Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ნამდვილად ვთვლი, დრო არ გაგვიფლანგავს და 3 წლის გათვალისწინებით ბევრი რამ მოვასწარით"

თარიღი : 2-09-2017, 10:30 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა, ინტერვიუ   
topnews.com.ge
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ქუთაისის საკრებულოს არსებულ შემადგენლობას ახალი შემადგენლობა ჩაანაცვლებს. ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge დაინტერესდა, როგორ აფასებენ დეპუტატები გაწეულ სამუშაოს, რას თვლიან მათი საქმიანობის მიღწევად, რაზე წყდებათ გული და რას უსურვებენ ახალი მოწვევის საკრებულოს დეპუტატებს? ამ და სხვა კითხვებს ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი პასუხობს.


რას თვლით ქუთაისის საკრებულოში თქვენი საქმიანობის წარმატებად? ჩამოთვალეთ ის პროექტები, რომელთა განხორციელება თქვენს სახელს უკავშირდება.

პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არ ვცდილობდით ვყოფილიყავით ინდივიდუალური შემსრულებლები, ყველანი გუნდური მოთამაშეები ვართ და შესაბამისად ყველა წარმატება გუნდის თითოეული წევრის სრულფასოვანი თანასაკუთრებაა. მიმაჩნია, რომ ამ ფორმაციის საკრებულოს და ზოგადად თვითმმართველობას ბევრ წარმატებული პროექტი აქვს, არაერთ სფეროში დაიწყო იმ ტიპის რეფორმა, რომელიც საჭირო იყო ქალაქისათვის: ტრანსპორტი, სოცსაცხოვრისი, პარკინგსერვისი და ასე შემდეგ, მრავალი. მათ საბოლოო სახით სრულყოფას დრო სჭირდება და მომდევნო მოწვევის თვითმმართველობის ამოცანა სწორედ ის უნდა იყოს, რომ ეს სწორად დაწყებული საქმეები არ ჩამოშალოს, განავითაროს და ბოლომდე მიიყვანოს.

რაც შეეხება განსაკუთრებით გამოსარჩევს, ვერ ვიქნები თავხედი, რომ ამ მეგაპროექტის განხორციელება ჩვენს საავტორო უფლებაში მოვაქციო, მაგრამ მუდამ საამაყოდ დამრჩება, რომ ვიყავი ჩართული (და არა მხოლოდ კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების დონეზე) ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის იდეის განხორციელების ხელშეწყობაში. ეს ნამდვილად არის საუკუნის პროექტი, რომელიც ჩვენი ქალაქის როგორც უახლოეს, ისე გრძელვადიან მომავალს ცალსახად უკეთესობისკენ შეცვლის.

რაზე გწყდებათ გული? რა არის ის საკითხები, რომელთა მოგვარება საკრებულოში საქმიანობის დროს ვერ მოასწარით?
ჩემს მიერ მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას სწორად და ქალაქისათვის სასარგებლოდ მივიჩნევ, ისევე, როგორც იმას, რომ ნამდვილად ვთვლი, დრო არ გაგვიფლანგავს და 3 წლის გათვალისწინებით ბევრი რამ მოვასწარით. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოსაგვარებელი საქმეები ამოიწურა, ეს არის მუდმივი პროცესი, რომელიც უნდა გაგრძელდეს უწყვეტად. რათქმაუნდა მაქვს ჩემი ფავორიტი დიდი პროექტებიც, რომელთა წინამოსამზადებელ სამუშაოებში შრომა ჩავდევით, მაგრამ განხორციელებას ეს დრო არ ეყო, თუმცა მე მათი გულშემატკივარი ვრჩები და დარწმუნებული ვარ რომ ისინი მზის შუქს აუცილებლად იხილავენ.

ჩამოთვალეთ ის პრობლემები, რომელთა მოგვარების თხოვნით მოქალაქეები ყველაზე ხშირად მოგმართავდნენ.

ერთ-ერთი ყველაზე უფრო ხშირი მოთხოვნა დასაქმებაა. რა თქმა უნდა ერთის მხრივ ძალიან კარგია, როდესაც მოთხოვნა არა „მარჩინე“, არამედ „დამასაქმე, რომ თავად ვარჩინო საკუთარი თავი“-ა, თუმცა თვითმართველობა, სამწუხაროდ და ბუნებრივია, ვერ იქნება დასაქმების ბიურო. ჩვენი ამოცანაა ისეთი გარემოს შექმნის მაქსიმალურად მხარდაჭერა, სადაც შესაძლებელია გაჩნდეს მეტი სამუშაო ადგილი, მაგალითად ტურიზმი, რომლის პოპულარიზაციაშიც და ამ თვალსაზრისით ქუთაისის ცნობადობის გასაზრდელად საკმაოდ ნაყოფიერი შრომა იქნა გაწეული. ქალაქში იზრდება კაფეების, ტურისტული ატრაქციების და სასტუმროების რაოდენობა, რაც როგორც თვითდასაქმების, ასევე ამ სფეროში სამუშაო ადგილების გაჩენის საშუალებაა. იგივე ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლითაც, რათქმაუნდა, პირდაპირი დამსაქმებელი არ ხარ, მაგრამ ქალაქში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოებისათვის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს უჩნდებათ თანამშრომელთა საჭიროება. და ასე შემდეგ. ვფიქრობ, თვითმმართველობა ამ გზით უნდა შეეცადოს დასაქმების ხელშეწყობას და არა საბიუჯეტო თანამშრომელთა რაოდენობის უაზრო გაზრდით გადასახადის გადამხდელთა ხარჯზე.

რას ურჩევდით ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულოს დეპუტატებს?


მე მათ ვუსურვებ წარმატებას. მინდა რომ ეს მომდევნო 4 წელი ნაყოფიერი იყოს ქალაქისათვის.


ნანახია: 2104-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge დაინტერესდა, როგორ აფასებენ დეპუტატები გაწეულ სამუშაოს, რას თვლიან მათი საქმიანობის
ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge დაინტერესდა, როგორ აფასებენ დეპუტატები გაწეულ სამუშაოს, რას თვლიან მათი საქმიანობის
ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge დაინტერესდა, როგორ აფასებენ ქუთაისის საკრებულოს დეპუტატები გაწეულ სამუშაოს, რას თვლიან მათი
ქუთაისის მეხუთე მოწვევის საკრებულომ დღეს ბოლო სხდომა გამართა.
ახალი ამბებისა სააგენტო Topnews.com.ge დაინტერესდა, აპირებენ თუ არა დეპუტატები საკუთარი ამომრჩევლებისათვის 3 წლის განმავლობაში