Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შვილს ღებინება, ტემპერატურა და ნაწლავთა გახშირებული მოქმედება აღენიშნება?

თარიღი : 29-08-2017, 17:00 | კატეგორია: საზოგადოება, რჩევები   
ნაწლავური ინფექციების რიცხვი სეზონურად მზარდია. ნაწლავური ინფექციების გამოვლენა გაზაფხულის პერიოდში იწყება და ზაფხულის ბოლომდე გრძელდება. რა სახის ინფექციები არსებობს და როგორ უნდა შევძლოთ მათთან გამკლავება, - აღნიშნულ საკითხებზე კლინიკა "ბომონდი"-ს პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი, პედიატრი ნინო ჩაკვეტაძე გვესაუბრება.

არსებობს ვირუსული, ბაქტერიული და პარაზიტული წარმოშობის ინფექცია. მას ახასიათებს ღებინება, ნაწლავთა გახშირებული მოქმედება, წყლისებრი განავალი და ხშირად ტემპერატურა.

ნაწლავური ინფექციები უმეტესად ვრცელდება ფეკალურ-ორალური გზით ანუ დაბინძურებული ხელებით, სათამაშოებითა და საკვებით.

"ნაწლავური ინფექციების ძირითადი გართულებაა გაუწყლოვანება (წყლის დაკარგვა). მშობლებმა უნდა მიაწოდონ ბავშვს დიდი რაოდენობით სითხე (წყალი, რეჰიდრონი). თუ სითხის მიღების მიუხედავად ბავშვს კვლავ აღენიშნება ღებინება, დიარეა და ტემპერატურა, გართულებების თავიდან აცილების მიზნით, უნდა მივმართოთ ექიმს," - ამბობს ნინო ჩაკვეტაძე.

მეორე წელია, რაც კლინიკა "ბომონდში" პედიატრიული დეპარტამენტი ფუნქციონირებს. დეპარტამენტის პოლიკლინიკაში საყოველთაო დაზღვევით, პაციენტებს შეუძლიათ ისეთი სამედიცინო მომსახურებების მიღება, როგორიცაა: აცრები, პედიატრის კონსულტაცია, ნევროლოგის კონსულტაცია.


ნანახია: 776-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ინფექციის გადაცემა ხდება დაინფიცირებული საკვებით, წყლით, ჭუჭყიანი ხელებითა და საგნებით.
როგორც დაწესებულების სამედიცინო დირექტორი ნანა გონგაძე ამბობს, ხშირია შემთხვევა, როდესაც როდესაც ვირუსული ინფექციების მატარებელი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მომავალი წლის იანვრიდან ე.წ. ღორის გრიპის შემთხვევების გააქტიურებას ელოდება. თუმცა მანამდე
ბავშვი სკოლაში, ბაღში შეყვანის წინ, ყველა ინფექციაზე უნდა იყოს აცრილი, რომელიც ასაკობრივად ეკუთვნის.
გონების დაკარგვა, წნევის დაცემა, ტკივილი მუცლის არეში-ეს ის სიმპტომებია, რომლითაც კლინიკა 'ბომონდის' მიმღებ განყოფილებას
ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ჯემალ მებუკე ხონის სოფლების: ძეძილეთის, გელავერის, გვაშტიბისა და ჩაის მეურნეობის მოსახლეობას
აღნიშნული დაავადებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია.

ამინდი