტივებზე არიან დამოკიდებული, რაც იმთავითვე ხელს უშლის ქალაქის განვითარებასა და მოსახლეობის პრობლემების დროულად გადაჭრას. ასევე, ჩემს მიერ ინიცირებული „სოციალური გადარჩენის ფონდის“ არ შექმნამ გამოიწვია ის, რომ ათიათასობით ადამიანი, რომელიც საჭიროებდა ხელისუფლების მხრიდან გარდაუალ დახმარებას, დარჩნენ უიმედოდ და ღვთის ანაბარა, რაც ვფიქრობ, არის გამოუსწორებელი შეცდომა და დანაშაული ერისა და ქვეყნის წინაშე.

3. ჩამოთვალეთ ის პრობლემები, რომელთა მოგვარების თხოვნით მოქალაქეები ყველაზე ხშირად მოგმართავდნენ.
ქვეყანაში, სადაც 70%_ზე მეტი არის სოციალურად უმწეო და სიღატაკის ზღვარს მიღმა, ბუნებრივია მთავრი მოთხოვნაც მატერიალურ დახმარებებზე იყო. შესაბამისად, ჩემი ერთ-ერთი ინიციატივა გულისხმობდა მუნიციპალური საწარმოების შექმნას თანამედროვე ტექნოლოგიური ხაზების შესყიდვით, რაც უზრუნველყოფდა ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, დოვლათის და შემოსავლის გაზრდას მუნიციპალიტეტში და აღნიშნული სახსრებით სოციალური პროექტების დაფინანსებასა და განხორციელებას.

4.რას ურჩევდით ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულოს დეპუტატებს?
მთავარი რჩევა ეს იქნება: ისინი იყვნენ ხალხის ინტერესების გამტარებელნი და არა ვიწრო პარტიული ინტერესების ტყვეობაში მყოფნი.

5.ისურვებდით თუ არა კვლავ ქალაქის საკრებულოს წევრობას და რატომ?

საქართველოს ლეიბორისტული პარტია- ეს არის მისი კლასიკური გაგებით ქვეყანაში ერთადერთი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც თავის საქმიანობას სრულყოფილად განახორციელებს ქვეყნის მაშტაბით. შესაბამისად, პოლიტიკური პარტიის მთავარი ამოცანა არის მოვიდეს ხელისუფლებაში ყველა დონეზე და ქვეყანა გამოიყვანოს იმ მძიმე და ურთულესი მდგომარეობიდან, რომელშიც დღეს არის. ამდენად, ჩევნ ვიღებთ პასუხისმგებლობას მოვიდეთ ხელისუფლებაში და განვახორციელოთ ის ძირეული რეფორმები, რომელიც ქვეყანას დააყენებს განვითარების მყარ რელსებზე და ვფიქრობ დღეის მდომარეობით, ერთადერთი პოლიტიკური ორგანიზაცია არის ლეიბორისტული პარტია, რომელიც ჯერ არ ყოფილა ხლისუფლებაში და მას ოპოზიციური ფლანგიდან გაკეთებული აქვს 38 საქვეყნო მაშტაბის უდიდესი საქმე. მაგალითად: „უფასო საჯარო სკოლები“,“უფასო სასწრაფო სამედიცინო დახმარება“ „გაიაფებული ელექტროენერგია“ და სხვა.

6.ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ სხდომებზე გაკეთებულ რომელ ხმაურიან განცხადებას გაიხსენებდით?

ვერ ვიხსენებ.


ნანახია: 1264-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge დაინტერესდა, როგორ აფასებენ დეპუტატები გაწეულ სამუშაოს, რას თვლიან მათი საქმიანობის
ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge დაინტერესდა, როგორ აფასებენ დეპუტატები გაწეულ სამუშაოს, რას თვლიან მათი საქმიანობის
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დვალის ანგარიში.
ქუთაისის მეხუთე მოწვევის საკრებულომ დღეს ბოლო სხდომა გამართა.
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატები ერთმანეთს უპირისპირდებიან.
ოქროს თევზი რომ მოგცეთ, რა სურვილს ჩაიფიქრებდით და რას სთხოვდით მას? პასუხი: მე ვარ რეალისტი და არა „მეოცნებე“.