Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ლარს ძალა გამოელია, მალე პროდუქტები 5-10%-ით გაძვირდება

თარიღი : 6-09-2017, 19:29 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ლარი ბოლო დღეების განმავალობაში უკვე 4,5 პროცენტით გაუფასურდა. სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება ალოგიკურია და უკვე ქაოსის ნიშნებსაც ატარებს. ეკონომისტები ამბობენ, რომ ასეთი ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, შემდეგი კვირიდან სამომხმარებლო საქონელი 5-10%-ით გაძვირდება. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, წინასაარჩევნოდ მოსახლეობამ უცნაური სიურპრიზი მიიღო.

მიუხედავად მკვეთრი ვარდნისა, ჯერჯერობით ეროვნულ ბანკშიც და მთავრობაშიც ჩუმად არიან. ერთადერთი კომენტარი ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გააკეთა და შექმნილი ვითარება საგანგაშოდ არ მიიჩნია. მიუხედავად იმისა, რომ ლარი უკვე 2.50-ის ნიშნულზეა, ნინო ჯავახაძე მოსახლეობას მოუწოდებს, ნუ ექნება უარყოფითი მოლოდინი.

"არაფერი ამ მხრივ საგანგაშო არ ხდება. ვალუტის კურსს განსაზღვრავს ბაზარი. როგორც ცნობილია, ქვეყანაში გვაქვს მცურავი კურსი, რომელზეც გავლენას ახდენს მოლოდინი. შესაბამისად, მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას ნუ აჰყვებიან ლარის კურსის გარშემო არსებულ უარყოფით მოლოდინს", - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

ეს იყო და ეს. ამის გარდა არც მთავრობის ეკონომიკური ბლოკისგან და არც ეროვნული ბანკისგან არავითარი განცხადება არ გაკეთებულა.

უეცარი გაუფასურების გამო დაბნეულნი არიან სპეციალისტებიც. კარგი ტურისტული სეზონისა და ბიუჯეტის შესრულების ფონზე, რატომ ეცემა ლარის კურსი, ამ კითხვაზე ეკონომისტ ნიკა შენგელიას პასუხის გაცემა უჭირს. დოლარი რეგიონის ყველა ვალუტის მიმართ შესუსტებულია, თუმცა საქართველოში მიმდინარეობს საწინააღმდეგო პროცესი. გაუფასურების გაგრძელება ან თუნდაც ამჟამინდელი კურსის შენარჩუნება მომდევნო კვირიდან გამოიწვევს პროდუქტების 5-10%-ით გაძვირებას.

"დოლარის ინდექსი გამყარდა ისე, როგორც ეს გვქონდა ნავარაუდები, თუმცა იგი არ არის ისე მყარი, რომ ამხელა დარტყმა მიეღო ლარს. მიუხედავად იმისა, რომ ტურისტული სეზონი კარგი გვაქვს, ამას გარდა ბიუჯეტიც სრულდება, სავალუტო ბაზარზე მიმდინარე მოვლენები გაუგებარია. რა იყო ასეთი მკვეთრი ცვლილების მიზეზი, რთული სათქმელია.

დოლარი რეგიონის ყველა ვალუტის მიმართ ისევ შესუსტდა. მაგალითისთვის, ავიღოთ რუსული რუბლი, რომელიც ამერიკულ ვალუტასთან მიმართებით 4%-ით გამყარდა. სამწუხაროდ, საქართველოში მიდის საწინააღმდეგო პროცესი. ეს არის მცდელობა ბანკებისა, რომ მოახდინონ კერძო და მცირე ბიზნესიდან კაპიტალის შემცირება. გარდა იმისა, რომ ფინანსური ბაზრისთვის არასახარბილო ვითარება შეიქმნა, ასეთი გაუფასურება მომდევნო კვირიდან გამოიწვევს პროდუქტებზე ფასის 5-დან 10%-მდე ზრდას", - განაცხადა შენგელიამ.

ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზად მოსახლეობაში შექმნილ მოლოდინს ასახელებს ფინანსისტი აკაკი ცომაია. ნეგატიური მოლოდინი განსაკუთრებით მაშინ მართლდება, როდესაც ეკონომიკა არ ვითარდება. რაც შეეხება უცხოური ინვესტიციების რაოდენობას, ის იმდენად არ იზრდება, რომ გადაწონოს უარყოფითი ფაქტორები.

"ლარის გაუფასურების მიზეზებზე თუ ვისაუბრებთ, ბაზარზე რამე სახის სპეკულაციას გამოვრიცხავ. ძირითადი მიზეზი, სავარაუდოდ, არის ეკონომიკის ნელი ტემპი. საერთო ჯამში, მთელი წლის განმავლობაში დოლარის შემოდინება ქვეყანაში ცოტათი მატულობს, თუმცა ეკონომიკა, ძირითადად, ერთ ადგილას "დგას". ამ სიტუაციაში დიდ როლს თამაშობს მოლოდინი.

ინვესტიციები იმდენად არ იზრდება, რომ მან გადაწონოს უარყოფითი ფაქტორები. ადამიანებსაც ჩამოუყალიბდათ წლების განმავლობაში ეს "იმუნიტეტი". როდესაც ტურისტული სეზონი იწყება, ლარი მყარდება, სეზონის დასრულების შემდეგ კი - უფასურდება. ეს უკვე ყველამ იცის, ყველასთვის შესამჩნევი ხდება და მთელი პრობლემაც ამაში მდგომარეობს", - აღნიშნა ცომაიამ.

მთელი ზაფხულის განმავლობაში ეროვნული ბანკის ბაზრიდან დოლარს იღებდა და ეროვნულ ვალუტას გამყარების საშუალებას არ აძლევდა. ასეთმა ხელოვნურმა ჩარევამ ბაზარზე დოლარის დეფიციტი შექმნა. სებ-ი ახლა თავს არ იწუხებს ვითარების დაბალანსებისთვის. საინტერესოა, ჩაერვა თუ არა სავალუტო ბაზარზე ინტერვენციების სახით ეროვნული ბანკი, თუმცა გვენეტაძის უწყება პასუხის გაცემას თავს არიდებს.


ნანახია: 841-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით თითქმის ოთხი თეთრით გაუფასურდა.
მარტის დასაწყისიდან მოყოლებული საქართველოს ეროვნული ვალუტა დოლარის მიმართ რევალვაციას განიცდის.
მთავრობა წლის ბოლომდე ლარის კიდევ უფრო გამყარებაზე დაუფარავად საუბრობს. ამას იმპორტირებული პროდუქტის გაიაფება და ინფლაციის
საქართველო იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა და შესაბამისად ვალუტის კურსის გაუფასურება პირველ რიგში იმპორტირებული პროდუქციის
ერთი ბარელი 55 დოლარს გადასცდა. ტენდენცია ჯერჯერობით შეუქცევადია. ადგილობრივ ბაზარზე საწვავი 15 თეთრით უკვე გაძვირდა და როგორც
საწვავის ფასი რამდენიმე დღეში კვლავ მოიმატებს.
იმერეთის გუბერნატორს სამი მოადგილე ეყოლება.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შალვა მშვილდაძე ბაღდათის ერთ-ერთი სოფლის (სოფლის სახელს სააგენტო შეგნებულად არ ასახელებს)
მხატვარი ლევან გოგიტაძე სოციალური ქსელის საშუალებით სპეციალურ მიმართვას ავრცელებს.

ამინდი