Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის სკოლაში მოსწავლეთა მშობლებს ფარდების ყიდვას და ოთახების დალაგებას სთხოვენ

topnews.com.ge
ქუთაისის N21 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მშობლებს საკლასო ოთახების დალაგებას და ოთახებისათვის ფარდების ყიდვას სთხოვენ.

როგორც ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge-ს განუცხადეს, სკოლაში კვლავ რჩება ის ტრადიცია, რომელიც მშობლების მიერ ოთახების დალაგებისა და ფარდების ყიდვის გარდა, მასწავლებლებისათვის საჩუქრების შეძენასაც ითვალისწინებს.

„ის, რომ ბავშვმა იზრუნოს გარემოზე, სადაც უწევს ყოფნა, აუცილებელია. მნიშვნელოვანია მშობლების ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში, მაგრამ არა იმ ფორმებით, როგორიც ქართულ სკოლებშია- "ტილოები და ცოცხი წამოიღეთ და დაალაგეთ". ფარდების ყიდვა ხდება აკრებილი ფულით და არა სკოლის ბიუჯეტით. ნუ სარვამარტო, საახალწლო, სააღდგომო და მასწავლებლების დაბადების დღეებისთვის ფულის აკრება სხვა თემაა,“ - ამბობს ილიკო ნაცვალაძე.

ქუთაისის N21 საჯარო სკოლა აღმაშენებლის გამზირზე მდებარეობს. სკოლის დირექტორი რუსუდან ჭეიშვილი ახალი ამბების სააგენტოსთან საუბარში აღნიშნავს, რომ მის სკოლაში მსგავსი რამ არ ხდება.

„ჩემი ხელით მოვიტანე 1000 ლარის ფარდები და გავანაწილე. ჩემი ფულით 21 000 ლარიან რემონტს ვაკეთებ. თუ უჩემოდ რამე ხდება, ვერც ერთი მასწავლებელი, ვინც ამას გააკეთებს, სამსახურში ვერ გაჩერდება,“ - ამბობს რუსუდან ჭეიშვილი.

საკითხთან დაკავშირებით ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს დაუკავშირდა. ბადრი ვაშაკიძის თქმით, მან ინფორმაცია სააგენტოსგან მიიღო.

„ჩემთან არ მოსულა მსგავსი ინფორმაცია. პირველად მესმის. საწყენია, რომ არ ვიცოდი. გავარკვევ მაგ თემას,“ - აცხადებს ბადრი ვაშაკიძე.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახურში განმარტავენ, რომ სკოლა დამოუკიდებელი ორგანოა და ყველა სკოლას თავისი შინაგანა წესი აქვს, რომელსაც მშობლები უნდა იცნობდნენ. რაც შეეხება ფულის აკრებას, უწყებაში ამბობენ, რომ შესაძლოა ეს კეთილი ნება იყოს.

„თუ ჩვენთან შემოვა ერთი მშობლის განცხადებაც კი, რომ მათ აიძულებენ ფულის აკრებას, ჩვენ ჩავერევით ამ შემთხვევაში,“ - აცხადებენ უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.


ნანახია: 15082-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის 31-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს სასკოლო ფორმის შეკერვას სთხოვენ, რომელიც მშობლებს 100-100 ლარზე მეტი უჯდებათ.
ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ბადრი ვაშაკიძის განცხადებით, აუდიტის სამსახურმა სკოლა გუშინვე დატოვა, რადგან
როგორც ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge-ს განუცხადეს, შემთხვევა ისტორიის გაკვეთილზე მოხდა.
#12 საჯარო სკოლაში საგანმაათლებლო დაწესებულების დირექტორისა და დამრიგებლების გადაწყვეტილებით, მოსწავლეებს 40 ლარად ღირებული
უკვე მეორედ სკოლაში დღეს 100 მოსწავლე საკლასო ოთახებში არ შევიდა.
როგორც Topnews.com.ge-ს ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ბადრი ვაშაკიძემ განუცხადა, გორგოძემ დირექტორის
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მის მიერ ჩადენილი დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ ეტაპზე ააიპების თანამშრომლებთან 'იძულებით ქველმოქმედებასთან' დაკავშირებით ხელშეკრულებების გაფორმება მიმდინაროებს.
ტყიბულის შახტში 16 ივლისს მეთანის აალებისას 4 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა.

ამინდი