Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

როგორ დავიცვათ კოღოებისგან თავი?-სპეციალისტების რჩევები მოქალაქეებს

თარიღი : 18-08-2017, 10:28 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, რჩევები   
topnews.com.ge
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე მოსახლეობას კოღოებისგან დასაცავად რეკომენდაციებს სთავაზობს.

როგორც პაატა იმნაძემ განაცხადა, კოღოებისგან დასაცავად შესაძლებელია რეპელენტების, დამაფრთხობლების გამოყენება. მისივე თქმით, აღნიშნული საშუალებები ლოსიონის, სპრეის, კრემის, თუ სხვა სახით აფთიაქებსა და ტურისტულ მაღაზიებში იყიდება.

ასევე, რეკომენდებულია ფანჯრებსა და კარებზე მწერებისგან დამცავი ბადეების გამოყენება. ”თუკი ეზოში პატარა გუბე, ტბორი გაქვთ და მას მიწას მიაყრით, ასეთ შემთხვევაში კოღო არ გამრავლდება. ორღობეებში, არხებში წყალი თუ მოძრაობს, კოღო არ გამრავლდება, წყალი თუ გაჩერდა, მაშინ გამრავლდება. ამიტომ ყველამ რომ თავისი სახლის წინ მონაკვეთი გაწმინდოს, კოღო აღარ გამრავლდება”, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

მისივე ინფორმაციით, უკვე 5 წელია, რაც საქართველოში ადგილობრივი მალარიის შემთხვევები აღარ ფიქსირდება და წელიწადში 3-4 შემოტანილი შემთხვევა ვლინდება.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, შავიზღვისპირეთში, სადეზინსექციო სამუშაოები ივნისის შემდეგ აგვისტოში ხელმეორედ ჩატარდება.

”ძალიან კარგი ვითარებაა შავი ზღვისპირეთში. ასეთი წყნარი ვითარება დიდი ხანია არ ყოფილა ყველა მიმართულებით. მათ შორის, მწერების მხრივ, რადგან ივნისში დამუშავდა და ახლა აგვისტოში მეორეჯერ დამუშავდება შავიზღვისპირეთი. კოღოს ბუნებაში ვერავინ მოსპობს. სადეზინსექციო სამუშოები უკვე მიმდინარეობს იქ, სადაც საჭიროა”, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.


ნანახია: 3018-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე ზაფხულის მოახლოებიდან გამომდინარე მოსახლეობას
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე მოსახლეობას ტკიპებისგან თავდაცვას ურჩევს.
საუბარი იქნება აცრებზე, რომლებიც იმუნიზაციის ეროვნული კალენდრით არის გათვალისწინებული და რომელსაც დღემდე მთლიანად სახელმწიფო
პაატა იმნაძის განცხადებით, ამჟამად წყნარი პერიოდია და ყოველ 100 ათას მოქალაქეზე მომართვიანობის მაჩვენებელი 200-300 ადამიანს
პაატა იმნაძის განცხადებით, შემოდგომის სეზონზე თავს იჩენს წითელა და წითურა, რისთვისაც აუცილებელია, რომ მშობელმა მოზარდი

ამინდი