Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ჩვენს მთავრობას ჩაუდგა წყალი გვერდებში,'- გზისა და წყლის გარეშე მყოფი სოფელ კურსების მოსახლეობა

თარიღი : 18-08-2017, 09:24 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში მოსახლეობის ნაწილი წლებია წყლისა და გზის გარეშე ცხოვრობს. ადგილობრივები ყვებიან, რომ უგზოობის გამო, ცენტრალურ მაგისტრალამდე რამდენიმე კილომეტრის ფეხით გავლა უწევთ, რადგან სოფელში ასვლაზე ტრანსპორტი უარს ამბობს. უგზოობის მიზეზით სოფელ კურსებში, უკლებების უბანში მაცხოვრებლები საცხოვრებელს ტოვებენ.

"ამდენი ბავშვია სოფელში და პირველ სექტემბერს ჩვენგან სკოლაში არავინ მიდის. გზა არ გვაქვს და როგორ უნდა იარონ ბავშებმა? ტაქსიც ვერ მოგვყავს, გზა არ გაქვთ და მანქანას ვერ გავაფუჭებთო. ავადმყოფობის უფლებაც არ გვაქვს, რადგან სასწრაფო არ მოგვაკითხავს. იძულებულები ვართ, სოფელი დავტოვოთ, ქალაქში ვიქირაოთ ბინა და ისედაც გაჭირვებულმა ხალხმა კიდევ ბინის ქირა ვიხადოთ. არც წყალი გვაქვს სოფელში. უნდა ნახთ რა გაჭირვებით ვართ. დასალევ წყალს ძლივს ვიღებთ წყაროდან. დასარეცხად და დასაბანად ან წვიმის წყალს უნდა დაველოდოთ ან კიდევ სარეცხი ნათესავებთან წავიღოთ და დავრეცხოთ. ჩვენ მთავრობას ჩაუდგა წყალი გვერდებში," - ამბობს სოფელ კურსების მკვიდრი ლია უკლება.

სოფელ კურსებში, უკლებების უბანში მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მათი პრობლემის შესახებ ტყიბულის ადგილობრივი ხელისუფლება საქმის კურსშია, თუმცა სოფლის დასახმარებ;ად არაფერი კეთდება. მოსახლეობის თქმით, პრობლემის მოგვარების დაპირება მათ საპარლამენტო არჩევნებამდე ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატის, ელგუჯა გოცირიძისგანაც მიიღეს, თუმცა საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, გოცირიძეს დაპირება არ გახსენებია.

სოფელ კურსებში ტყიბულის გამგებლის წარმომადგენელი ბაქარ რობაქიძე ამბობს, რომ გარემოს დაცვის სამინისტროდან ლიცენზიის მიღბის შემდეგ, სოფელში გზაზე ღორღის დაყრა დაიწყება. რაც შეეხება წყალს, მისივე თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებაში თანხების მოძიების პროცესში არიან.


ნანახია: 1175-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სოფელში მცხოვრებლების თქმით, წყლის მოსაპოვებლად მათ რამდენიმე კილომეტრის ფეხით გავლა უხდებათ.
მოსახლეობა ამბობს, რომ წყალს ან ყიდულობენ ან კიდევ იმ მილიდან იღებენ, რომელიც სოფელთან ახლოს გადის.
მოსახლეობა ამბობს, რომ უმძიმეს პირობებში უწევთ ცხოვრება, რადგან ჩინური კომპანიის საქმიანობამ მათ სოფელში გზის ნგრევა, სახლების
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა გორას მოსახლეობა გზას ითხოვს.
ორიპირის თემი, რომელიც ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელ საავტომობილო და სარკინიგზო გზაზე მდებარეობს, 9 სოფლისგან შედგება.
ამ სოფელში ვინმე რომ დააცემინებს, სიცოცხლის ნაცვლად, ერთმანეთს ერთი ვედრო წყალიო, ასე ვეუბნებით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მის მიერ ჩადენილი დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ ეტაპზე ააიპების თანამშრომლებთან 'იძულებით ქველმოქმედებასთან' დაკავშირებით ხელშეკრულებების გაფორმება მიმდინაროებს.
ტყიბულის შახტში 16 ივლისს მეთანის აალებისას 4 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა.

ამინდი