Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურის სოფელ ზოდის ისტორია და სოფლის მღვიმე, რომელიც ტურისტის არჩევანია

თარიღი : 6-09-2017, 11:08 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, ჩემი იმერეთი   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) გეოგრაფიის აკადემიურ დოქტორ გიორგი დვალაშვილთან ერთად, იმერეთის რეგიონში არსებულ იმ საინტერესო ადგილებს გაგაცნობთ, რომლებიც რეგიონში განხორციელებული ექსპედიციების შედეგად აღმოჩნდა. რუბრიკა "ჩემი იმერეთი" ამჯერად ჭიათურის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთი საინტერესო ობიექტის შესახებ გიამბობთ.

ხვედელიძეების კლდის მღვიმე წარმოადგენს ორსართულიან მღვიმეს, მდებარეობს სოფ.ქვედა ზოდის ტერიტორიაზე მდ.ჯრუჭულას მხარეს, ზღვის დონიდან 435 მ-ის სიმაღლეზე, მდინარის დონიდან 4 მ სიმაღლეზე. სიგრძე 560 მ, სიგანე 6 მ, ხოლო სიმაღლე 1-10 მეტრია, მღვიმის ფსკერის ფართობი 1300 მ2, საერთო მოცულობა 73000 მ3. შესასვლეთან მღვიმის სიმაღლე 8-10 მეტრია, სიგანე 2 მეტრი. მას აქვს მკაფიოდ გამოხატული მიმართულება ჩრდილო დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ, რაც შეესაბამება დარკვეთ-ზოდის პლატოს კირქვიანი შრეების დახრილობას. „ხვედელიძეების კლდის“ მღვიმეში მორფოგრაფიულად ორი განსხვავებული ნაწილი გამოიყოფა. წინა ნაწილში, მღვიმე ინვითარებს სხეულებს, საფეხურებს; მღვიმის კედლოვანი ზედაპირები ძლიერადაა დაკარსტული. მღვიმეში გაედინება უმნიშვნელო დებიტის მქონე ნაკადი, რომელიც ზოგან ფსკერის მთელ სიგანეზეა გადაშლილი თაღის გასწვრივ, მკაფიოდ გამოიყოფა სხვადასხვა ფორმის ნაპრალები, ალაგ-ალაგ არის კარგად განვითარებული, დიდი ზომის სტალაქტიდები, გამდნარი ნაკადი შეუძლებელს ხდის სტალაქტიდების აღმოცენებას. გვირაბის საშუალო სიმაღლე 5-7 მეტრია, სიგანე 2-4 მ, შესასვლელიდან 330-ე მეტრზე 6 მეტრის სიმაღლის ჩანჩქერი ეშვება კალციტით მოფარდაგებულ შვეულ ფერდობზე და იქვე ძირში საკმაოდ ღრმა მორევს აჩენს. ჩანჩქერთან 13 მ-მდე სიმაღლის გუმბათისებური დარბაზია, რომლის თაღიდან განუწყვეტლივ წვეთავს, დარბაზს აქვს კონუსური ფორმა, რომელიც განივრდება ფსკერისპირა ზოლში, მის აღმოცენებას ხელი შეუწყო ღვარების ინტენსიურმა შემოსვლამ, აგრეთვე ვერტიკალურმა ნაპრალმა, რომელიც წყლის გამხსნელი მოქმედებით გაფართოვდა. ჩანჩქერის ზემოთ მღვიმის მეორე სართულია წარმოდგენილი. თუ მხედველობაში არ მივიღებთ რომლითაც ის ემსგავსება პირველ სართულს, სხვა ნიშნებით იგი განსხვავდება მისგან. მღვიმის ეს ნაწილი უფრო დაბალია, ინტენსიურ ზრდაში მყოფი სტალაქტიდოვანი ნაღვენთების უფართოესი გავრცელება აიხსნება ჭერზე სანიაღვარე ნაპრალების არ არსებობით და წყლის ჟონვის ხელსაყრელი პირობებით ნაღვენთები კარგადაა დაცული, ბევრგან გვხვდება ლამაზად მოჩუქურთმებული ზედაპირები, ჩანასახოვანი და დიდი ზომის სტალაქტიდები. მღვიმის ეს ნაწილი, რომელსაც ტურისტები იშვიათად ნახულობენ 190 მ-ზე იმდენად ვიწროა, რომ პრაქტიკულად შეუღწევადია, ვიწრო ხვრელიდან უბერავს ქარი, რაც გვაფიქრებინებს, რომ მღვიმე დაკავშირებულია ზედაპირთან, მღვიმეში გამდინარე წყლის ტემპერატურა 140, იგი სიღრმეში უნდა იკარგებოდეს ჩანჩქერთან ტემპერატურა 140-ია, წვიმებისას მღვიმიდან დიდი ნაკადი გამოედინება.

სოფელ ზოდში მოსავლიანი ადგილების სიუხვის გამო ამ სოფელზე ამბობდნენ „ოქროს ზოდიაო“, სწორედ ამის გამო უნდა დარქმეოდა სახელი ზოდი. მეორე ვერსიის თანახმად კი სოფელ ზოდის სახელწოდება წარმოდგება ამ ტერიტორიაზე ნაპოვნი ლითონის ზოდის გამო, რის შემდეგაც სოფელს დაერქვა სახელი „ზოდი“.

ზოდის ტერიტორიაზე მრავლადაა კარსტული ფორმები, მათ შორის აღსანიშნავია: კლდის წყალის (ნეკრესის), სამერცხლეკლდის I მღვიმე, სამერცხლეკლდის II მღვიმე, ბრეგვაძეების კლდის მღვიმე, ჯრუჭულის (ჯრუჭის), ხვედელიძეების კლდის, ქვედა ზოდის I მღვიმე, ბარათაშვილების შახტი, თაროკლდის (რაჭველების) მღვიმეები.


ნანახია: 5007-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ესაძლოა კარსტული მღვიმის ფარდული გამოყენებული ყოფილიყო პრეისტორიულ პერიოდში ადამიანის თავშესაფრად.
მანდაეთის მღვიმეს აქამდე მეცნიერულად შესწავლილი მხოლოდ 1 ჩასასვლელი ჰქონდა, რომელსაც „ზაქარიას კლდის მღვიმე“ ეწოდებოდა.
მღვიმე, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ყველაზე გრძელი მღვიმის სახელით არის ცნობილი, ხარაგაულის სოფელ ამაშუკეთის მიდამოებში,
მღვიმე საჩხერის მუნიციპალტეტის სოფელ სარეკის ტერიტორიაზე, მდინარე ყვირილას მარცხენა მხარეს, ამავე სოფლის მკვიდრის ბიძინა
ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge აგრძელებს იმერეთის რეგიონის საინტერესო ადგილების შესახებ მასალების გამოქვეყნებას.
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) გეოგრაფიის აკადემიურ დოქტორ გიორგი დვალაშვილთან
ეროვნული მოძრაობის წევრები სამხედროს გადატრიალებისას დაღუპული ადამიანების მკვლელობების გამოძიებას და მათთვის, ისევე როგორ მათი ოჯახის წევრებისასთვის, სტატუსის
'ქუთაისის ა(ა)იპ მადლიერების სახლში ბენეფიციართა მომსახურება ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება,' - ინფორმაციას ამის შესახებ მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მირზა გამეზარდაშვილი ამბობს, რომ შახტში აფეთქების შესახებ ინფორმაცია სიცრუეა. ოჯახი გამოძიებას ენდობა და მის შედეგებს ელოდება.

ამინდი