Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'დათას ჭა',- ჭიათურის სოფელ სვერში ახალი კარსტული ჭა აღმოაჩინეს

თარიღი : 21-08-2017, 15:28 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, ჩემი იმერეთი   
topnews.com.ge
ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით შეძენილი აღჭურვილობის გამოყენებით სპელეოლოგმა გიორგი ციცვიძემ და ლადო მუმლაძემ ჭიათურის სოფელ სვერში არსებული, "დათას ჭად“ წოდებული ახალი სპელეოობიექტი დალაშქრეს, რონლის შესახებაც სამეცნიერო წყაროებში და კარსტული რელიეფის კადასტრში არანაირი ინფორმაცია არ იყო. გაიზომა კარსტული ჭის სიმაღლე, რომელიც 40 მეტრს შეადგენს, კარსტული ჭის ბოლოს მღვიმეში გაედინება ნაკადი, არის საინტერესო ნაღვენთი ფორმები: ლამაზი სტალაქტიტები, სტალაგმიტები, სტალაგნატები, მიწისქვეშა ტბები, გაედინება მიწისქვეშა მდინარე. უახლოეს მომავალში იგეგმება კომპლექსური კვლევითი ექსპედიცია, მოხდება ბუნებრივი გვირაბების შესწავლა, აგრეთვე მოხდება გამავალი ნაკადის შესწავლა სპეციალური ხსნარებით, რათა დადგინდეს კავშირი კოტიასკლდესთან აგრეთვე გამავალი ნაკადის მიწისზედაპირზე გამოსვლის ადგილის შეფასება-შესწავლა მოხდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. პირველად მოხდა კარსტული რელიეფის მიწისქვეშა წარმონაქმნის ფოტო და ვიდეო ფიქსაცია, მარკირება.

„სპელეოტურიზმის განვითარება ზემო იმერეთში"- ასეთია იმ პროექტის სახელწოდება, რომლის ფარფგლებში სოფელ სვერში ახალი კარსტული ჭა აღმოჩნდა. პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია „ხვალინდელი დღე“ ახორციელებს, ხოლო ხელმძღვანელობას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი გიორგი დვალაშვილი უწევს.

პროექტის ფარგლებში საველე მუშაობის დროს საექსპედიციო ჯგუფმა მოსახლეობისგან შეიტყო ინფორმაცია რომ სოფელ სვერში, ცნობილი კოტიასკლდის მღვიმის სამხრეთით 400 მეტრის მოშორებით იყო კლდე, სადაც წყლის ხმა ისმოდა, აგრეთვე იყო ჩასასვლელი სავარაუდოდ იქ უნდა გადიოდეს კოტიასკლდის მღვიმიდან გამავალი ნაკადიც.

პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში სპელეოგიდის სერვისის გაუმჯობესებას და მოემსახურება ვიზიტორების უსაფრთხოდ გადაადგილებას ზემო იმერეთის მღვიმეებში, ასევე, ითვალისწინებს მანიშნებლების და ბანერების დამონტაჟებას, გაუწევს პოპულარიზაციას სპელეოტურიზმს, როგორც საინტერესო და საჭირო მიმდინარეობას.


ნანახია: 3259-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ჭიათურის სოფელ სვერში არსებულ უნიკალურ მღვიმეში საერთაშორისო ექსპედიცია ჩავიდა.
კარსტული მღვიმეები უნდა გახდეს შემოსავლის წყარო ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
კარსტული მღვიმეების მანიშნებლები და ბანერები პოპულარიზაციას უწევდა სპელეოტურიზმს, როგორც საინტერესო და საჭირო მიმართულებას.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით, მოხდა კარსტული მღვიმეების მიმართულებით
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) თსუ-ს ასისტენტ პროფესორ გიორგი დვალაშვილთან ერთად,
კოტისკლდის კარსტული მღვიმე, სადაც საინტერესო წარდგინებები შედგა, ჭიათურის სოფელ სვერის მახლობლად მდებარეობს. ობიექტი იმით არის