Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რეგიონებში 6 ადამიანიდან 5 დაუსაქმებელია

თარიღი : 21-08-2017, 08:46 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს რეგიონებში დასაქმების მხრივ ურთულესი მდგომარეობაა. 2015 წლის შემდეგ ყველგან, განსაკუთრებით კი ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და კახეთში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა მცირდება. სპეციალისტების თქმით, რეგიონში სამუშაო ადგილების სიმცირე იწვევს მიგრაციას დედაქალაქში, ხოლო შემდეგ ემიგრაციას ქვეყნის საზღვრებს გარეთ. არის რეგიონები, სადაც 7 ადამიანიდან 6 დაუსაქმებელია და პერსპექტივაც არ გააჩნია.

2015 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით დასაქმებულად ითვლებოდა 1 მლნ 780 ათასი ადამიანი. აქედან დაქირავებით დასაქმებული იყო 753 ათასი. 2016 წელს დასაქმებულთა რაოდენობამაც იკლო 1 მლნ 630 ათას კაცამდე და მათ შორის შემცირდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა - 745 000.

აჭარის გარდა, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა ყველა რეგიონში მცირდება. ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა შიდა ქართლში, სადაც სულ 41 900 ადამიანია დაქირავებით დასაქმებული მაშინ, როცა იქ ცხოვრობს 263 000 კაცი. გამოდის, რომ ამ რეგიონში 6-დან 5 ადამიანი დაუსაქმებელია.

კახეთში 317 000 ადამიანი ცხოვრებს, ხოლო დაქირავებით დასაქმებული არის 49 700 (აქაც 6-დან 5 ადამიანი დაუსაქმებელია). ქვემო ქართლში 427 000 ადამიანი ბინადრობს და დაქირავებით დასაქმებულია 61 000. ამ რეგიონში ვითარება კიდევ უფრო რთულია, რადგან 7-დან 6 ადამიანს სამსახური და სამუშაო არ გააჩნია.

პროფესორი პაატა აროშიძე ბიზნეს-რეზონანსთან საუბრისას ამბობს, რომ საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი 30%-ს აღემატება. პრობლემის გადაჭრა სახელმწიფოს უპირველესი ამოცანაა. აროშიძემ კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ უმუშევართა ნაწილს ურბანულ ქალაქებში უსაქმურად ყოფნა ურჩევნია მთიან რეგიონში დასახლებასა და საკუთარი საქმის წამოწყებას. ასეთი მიდგომა კი გაუნათლებლობასთან პირდაპირ კავშირშია.

ქვეყნის მთავარი პრობლემა მძიმე სოციალური ფონი და მისი მთავარი შემადგენელი ნაწილი - უმუშევრობაა. მიუხედავად იმისა, რომ საქსტატი ყოველწლიურად უმუშევრობას, საშუალოდ, 12%-ის ფარგლებში გვიჩვენებს, ეს, რა თქმა უნდა, რეალობას არ შეესაბამება. დღეს უმუშევრობის მაჩვენებელი 30%-ზე მეტია, რეგიონებში კი მთლიან საშუალო მაჩვენებელს გაცილებით აღემატება.

ამას გარდა, არის სხვა პრობლემაც. როდესაც საქსტატის წარმომადგენლები გამოკითხვაზე მიდიან, თვითდასაქმებული თავს დასაქმებულად არ აღიარებს (მაგალითად, ტაქსისტი თუ სხვა კერძო პროფესიის წარმომადგენელი). უცხოეთის გამოცდილება იმას გვიჩვენებს, რომ დასაქმების ყველაზე მძლავრი ნაკადია კერძო წარმოება, ჩვენთან კი უმეტესობა სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობისკენ მიისწრაფვის.

მთის კანონი რომ მიიღეს, ძალიან კარგია, დაინტერესებულ პირს შეუძლია, მთაში წამოიწყოს საკუთარი საქმე და შემოიკრიბოს იქ დასახლებული ადამიანები, თუმცა მთავარი პრობლემა განათლება და ცნობიერების ამაღლებაა. ადამიანი უნდა მიხვდეს, რომ ქალაქში ტყუილად ჯდომას მთაში დასაქმება ჯობია. იმაზე გაცილებით მეტ შემოსავალს მიიღებს, ვიდრე აქვს.

იმისათვის, რომ უმუშევრობის დონე შემცირდეს, სახელმწიფოს ვალია, შექმნას რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი და ხელი შეუწყოს ბიზნესის განვითარებას, - განუცხადა ბიზნეს-რეზონანსს აროშიძემ და ხაზი გაუსვა იმ პრობლემურ საკითხებსაც, რომლებსაც რეგიონში უმუშევრობა იწვევს. რეგიონიდან დიდ ქალაქებში მოსახლეობის მიგრაციისა და შემდეგ უკვე ქვეყნიდან ემიგრაციის მთავარი მიზეზი სწორედ რეგიონებში დასაქმების მწვავე პრობლემაა.

რეგიონიდან დიდ ქალაქებში მოსახლეობის მიგრაციისა და შემდეგ უკვე ქვეყნიდან ემიგრაციის მთავარი მიზეზი სწორედ უმუშევრობაა. ამაზე მთავრობამ სასწრაფოდ უნდა მოახდინოს რეაგირება. დღეს თითოეული მოქალაქის მთავარი მოთხოვნაა ფაბრიკა-ქარხნებისა და სხვა ტიპის საწარმოების გახსნა.

დავუშვათ, გაკეთდა მანქანათმშენებელი ქარხანა. უნდა დავფიქრდეთ, გვყავს კი ისეთი სპეციალისტები, რომლებიც იმუშავებენ და ამ ქარხანას ჩაუდგებიან სათავეში? თუ ეს მაღალტექნოლოგიური ქარხნები და ფაბრიკები იქნება უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმების პლაცდარმი საქართველოში და ჩვენი მოქალაქეები მიზერულ ხელფასზე იმუშავებენ? ესეც ცალკე პრობლემაა და სანამ ქარხნების გახსნაზე ვიზრუნებთ, მანამ კადრების გადამზადება უნდა დავიწყოთ, - აცხადებს აროშიძე.

სტატისტიკოს სოსო არჩვაძის თქმით, საქართველოში დაახლოებით 40% არის დაქირავებით დასაქმებული და 60% თვითდასაქმებული. ამ მაჩვენებელს იგი სახარბიელოდ არ მიიჩნევს. ამიტომ საჭიროა ისეთი სისტემის შექმნა, როგორიც 80-იან წლებში იყო, როცა ყოველ 1000 მცხოვრებზე დაქირავებით დასაქმებულების პროცენტული მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი იყო.

საქსტატის მიერ მოცემული მონაცემის პირდაპირ მოსახლეობასთან შედარება არ შეიძლება, უნდა შევადაროთ ეკონომიურად აქტიურ მოსახლეობას, 15 და მეტი წლის ასაკის მოსახლეობას, ზედა ზღვარი კი უნდა იყოს 65 წელი. თუმცა ამას შეიძლება დაემატოს ის ადამიანები, რომლებიც 65 წელს გადაცილებულნი არიან და მაინც მუშაობენ. დაახლოებით 100 000-ის ფარგლებშია ასეთების რაოდენობა. პრობლემა ის არის, რომ თანაფარდობა დაქირავებით დასაქმებულებსა და თვითდასაქმებულებს შორის არის არაოპტიმალური. ბევრ ქვეყანაში 1 თვითდასაქმებულზე მოდის 6-7 დაქირავებით დასაქმებული. ჩვენთან კი დაახლოებით 40% არის დაქირავებით დასაქმებული, 60% კი - თვითდასაქმებული.

შეიძლება ვინმეს ჰგონია, რომ თვითდასაქმება უკეთესია, თუმცა ეს, საერთო ჯამში, ეფექტიანობას არ გვაძლევს, რადგან დაქირავებულის შრომის ანაზღაურება გაცილებით მაღალია, ვიდრე თვითდასაქმებულის. მეორე უპირატესობა ის არის, რომ სოციალური დაცულობის ხარისხი უფრო მაღალია, ვიდრე თვითდასაქმებულის. პირობითად, თუ დაქირავებით დასაქმებული ადამიანი შეუძლოდ გახდა, მას შეუძლია, ისარგებლოს ერთკვირიანი ბიულეტენით, თვითდასაქმებული კი ვერავის ვერ მოსთხოვს გაცდენილი დღეების ფინანსურ ანაზღაურებას.

ჯერ კიდევ შორს ვართ მისაღები ვარიანტისგან. გვჭირდება უფრო მეტი სამუშაო ადგილი, რომლითაც დაახლოებით ისეთ თანაფარდობას მივიღებთ, როგორიც 80-იანი წლების ბოლოს იყო. ყოველ 1000 მცხოვრებზე მაშინ საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი იყო დაქირავებით დასაქმებულებისა. ახლა არის დაბალი. მაშინ დაახლოებით 2 მლნ 200 ათასი ადამიანი იყო დაქირავებით დასაქმებული 5 მლნ 400-ათასიან საქართველოში. ახლა 3,7 მლნ ადამიანიდან დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 700 000-ზე ნაკლებია.

რაც შეეხება კონკრეტულად ქვემო ქართლს, იქ სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, მაღალია შობადობის მაჩვენებელი, მაგრამ 15 წლამდე ბავშვები არ მიეკუთვნებიან ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობას. ამიტომ მათი მიკუთვნება დაქირავებით დასაქმებულთა კატეგორიისთვის არ არის სწორი, - განუცხადა ბიზნეს-რეზონანსს სოსო არჩვაძემ.

რეზონანსი


ნანახია: 746-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რეგიონებში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით 9.3%-ით საკურორტო ზონებით აჭარის რეგიონი ლიდერობს.
საქართველოში ყოველი მეხუთე ადამიანი ასაკით პენსიონერია.
წინა წელთან შედარებით უმუშევრობის დონე რეგიონულ ჭრილში გაზრდილია მხოლოდ შიდა ქართლის და კახეთის რეგიონებში.
საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, ყველაზე მაღალი საშუალო ნომინალური ანაზღაურება სამშებენლო სექტორშია, ყველაზე დაბალი - განათლების
სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით 250 000 უმუშევარი ადამიანია.
დემოგრაფ ანზორ თოთაძის თქმით, საქართველოს რეგიონებში იმდენად რთული ვითარებაა, რომ ზოგიერთი მათგანი შესაძლოა მალე გაუკაცრიელების
იმერეთის გუბერნატორს სამი მოადგილე ეყოლება.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შალვა მშვილდაძე ბაღდათის ერთ-ერთი სოფლის (სოფლის სახელს სააგენტო შეგნებულად არ ასახელებს)
მხატვარი ლევან გოგიტაძე სოციალური ქსელის საშუალებით სპეციალურ მიმართვას ავრცელებს.

ამინდი