Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘კურორტ საირმის თავზე კატასტროფული ვითარებაა შექმნილი,’- გარემოს დაცვის მინისტრს რეაგირებისკენ მოუწოდებენ

თარიღი : 23-08-2017, 11:55 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"ბაღდათის მუნიციპალიტეტში, კურორტ საირმის თავზე, დიდმაღალში კატასტროფული ვითარებაა შექმნილი,” - ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge-ს არასამთავრობო ორგანიზაცია „მშვიდობიანი საქართველოს“ ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიგოგიძემ განუცხადა.

ჩიგოგიძის თქმით, დიდმაღალაში მასიურად აქვს დაწყებული ხმობა წიწვოვან მცენარეებს, მიზეზი კი "ლაფანჭამიის" სახელწოდებით ცნობილი დაავადებაა.

„დაავადება გავრცელებულია წიწვოვან მცენარეებზე, რამდენიმე ძირი ერთეული უკვე გამხმარია, უმრავლესობას კი უკვე დაწყებული აქვს ხმობა, დაავადების კერა გავრცელებულია დიდ ტერიტორიაზე. მივმართავთ გარემოს დაცვის მინისტრს, რომ მოახდინონ დროული და შესაბამისი რეაგირება, მოხდეს აღნიშნული კორომების შეწამვლა, რომ დაავადების გავრცელების კერა შეჩერდეს და მწვანე საფარი შენარჩუნდეს. აღნიშნული ლოკაცია ისედაც ალპური ზონაა და განსაკუთრებულად მეტი ყურადღებაა საჭირო," -აცხადებს ირაკლი ჩიგოგიძე.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ახალი ამბების სააგენტო გარემოს დაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც ირკვევა, კურორტ საირმის მიმდებარედ ტყის უმეტესი ნაწილი სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ფართობებში შედის, მათ შორის ე.წ. დიდმაღალას ტყეც.

"სააგენტოს სპეციალისტების მიერ მიმდინარე წელს უკვე განხორციელდა საველე გასვლა, მავნებელ-დაავადების გამოვლენის მიზნით. ფართობის ადგილზე კვლევისას გამოვლინდა ერთეული სახით გადაბერებული და ხმობადი ხეები, რომელთა ტოტებზეც ნანახი იქნა დიდი რაოდენობით მღიერ-ლიქენების წარმომადგენელთა არსებობა. მავნებელ-დაავადებიდან რაიმე სახიფათო წარმომადგენელი არ დაფიქსირებულა. აღნიშნული მღიერ-ლიქენები შორიდან ჰგვანან ხის ჩამოძენძილ ტოტებს ან/და ხშირად ჰგონიათ რომ ისინი პარაზიტობენ და აზიანებენ ხეებს, რის გამოც მოსახლეობის მიერ არაერთხელ გამოთქმულა გარკვეული შეშფოთება. თუმცა აღსანიშნია, რომ აღნიშნული მღიერ-ლიქენი სახლდება როგორც ჯანსაღ ისე დასუსტებული ხეების ტოტებზე და არ იწვევენ მცენარის ხმობას. უფრო მეტიც, ისინი წარმოადგენენ ჰაერის სიჯანსაღისა და ტენიანობის ინდიკატორ ორგანიზმებს. ფართობი რჩება სააგენტოს მონიტორინგის ქვეშ და ნებისმიერი საშიშროების გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც გააუარესებს ტყის სანიტარულ მდგომარეობას, გატარდება შესაბამისი ღონისძიებები," - ამბობს ეროვნული სატყეო სააგენტოს ენტემოლოგი გიორგი მამადაშვილი.


ნანახია: 7258-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წლების წინ გაუვალი ტყის ტერიტორია დღეს განადგურებულია.
ბაღდათი-საირმის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ უდაბნოში საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზის სავალი ნაწილის გაფართოების სამუშაოებს
ჩიგოგიძის თქმით, ორგანიზაციამ ბაღდათის ტერიტორიაზე არსებულ ტყე-კაფებში მონიტორინგი ჩაატარა, სადაც ტყით მოსარგებლე ქართული და
მონიტორინგი არასამთავრობო ორგანიზაციამ 'მშვიდობიანმა საქართველო'-მ განახორციელა.
არასამთავრობო ორგანიზაცია 'ევროპა ჩვენი სახლიას' დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი გარემოს დაცვის მინისტრს გიგლა აგულაშვილსა და
Topnews.com.ge-სთან საუბარში რეინჯერი ამბობს, რომ ჭიათურაში დიდი რაოდენობით წაბლისა და მუხის მოჭრილი ხეები აღმოაჩინა, დაასურათა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მის მიერ ჩადენილი დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ ეტაპზე ააიპების თანამშრომლებთან 'იძულებით ქველმოქმედებასთან' დაკავშირებით ხელშეკრულებების გაფორმება მიმდინაროებს.
ტყიბულის შახტში 16 ივლისს მეთანის აალებისას 4 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა.

ამინდი